არქივი

ძებნის შედეგები

Found 40213 Results
Page 1 of 403

სიახლეების ბლოგი: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ


„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, თბილისის ქუჩები მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა ლოზუნგით „კი ევროპას, არა რუსულ  კანონს“, რომელთაგან ზოგიერთი სპონტანურად, წინასწარი ორგანიზების გარეშე მოეწყო. აქციაზე ახალგაზრდების დიდი რაოდენობა შეინიშნება- მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველის გამზირს უკვე რამდენიმე დღეა კეტავენ. ქართველი ახალგაზრდები დაჟინებით აგრძელებენ ყოველდღიურ აქციებს. მათ საზეიმო ფიციც კი დადეს, რომ დაიცავენ საქართველოს …

29/03/2017 - 00:49


IDFI-ის დირექტორსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ჟურნალისტებთან საუბრისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კლდიაშვილს ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულა“ ინტერვიუს ართმევდა მას შემდეგ, რაც მან შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შვედეთის საელჩო დატოვა.    ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელი, რომლის სახე და მანქანა იდენტიფიცირებადია, გვერდით ჩაუვლის შვედეთის საელჩოსთან მდგარ ადამიანებს და ლანძღავს მათ. ახლომდებარე …


შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრი საქართველოს სტუმრობს


შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იოჰან ფორსელი საქართველოს სტუმრობს. 7 მაისს იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, მინისტრმა ფორსელმა განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროქტის გარშემო განვითარებული მოვლენები იქნება საქართველოში მისი შეხვედრების მთავარი თემა. …


სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პოლიციის სისასტიკეზე გამოძიება მიმდინარეობს  


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 7 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამსახური „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ აპრილი-მაისის საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ ბრალდებებზე მტკიცებულებებს აგროვებს. 06/05/2024 – სიახლეების ბლოგი: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის …


EBRD ‘უცხოელი აგენტების’ შესახებ კანონის წინააღმდეგ აფრთხილებს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ინვესტიციებს საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკაში, იტყობინება „როიტერი“ 7 მაისს. „მისი დაბრუნება დაგვიკვირდა და შეშფოთებულები ვართ ამ პროცესის დინამიკით“, – განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა ბრიფინგზე. „დაძაბულობამ [უცხოელი აგენტების კანონპროექტის] ირგვლივ შესაძლოა გავლენა მოახდინოს, ეკონომიკური გავლენა, კერძო სექტორზე და ქვეყანაში …


ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა


ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არძინბას ბჟანიამ არაფორმალურად აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გამგზავრება აუკრძალა და იგი ოკუპირებული რეგიონის უშიშროების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა. ჯერ კიდევ თავის პოსტზე მუშაობისას, არძინბამ ცოტა ხნის წინ რუსეთის პირველ არხზე, გადაცემა „გლობალური უმრავლესობის“ წამყვანად …


სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ‘გავრილოვის ღამის’ საქმეებზე საქართველოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა  


7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საჩივრებზე სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, კერძოდ მისი მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაუდგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს 26-მა ქართველმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა 5 საქმით მიმართა. ეს საქმეებია: ბერიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ქურდოვანიძე და …


MONEYVAL საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს


ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) 7 მაისს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს აფასებს. MONEYVAL-ი ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი მაკონტროლებელი ორგანოა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მათ განხორციელებას აფასებს. მისი ბოლო ანგარიშები საქართველოს შესახებ 2020 და …


ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას ითხოვენ


7 მაისს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისადმი გაგზავნილ წერილში, წამყვანი ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას, ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების გადახედვასა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს პროგრესის შუალედურ შეფასებას ითხოვენ. ევროპარლამენტარები წერენ, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული ქცევის გაგრძელება, …


მეთიუ მილერი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს


6 მაისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განიხილავს, „საქართველოს სახიფათო გზაზე დააყენებს, […] საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას“. პრესპიკერმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ამ საკითხებზე ზეწოლას, მაგრამ მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ასეთ …


700-ზე მეტი მასწავლებელი კოლეგაზე თავდასხმის ‘დროულ და ეფექტურ’ გამოძიებას ითხოვს


საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტმა მასწავლებელმა ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რომელშიც სოლიდარობას უცხადებს მათ კოლეგას, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას, გმობს მასზე 5 მაისს განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის „დროული და ეფექტური“ გამოძიებისკენ მოუწოდებს. აღდგომის კვირას მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავას და მის ვაჟიშვილს ლანჩხუთში, მის სახლთან ახლოს, რამდენიმე მამაკაცი თავს დაესხა …


უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა, იტყობინება ქართული საბრძოლო ქვედანაყოფი „შავი არწივი“. ინფორმაცია ამის თაობაზე „სამოქალაქო საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაუდასტურა. გუგუტაშვილი „შავი არწივის“ მებრძოლი იყო და იგი ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა. არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 48 მოქალაქე დაიღუპა. …


პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში „სამშობლოს სიყვარულით“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში ერთიანობასა და მშვიდობაზე გაამახვილა ყურადღება. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა „ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა“. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საზოგადოებას სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებისკენ მოუწოდა. „მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს …


