skip to content
ახალი ამბები

რობინ ვაგენერი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირში ინტეგრაცია არ მოხდება

გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა 2 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ „ევროკავშირში ინტეგრაცია არ მოხდება, თუ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების პროცესს და დაგეგმილ დისკრიმინაციას ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ავტორიტარულ და ანტიევროპულ შემობრუნებას საქართველოში“ შესაძლოა ევროკავშირი-საქართველოს და გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის გადახედვა მოყვეს. რობინ ვაგენერი ხაზს უსვამს გერმანიის სურვილს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე ევროპული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობას, და აცხადებს, რომ „ევროკავშირში ინტეგრაცია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და პლურალიზმი გააძლიერებს საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს“. მისი თქმით, „მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია“.

დაგმო რა ნებისმიერი ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ, ვაგენერმა ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კანონების მიღებამ, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო თავისუფლებებისა და ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ, შესაძლოა შეაფერხოს საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირში. „ასეთი კურსით, ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება – არც 2030 წელს და არც შემდეგ“, – აღნიშნა მან. ვაგენერი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე მის მოქალაქეებს, ყურადღებით მოეკიდონ საკუთარი ქმედებების შედეგებს საქართველოს მომავალზე ევროკავშირში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button