skip to content
ახალი ამბები

საქართველომ უკრაინელებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ვადა სამ წლამდე გაუზარდა

საქართველოს მთავრობამ 23 აპრილს დადგენილება გამოაქვეყნა, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ვადა ორიდან სამ წლამდე გაეზარდათ. დადგენილება იმ პირებსაც შეეხებათ, რომლებიც საქართველოში მანამდე შემოვიდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში „სამოქალაქო საქართველოს“ განუმარტეს, რომ ვადის გახანგრძლივების მიზანია, რომ უკრაინის მოქალაქეებმა, რომელთაც სამშობლო ომის შემდეგ დატოვეს და რომელთა საქართველოში ცხოვრების ორწლიანი ნებართვა იწურება, ქვეყანაში კანონიერად შეძლონ დარჩენა.

დღეის მდგომარეობით, 94 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში ერთი წლის ვადით უვიზოდ დარჩენა.

მსგავსი/Related

Back to top button