ფოტო ამბავი | რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები აღდგომას ერთად აღნიშნავენ


„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ რამდენიმეკვირიანი დაუღალავი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილეები აღდგომის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშვეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ და ტრადიციისამებრ წითელი კვერცხები და სააღდგომო პასკები მიიტანეს. აღდგომის დღესასწაულის დროს ბევრი ქართველი სოფელში, საკუთარ ოჯახებში მიემგზავრება. მაგრამ წელს თბილისში დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მათი ერთიანობის დემონსტრირების მიზნით, დღესასწაულის რუსთაველის გამზირზე, ერთად …


პრეზიდენტი ივანიშვილის „პროვოკაციულ“ გამოსვლას გმობს და ევროპელების მაღალი დონის ვიზიტებს ითხოვს


4 მაისს ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერად 29 აპრილს გამართულ კონტრაქციაზე „ძალიან პროვოკაციული“ იყო „როგორც თქვენი [ევროკავშირის], ასევე, ქართველი ხალხის მიმართ“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო „დაძაბულ“ ვითარებაში იმყოფება და დასძინა, რომ „ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე …


ფოტო ამბავი | საპროტესტო აქცია, მსვლელობა და ლოცვა დიდ პარასკევს


აღდგომის მიუხედავად, თბილისში „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. 3 მაისს, დიდ პარასკევს, აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციაზე თბილისში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფთან“ შეიკრიბნენ, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) კონფერენცია და დაგეგმილი მიღება იმართებოდა. თბილისი ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას 2-5 მაისს მასპინძლობს და მომიტინგეებს კანონის წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების იმედი ჰქონდათ. სულ უფრო მეტი ხალხის შეკრებასთან ერთად, …


ირაკლი კობახიძესა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის 3 მაისს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ მან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა და კიდევ ერთხელ გამოხატა „ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს“. მიშელის თქმით, „საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია დემოკრატიული და პლურალისტური …


პრეზიდენტმა „ოფშორების“ შესახებ „ქართული ოცნების“ სადავო კანონს ვეტო დაადო


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 3 მაისს ვეტო დაადო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცოტა ხნის წინ შეტანილ სადავო ცვლილებას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმოტანას ამარტივებს. ცვლილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით 19 აპრილს მიიღო, რიგ საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს კომპანიებს და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც საკუთარი აქტივების ოფშორიდან საქართველოში გადმოტანას გადაწყვეტენ. კანონმა, რომელიც პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გარშემო არსებული …


საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთის კრიტიკას ეხმიანება და ფრანგი სამართალდამცველების „ბრუტალურ“ მეთოდებზე საუბრობს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება „არაობიექტურია“ და აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ“. 2 მაისს საფრანგეთოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კრიტიკული განცხადება გაავრცელა, …


გაეროს უმაღლესი კომისარი აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ინფორმაციით შეშფოთებულია


გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა 2 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების დროს სამართალდამცველების მიერ მოქალაქეებისა და მედიის მუშაკების წინააღმდეგ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები და უკან გაიწვიოს სადავო კანონპროექტი. უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ …


პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა


30 აპრილს გვიან ღამით და 1 მაისს გამთენიისას სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი  მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ძალის გამოყენებით დაარბიეს, რის შედეგადაც 63 პირია დაკავებული, ხოლო უამრავი მომიტინგე დაშავებული. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. „სამოქალაქო საქართველო“ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს გთავაზობთ. პარასკევი, 3 …


წამყვანი ევროპარლამენტარები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას გმობენ


2 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში წამყვანმა ევროპარლამენტარებმა – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში მარინა კალიურანდმა და ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა საქართველოს საკითხებში სვენ მიკსერმა, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა დაგმეს. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას „დაუყონებლივ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს …


პრემიერ-მინისტრი აშშ-ს რევოლუციების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის დერეკ შოლეს 2 მაისის განცხადება, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას ევრო-ატლანტიკური მომავლის ერთგულებისკენ მოუწოდა და შეშფოთება გამოხატა ხეილსუფლების რიტორიკისა და ანტი-დემოკრატიული კანონმდებლობის თაობაზე, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. კობახიძემ ცალსახად დაადანაშაულა აშშ 2020-2023 წლებში „აშშ-ის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით“ ორი რევოლუციის მოწყობის მცდელობაში და განაცხადა, რომ …


პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა


მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში 77-ე ადგილიდან 103 ადგილამდე გაუარესდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის საქართველოში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს და რომ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო მტრული რჩება, რა დროსაც ადგილი აქვს „ჟურნალისტებზე სიტყვიერი და …


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ის მოწვევა „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა „დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“, რაც „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“. სამინისტრო ამ განცხადებით აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს გამოეხმაურა, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ლიდერბმა უარი თქვეს აშშ-ის ლიდერებთან შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად. ელჩმა …


