skip to content
ახალი ამბები

„აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დაიწყო

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის რთული ღამის შემდეგ, რომლის დროსაც პოლიციამ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები, საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს კენჭს დღეს, 1 მაისს უყრის. მოქალაქეები კანონპროექტს დედაქალაქში კვლავ გააპროტესტებენ, ამჯერად ბევრი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაც აპირებს ჩამოსვლას.

სხდომა მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის წინა ღამის მოვლენებთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პარლამენტში ინვალიდის ეტლით მივიდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პოლიციამ გუშინდელ აქციაზე სასტიკად სცემა. მისი თქმით, პოლიცია მასზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ეთქვა, რომ “ჩმორია”, ემუქრებოდა ცემით, თუ ამას არ გააკეთებდა და უარის თქმის შემდეგ, იგი რამდენიმე პოლიციელმა სცემა. მან ასევე განაცხადა, რომ „მე შეიძლება ამ თვალიდან ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს ხუთი თვის მერე” . მან მმართველ უმრავლესობას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

სხდომის დაწყებისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს გუშინდელ დარბევასთან დაკავშირებით და კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვეს. ყველა ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მათ მიკროფონები გამოურთო. ამ დროისთვის სხდომიდან ორი ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი („კანონი და სამართალი“) და სალომე სამადაშვილი („ლელო საქართველოსთვის“) გააძევეს.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button