ახალი ამბები

პრეზიდენტი ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ გრძელვადიანი ბრძოლა არჩევნებზე მთავრდება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1 მაისს საღამოს აქციის მონაწილეებს მიმართა მას შემდეგ, რაც ჩიტაძის ქუჩაზე პარტლამენტის ჭიშკართან სიტუაცია დაიძაბა, ვინაიდან რამდენიმე ახალგაზრდა პარლამენტის ეზოში შესვლას შეეცადა. პრეზიდენტის თქმით, იგი აქციის მონაწილეთა გვერდით დგას. „არაჩვეულებრივია ეს გამოსვლები, მთელი მსოფლიო გვიყურებს, დღევანდელი ეს გამოსვლა აჩვენებს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებასა და მიზანმიმართულებას. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც არჩევნებზე მთავრდება, რომ საქართველო არასოდეს იქნება რუსეთი!“, განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა „გულანთებულ ახალგაზრდებს“ მიმართა და აღნიშნა, რომ „რაღაცები არ არის საჭირო: დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება, იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა უკვე ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ ბოლო დროსაა მიღებული და რომლებიც გვაშორებენ ჩვენს ევროპულ გზას. ეს არის ჩვენი მიზანი“.

აღნიშნა რა, რომ დღეს ვნების კვირაა, მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ „რუსთაველის გამზირზე ვიყოთ მშვიდობიანად და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს – რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას!“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button