ნედ-ის თავმჯდომარე ქართველებს მიმართავს


დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) თავმჯდომარემ და დირექტორმა, დეიმონ ვილსონმა ვიდეომიმართვა ჩაწერა ქართველების მიმართ, რომელშიც ასევე მკაცრად უპასუხა “ქართული ოცნების” ბრალდებებს, რომ ეს ფონდი საქართველოში რევოლუციასა და რადიკალიზმს წაახალისებს. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს: გასული კვირების განმავლობაში ქართული ახალი ამბების ქრონიკაში ბევრჯერ მოვხვდით. თქვენც კარგად იცით და ჩვენც, საქმე მხოლოდ ჩვენს ფონდს არ ეხება. ის, რაც მიმდინარე კვირის …


ევროკომისიის გენერალური დირექტორი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის ევროკავშირში ინტეგრაციას


ევროკომისის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა 2 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი „მიუღებელია და ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს შექმნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“. 02/05/2024 – ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების საკითხებში საქართველოს სტუმრობს გენერალურმა დირექტორმა კოოპმანმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „ნამდვილად …


დანიგანი: „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს დონეზე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განხილვაზე უარი თქვა


2 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად“, თუმცა „სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“. ელჩმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო კვირებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომლებმაც …


რობინ ვაგენერი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირში ინტეგრაცია არ მოხდება


გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა 2 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ „ევროკავშირში ინტეგრაცია არ მოხდება, თუ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების პროცესს და დაგეგმილ დისკრიმინაციას ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ“. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ავტორიტარულ და ანტიევროპულ …


ფოტო ამბავი | „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით გავიდა, ათასობით ადამიანის პროტესტი გრძელდება


პარლამენტის გარშემო ათასობით მომიტინგე შეიკრიბა იმ ფონზე, როდესაც 1 მაისს უმრავლესობამ სადავო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ მეორე მოსმენით მიიღო. მოქალაქეები უკვე მერამდენე ღამეს ათევენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა კანონპროექტი გააპროტესტონ. გუშინ მათ 17:00 საათიდან დაიწყეს შეკრება და ამჯერად მათ საქართველოს რეგიონებიდანაც შეუერთდნენ მოქალაქეები. რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. სიტუაცია ყველაზე მეტად ღამით  ჩიტაძის ქუჩაზე დაიძაბა, …


მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „აგენტების“ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა 2 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „სინანული“ გამოხატა იმის გამო, რომ საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მან მოუწოდა ქართველ დეპუტატებს, კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაელოდონ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი რეკომენდაციები გაითვალისწინონ, რადგანაც „მნიშვნელოვანი წუხილები“ არსებობს ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა …


ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების საკითხებში საქართველოს სტუმრობს


ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 1 მაისს საქართველოში ჩამოვიდა, სადაც უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გენერალური დირექტორი კოოპმანი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე–პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო …


2024 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 1.5% იყო


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 2 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 1.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (11%-იანი ზრდა); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (9.6%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (5%-იანი ზრდა); და სურსათი და უალკოჰოლო …


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონს


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 1 მაისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო „კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის შესახებ კანონი“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა „საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“. მან მხარდაჭერა გამოუცხადა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს და დაგმო ყველანაირი ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას ახორციელებენ. „აშშ გმობს კრემლის …


ურსულა ფონ დერ ლაიენი: საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების „მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს“


ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 1 მაისს საღამოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ძალადობა თბილისის ქუჩებში. განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ“ და რომ “საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს“. „ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და …


პრეზიდენტის ინტერვიუ France 24-თან: გზავნილების სიცხადე არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება


1 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს მისცა ინტერვიუ, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები, საქართველოს განაცხადი ევროკავშირში, ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა და სხვა საკითხები განიხილა. როდესაც სთხოვეს საკუთარი პოზიცია გამოეხატა სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ სადავო კანონის მიღმა ვიმყოფებით“. მისი თქმით, ეს არის რუსეთის კანონის „ასლი“, რომელიც პრეზიდენტ პუტინის დროს …


პრეზიდენტი ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ გრძელვადიანი ბრძოლა არჩევნებზე მთავრდება


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1 მაისს საღამოს აქციის მონაწილეებს მიმართა მას შემდეგ, რაც ჩიტაძის ქუჩაზე პარტლამენტის ჭიშკართან სიტუაცია დაიძაბა, ვინაიდან რამდენიმე ახალგაზრდა პარლამენტის ეზოში შესვლას შეეცადა. პრეზიდენტის თქმით, იგი აქციის მონაწილეთა გვერდით დგას. „არაჩვეულებრივია ეს გამოსვლები, მთელი მსოფლიო გვიყურებს, დღევანდელი ეს გამოსვლა აჩვენებს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებასა და მიზანმიმართულებას. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ …


საქართველოს საპატრიარქო: ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს


„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 1 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან“. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს …


ფოტოამბავი: პოლიციამ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაარბია


30 აპრილის საღამოდან 1 მაისის დილამდე „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს პოლიციამ, უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. პოლიციამ ინტენსიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და, სულ მცირე, ერთ ადგილას, რეზინის ტყვიები. აქციის დროს 63 ადამიანი დააკავეს. მიუხედავად ყველაფრისა, პარლამენტმა დღეს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მაინც განაგრძო. პარლამენტმა …


უმრავლესობამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო


საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და პოლიტიკოსების ძლიერი წინააღმდეგობისა და მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, მმართველმა უმრავლესობამ 1 მაისს 83 ხმით 23-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი მიიღო.   საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გადაწყვიტეს სიტყვით არ გამოსულიყვნენ, რადგან პლენარული სხდომა ერთ საათში უნდა დასრულებულიყო. დასკვნითი სიტყვით მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოვიდა. პარალელურად პარლამენტთან …


არასამთავრობოები: აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული ფიზიკური ძალა წამებას გაუტოლდა


ცხრა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 30 აპრილი – 1 მაისის მოვლენების სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომიტინგეების დარბევა „არალეგიტიმური“ და „არაპროპორციული“ იყო, ხოლო „გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას“. შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა „კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა“.  აქციის დარბევის შესახებ გადაწყვეტილება უკანონო იყო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აქციის …


მედიაომბუდსმენი ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს


მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენი“ 28 აპრილიდან 1 მაისის პერიოდში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და ხაზს უსვამს, რომ სპეცრაზმელების სამიზნე სხვადასხვა მედია საშუალებების თანამშრომლები იყვნენ. „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა ტვ „პირველის“ ოპერატორს ნიკო კოკაიას, საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა …


„უცხოელი აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემა


„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ 30 აპრილი – 1 მაისს გამართულ აქციაზე, პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემა. მას სახეზე მრავლობითი სისხლჩაქცევები და ჭრილობები, ასევე თვალისა და ცხვირის დაზიანებები აღენიშნება. მომხდარიდან მალევე, ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა და განაცხადა, რომ „ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს“. ინციდენტის შემდეგ, როდესაც ხაბეიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, …


„აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დაიწყო


„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის რთული ღამის შემდეგ, რომლის დროსაც პოლიციამ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები, საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს კენჭს დღეს, 1 მაისს უყრის. მოქალაქეები კანონპროექტს დედაქალაქში კვლავ გააპროტესტებენ, ამჯერად ბევრი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაც აპირებს ჩამოსვლას. სხდომა მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის წინა ღამის მოვლენებთან …


შსს: „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 1 მაისს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირია დაკავებული. მან ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა დაზიანება მიიღო შსს-ს ექვსმა თანამშრომელმა და რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …


სახალხო დამცველი: პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა


საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 1 მაისს ღამით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც 30 აპრილს მშვიდობიანი შეკრების დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. მისი თქმით, ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური …


TI საქართველო და საია: პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა


ორმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) – 30 აპრილის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით განცხადებები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.   TI საქართველომ განაცხადა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო“. ორგანიზაციის თქმით, …


პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩია


პარლამენტმა 30 აპრილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო – 16. პარლამენტმა ასევე აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრი – მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან. 11 აპრილს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ცესკოს წევრების …


29 აპრილის აქციაზე ივანიშვილის გამოსვლას პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებიდან თბილისში მმართველი პარტიის მიერ სპეციალურად აქციისთვის ჩამოყვანილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ივანიშვილმა საჯაროდ აიღო პასუხისმგებლობა პარტიის პოლიტიკაზე, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. კერძოდ, მან პასუხისმგებლობა აიღო „უცხოელი აგენტებისა“ და ანტი-ლგბტ კანონმდებლობაზე. თავის ვრცელ გამოსვლაში მან გაამყარა შეთქმულების თეორია, რომელიც „ომის გლობალურ პარტიას“ საქართველოს იდენტობისა და …


არასამთავრობოებისა და აქტივისტების ერთობლივი განცხადება: ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ რეპრესიები დააანონსა


საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს გამართული კონტრაქციისა და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის საპასუხოდ დღეს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. აღნიშნეს რა, რომ აქციაზე გამოსვლები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმსა და რეპრესიებს აანონსებს, მათ პირობა დადეს, რომ ამ მცდელობას სათანადოდ დაუპირისპირდებიან.   „ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი …


პიტერ სტანო: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი არ შესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის მოლოდინებს


ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი და განაცხადა, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის მოლოდინებს საქართველოსგან და რომ მიღების შემთხვევაში, „შესაძლოა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციების საწინააღმდეგოდ იმუშავოს“. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ კანონის მიღება აშორებს საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს, დაუახლოვდეს ევროკავშირს“, – განაცხადა …


დარჩიაშვილი ბრიუსელს სტუმრობს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29-30 აპრილს ბრიუსელს სტუმრობს, სადაც ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვას და ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ფერნანდო ანდრესენ გიმარეშს. ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან …


ამერიკელი კონგრესმენები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ  კანონპროექტი საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან აშორებს


აშშ-ის კონგრესში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ოსტინ სკოტმა 29 აპრილს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთება გამოხატეს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი, „ვლადიმირ პუტინის კანონპროექტის მსგავსად, საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან აშორებს“. კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ მსგავს მოვლენებს 2012 წელს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „უცხოელი აგენტების კანონს“, რომელიც ორგანიზაციებს, რომლებიც …


2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან და რუსეთიდან დაფიქსირდა


„საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 14.5%-იანი წილით. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი …


საქსტატი: 2024 წლის მარტში მშპ 8.2%-ით გაიზარდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.2%-ით გაიზარდა. 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული …


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ს სტუმრობს


აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს და ფონდის თავმჯდომარეს, კენეტ ვოლაკს შეხვდა. დელეგაციის ვიზიტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მწვავე დაპირისპირების ფონზე იმართება. შიდა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. „შეხვედრაზე …


თავდაცვის ძალების დღეზე პრეზიდენტი მთავრობას აკრიტიკებს, პრემიერ-მინისტრი „ქვეყნის ღალატზე“ საუბრობს


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდლის რანგში და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ. პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართულ აქციაზე ოფიციალური პირების რიტორიკა მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს „მოღალატე“ უწოდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად …


გერმანიის პოლიტიკური ფონდები ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ


29 აპრილს, საქართველოში წარმოდგენილმა გერმანულმა პოლიტიკურმა ფონდებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გამო. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად მოეკიდოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას და უარი თქვას კანონის მიღებაზე. „კანონის პირველი მოსმენით მიღება და ზოგადად მისი განხილვა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მის ურთიერთობას დასავლელ …


„ქართული ოცნების“ ლიდერები ანტიდასავლურ, სუვერენისტულ, კონსპიროლოგიურ რიტორიკას ამძაფრებენ


„ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერად აქცია გამართა. აქციის მონაწილეები, რომელთა დიდი ნაწილიც, გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სექტორის თანამშრომელია, მმართველმა პარტიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ავტობუსებით ჩამოიყვანა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა, თავიანთ მიმართვებში შეთქმულების თეორიები, ულტრაკონსერვატიული და სუვერენისტული რიტორიკა გამოიყენეს და არასამთავრობოები ორგანიზაციებსა და „ამ ქვეყნის დამონებისა …


ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლურ პოლიტიკას ემხრობა და რეპრესიებით იმუქრება


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებიდან თბილისში მმართველი პარტიის მიერ სპეციალურად აქციისთვის ჩამოყვანილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ივანიშვილმა საჯაროდ აიღო პასუხისმგებლობა პარტიის პოლიტიკაზე, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. კერძოდ, მან პასუხისმგებლობა აიღო „უცხოელი აგენტებისა“ და ანტი-ლგბტ კანონმდებლობაზე. თავის ვრცელ გამოსვლაში მან გაამყარა შეთქმულების თეორია, რომელიც „ომის გლობალურ პარტიას“ საქართველოს იდენტობისა და …


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 29 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა თავისი უფლებამოსილება მაქსიმალურად გამოიყენა ოპოზიციის კომენტარების შესაზღუდად. რეგლამენტის „დარღვევის“ მოტივით, კომიტეტის თავმჯდომარემ სულ 17 ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დარბაზიდან გააძევა. სხდომის მსვლელობისას ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ანრი ოხანაშვილი …


განახლება: „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გაათავისუფლეს


ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში 2012-2014 წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობაში, რომელიც პოლიციამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავა, 29 აპრილს გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ჩანიშნული მოსმენა 1 მაისისთვის გადადო. 29 აპრილს შსს-მ „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ იგი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით. …


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 29 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე  ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამავე ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო …


არასამთავრობოები ანრი ოხანაშვილს ოპოზიციის გასაჩუმებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ


ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 29 აპრილს ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას – ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები“. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის დროს, ანრი ოხანაშვილმა ათზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი დარბაზიდან გააძევა. „კითხვის დასმის …


საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არასტაბილურობის გამო შეშფოთებულია


28 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეშფოთება გამოხატა „ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების“ გამო, რამაც  შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას „სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს”. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განცხადება იმ ფონზე გაავრცელა, როდესაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. ასოციაციის თქმით, ის შეწუხებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო, ვინაიდან ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური …


ყოფილი ქართველი დიპლომატები: „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას გადაუხვია


60-ზე მეტმა ყოფილმა დიპლომატმა, მათ შორის 5-მა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და 28 ელჩმა, 29 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ქართულ ოცნებასა“ და მის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს  ქვეყნის საგარეო კურსის 180 გრადუსით შემოტრიალებასა და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს. ყოფილი დიპლომატები „ყველა პატრიოტს“  „უსამართლო კანონებსა თუ გადაწყვეტილებებზე“ რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „გვსურს, შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს, საჯარო, თუ …


იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი უფლებამოსილება მაქსიმალურად გამოიყენა ოპოზიციის კომენტარების შესაზღუდად. რეგლამენტის „დარღვევის“ მოტივით, კომიტეტის თავმჯდომარემ ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თამარ ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილი დარბაზიდან გააძევა. მედიასაშუალებებს, გარდა ტელევიზიებისა, პარლამენტში შესვლა კვლავ ეკრძალებათ. საკომიტეტო …


„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე ამერიკელი სენატორების წერილს პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა


„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების თაობაზე 26 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ უმკაცრეს წერილში, აშშ-ის სენატის ორპარტიული ჯგუფი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრის, სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღანელობით, „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო და აფრთხილებს …


ფოტოამბავი | ევროპული მარში რუსული კანონის წინააღმდეგ


28 აპრილს თბილისში ათიათასობით ადამიანმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. 19:00 საათიდან ისინი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და დაახლოებით ორი საათის შემდეგ რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ, რომელიც საბოლოოდ ისევ გაიდაკეტა და რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ხალხით გაივსო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია წინ უსწრებს მმართველი უმრავლესობის მიერ სადავო კანონის მეორე მოსმენით განხილვას …


ზურაბიშვილი: არჩევნები„ისტორიული მომენტია“, ევროკავშირი მანამდე გადამწყვეტ ნაბიჯებს არ გადადგამს


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საერთაშორისო მაუწყებელს RFI-ს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა. მისი თქმით, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო პაკეტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ქვიარ თემის წინააღმდეგაა მიმართული და ოფშორიდან ფინანსური ტრანსფერების შემსუბუქებას ითვალისწინებს, „თუ ვინმეს ინტერესებშია, ეს მოსკოვია, რადგან ის საქართველოს ევროკავშირს აშორებს, რაც რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია“. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ისტორიული …


გადამწყვეტი კენჭისყრის წინ ეკლესია მმართვალი პარტიის პოლიტიკას იწონებს


27 აპრილს, გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საპატრიარქომ მხარდაჭერა გამოუცხადა მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინიციატივებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და ლგბტქ+ თემის საქმიანობების შეზღუდვისკენაა მიმართული. განცხადება წინ უსწრებს პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები „მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია“ და რომ „ჩვენ, მიზეზთა ერთობლიობის გამო, …


სენატორები „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით კობახიძეს აშშ-ის პოლიტიკის შეცვლის თაობაზე აფრთხილებენ


„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების თაობაზე 26 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ უმკაცრეს წერილში, აშშ-ის სენატის ორპარტიული ჯგუფი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრის, სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღანელობით, „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო და აფრთხილებს …


ხელისუფლებამ უარყო TI საქართველოს მტკიცება, რომ მთავრობა GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა 26 აპრილს, რომ საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროვებაზე, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ და პრემიერ-მინისტრმა უარყვეს. ორგანიზაცია ანტიკორუფციულ ბიუროს ანგარიში გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. GRECO-ს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშმა შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავი ორგანოების  კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების …


აჭარის ტელევიზიის ყოფილმა ჟურნალისტმა ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო


26 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილმა და ამჟამად  ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან დირექტორის ბრძანების საფუძველზე 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. კოხრეიძე მას შრომის …


ოპოზიცია საჯარო მოხელეებს მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ


26 აპრილს, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“ – ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ მმართველი პარტიის მხრიდან შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, მონაწილეობა არ მიიღონ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციაში. ოპოზიციური პარტიები აქვე აცხადებენ, რომ უერთდებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ …


თელავის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ აგენტების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება


თელავის საკრებულოს იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან ბერძენაშვილი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის  წინააღმდეგ გამოვიდა. 26 აპრილს სოციალურ მედია პლატფორმებზე გავრცელებულ ვიდეოში იგი ამბობს, რომ „მე ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას” და აღნიშნავს, რომ „ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო ჩემი შეგნებისთვის”. ბერძენაშვილმა კანონპროექტის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგობასა და ევროპარლამენტის …


საქსტატი: 2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია 95.6%-ით გაიზარდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ 26 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 694,6 ათასი ადამიანია, რაც წინა წელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207). 2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია წინა წელთან შედარებით 95.6%-ით გაიზარდა. ქვეყანა 245 064-მა …


თბილისის საქალაქო სასამართლომ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები დააჯარიმა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ აქტივისტ ძმებს, სანდრო და გიგა ჯოხაძეებს, აქციის მონაწილე ოთარ მურველაშვილს და ოპოზიციური პარტიის წევრებს, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, 2200-2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლების დარღვევისთვის ცნეს დამნაშავეებად. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „სამოქალაქო …


თსუ-ს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტზე დისკუსიის გამართვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ


ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „პოლიტიკური განათლების სკოლამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა „რუსული კანონის” შესახებ პანელური დისკუსიის გამართვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა, ვინაიდან დისკუსიის ორგანიზატორებს სათანადო სივრცის გამოყოფაზე უარი ეთქვათ. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, მიუხედავად უნივერსიტეტის ხელისშემშლელი ძალისხმევისა, ღონისძიება 24 აპრილს მაინც გაიმართა, თუმცა უფრო მცირე აუდიტორიაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის ისტორია სწორედ ამ უნივერსიტეტში დაიწყო მისი სტუდენტების მონაწილეობით, …


ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს „უცხოური აგენტების“ კანონი


24 აპრილს ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტმა ოლივერ როპკემ და ამავე კომიტეტის საგარეო ურთიერთობების სექციის პრეზიდენტმა დიმიტრის დიმიტრიადისმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონრპროექტის ხელახლა ინიცირების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს ის. მათ აღნიშნეს, რომ კანონპროექტი „პოტენციურად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული“. განცხადებაში აღნიშნულია, …


აშშ-ის ჰელსინკის კომისია „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ განცხადებას აქვეყნებს


აშშ-ს ჰელსინკის კომისიის  თავმჯდომარემ ჯო უილსონმა და კომისიის წევრმა სტივ კოენმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, უარი თქვას ამ „დესტრუქციულ“ გზაზე. განცხადებაში ნათქვამია: „შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან. შეერთებული შტატები …


ევროპარლამენტის რეზოლუციას პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა


ევროპარლამენტმა 25 აპრილს რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ. რეზოლუციას მხარი 425 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 30-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია 22 აპრილს ევროპარლამენტარების მიერ წარდგენილი რეზოლუციის ხუთი პროექტის შეჯამებული ვერსიაა და მოიცავს ხუთ შესწორებას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა …


100-ზე მეტი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებს


100-ზე მეტმა ადგილობრივმა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციამ 25 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისინი აცხადებენ, რომ აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს არ გაიხმობს და პირობას დებენ, რომ არასოდეს დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ“ რეესტრში. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის ხელახლა განხილვით, „ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს“. აღნიშნავს რა, რომ საზოგადოების …


CPAC: პრემიერ-მინისტრი კობახიძე „ე.წ. ლიბერალებისგან“ ქრისტიანობას და იდენტობას იცავს


25 აპრილს ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ე.წ. ლიბერალები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ქრისტიანობას,  ეროვნულ იდენტობას და სახელმწიფო სუვერენიტეტს.   კონფერენციას უკვე მესამედ მასპინძლობს უნგრეთი და მისი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემდე, იმავე კონფერენციაზე სიტყვით გასული წლის მაისში მისი წინამორბედი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. „ბოლო …


ევროპის მასშტაბით წიგნების ქურდობისთვის საქართველოში ოთხი პირი დააკავეს


საქართველოს პროკურატურამ 25 აპრილს განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების, მათ შორის პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნის ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოში ოთხი პირია დაკავებული. გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით. ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში,  შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, …


ევროპარლამენტის რეზოლუცია: სანამ „უცხოელი აგენტების“ კანონი იარსებებს, გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება


ევროპარლამენტმა 25 აპრილს რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ. რეზოლუციას მხარი 425 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 30-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია 22 აპრილს ევროპარლამენტარების მიერ წარდგენილი რეზოლუციის ხუთი პროექტის შეჯამებული ვერსიაა და მოიცავს ხუთ შესწორებას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა …


სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში: პრაიდზე ძალადობრივი თავდასხმის აღკვეთა ვერ მოხერხდა


თანასწორობის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის დროს ძალადობრივი ჯგუფების შეჩერება ვერ მოხერხდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ვინაიდან ულტრა-მემარჯვენე მხარდამჭერთა რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა და ფესტივალის ადგილი გაშლილი ტერიტორია იყო, „ვერ მოხერხდა მათი შეჩერება“. „სახალხო დამცველის შეფასებით, 8 ივლისს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლგბტ+ თემის დაცვა, …


ევროკავშირის დირექტივა vs ქართული ე.წ. ‘აგენტების’ კანონი


2023 წლის 12 დეკემბერს ევროკავშირმა „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი მიიღო. პაკეტის ნაწილია დირექტივის პროექტი, რომლის მიზანიცაა წევრ სახელმწიფოებში მესამე ქვეყნების მიერ ანტიდემოკრატიული ჩარევისა და გავლენების შემცირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. დირექტივის პროექტი ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების აღრიცხვის მექანიზმის შექმნას. აღნიშნული ინიციატივა აიტაცეს საქართველოში, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები მის ხელახლა ინიცირებული ე.წ. …


შშმ პირები საქართველოს მიერ გაეროს შშმ პირთა კომიტეტის წევრობის კანდიდატის „ჩრდილოვან გარემოში“ წარდგენას გმობენ


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს მიერ გაეროს შშმ პირთა კომიტეტის წევრობის კანდიდატის ფარულად, „ჩრდილოვან გარემოში“ წარდგენა დაგმეს. ისინი ქვეყანას გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებენ, რადგანაც კანდიდატის თაობაზე გადაწყვეტილება შშმ აქტივისტებისა და წარმომადგენელი ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე იქნა მიღებული.   განცხადება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას „დაგმოს გამჭირვალობისა და …


მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი სტიგმატიზირების საფრთხეს ქმნის


დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა 24 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ის ასევე გავრცელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე და რომ კანონპროექტი ინდივიდუალური პირებისა და ორგანიზაციების სტიგმატიზების საფრთხეს შეიცავს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ ქრისტიანული ღირებულებების დარღვევაცაა. განცხადებაში ნათქვამია, …


ევროპარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე დებატებს ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან


22-25 აპრილს სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის სხდომაზე, დეპუტატებმა საქართველოზე იმსჯელეს, რა დროსაც ყურადღება გაამახვილეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით მის შეზღუდვებზე. ევროპარლამენტარებმა მკაცრად გააკრიტიკეს „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა მიზანმიმართული სანქციების შემოღება მოითხოვა იმ პირების მიმართ, რომელთაც კანონპროექტის ინიცირებას შეუწყვეს ხელი.  23/04/2024 – საქართველოზე მსჯელობისას ევროპარლამენტარებმა მიზნობრივი სანქციების დაწესება …


ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობიდან გათავისუფლდა


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების ოფიციალურად ხელმოწერის შემდეგ, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი 24 აპრილს ციხიდან გათავისუფლდა. ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს შეეფარდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ იგი დამნაშავედ ცნო პოლიციელის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში. იმავე დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი შეწყალების პირობა დადო. საქმის დიდი მოცულობის მოტივით, მოსამართლე ზვიად …


საქართველომ უკრაინელებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ვადა სამ წლამდე გაუზარდა


საქართველოს მთავრობამ 23 აპრილს დადგენილება გამოაქვეყნა, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ვადა ორიდან სამ წლამდე გაეზარდათ. დადგენილება იმ პირებსაც შეეხებათ, რომლებიც საქართველოში მანამდე შემოვიდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში „სამოქალაქო საქართველოს“ განუმარტეს, რომ ვადის გახანგრძლივების მიზანია, რომ უკრაინის მოქალაქეებმა, რომელთაც სამშობლო ომის შემდეგ დატოვეს და რომელთა საქართველოში ცხოვრების ორწლიანი ნებართვა იწურება, ქვეყანაში კანონიერად შეძლონ დარჩენა. დღეის მდგომარეობით, …


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპონენტებს უტევს


23 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს და მისი ოპონენტები, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტარები გააკრიტიკა. მან ისინი გამჭვირვალობაზე უარსა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ კანონი საქართველოს ევროპასთან აახლოებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ადამიანის …


აშშ: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი არ უნდა გახდეს ძალადობრივი


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის თაობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება კიდევ ერთხელ გაიმეორა და აღნიშნა, რომ ის „ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან“. მან მხარდაჭერა გამოხატა მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებთან მიმართებით და დაგმო ნებისმიერი ქმედება, რაც ამ პროტესტს ძალადობრივად აქცევს. ჟურნალისტის მიერ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პრესსპიკერის მოადგილემ განაცხადა: „ჩვენ …


საქართველოზე მსჯელობისას ევროპარლამენტარებმა მიზნობრივი სანქციების დაწესება მოითხოვეს


22-25 აპრილს სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის სხდომაზე, დეპუტატებმა საქართველოზე იმსჯელეს, რა დროსაც ყურადღება გაამახვილეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით მის შეზღუდვებზე. ევროპარლამენტარებმა მკაცრად გააკრიტიკეს „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა მიზანმიმართული სანქციების შემოღება მოითხოვა იმ პირების მიმართ, რომელთაც კანონპროექტის ინიცირებას შეუწყვეს ხელი.   ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა …


სოციალური სამართლიანობის ცენტრი: მშვიდობიანი დემონსტრანტისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია


სოციალური სამართლიანობის ცენტრი 17-18 აპრილის ღამეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიანი მონაწილისთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და რეპრესიული ფორმით აქციის მონაწილეების დაშინებასა და პროტესტის ჩახშობას ისახავდა მიზნად. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ანდრო ჭელიძე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის შაბლონური საფუძვლით დააკავა. დაკავების …


შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე


23 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში არის გაუმჭვირვალე. „უცხოელი აგენტების“ შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის წინააღმეგ საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ „არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია“. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი“. „ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში არის გაუმჭვირვალე“ …


სასამართლოს გუშაგი: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა დანამატებისთვის 1.3 მლნ ლარი გამოყო


„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ 22 აპრილს განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის დანამატების განსაზღვრის შესახებ, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის აპრილში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ყველა მოსამართლე, მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, დანამატის სახით მიიღებს თანამდებობრივი სარგოს 100%-ს. საერთო ჯამში დანამატებისთვის 1.3 მილიონი ლარი დაიხარჯება. „სასამართლოს გუშაგი“ აცხადებს, რომ მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება …


საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებათა შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია „ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები“, მათ შორის, „წამება ან არაადამიანური, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა; თვითნებური დაპატიმრებები; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, გამოძიებებთან და დევნასთან ერთად, რომელიც ფართოდ განიხილება პოლიტიკურად მოტივირებულად. 2023 წლის ანგარიში, წინა წლის ანგარიშისგან განსხვავებით, ყურადღებას ამახვილებს „ხელისუფლებაში სერიოზულ კორუფციაზე“.   …


Page 1 of 403

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version