ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ს სტუმრობს

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს და ფონდის თავმჯდომარეს, კენეტ ვოლაკს შეხვდა.

დელეგაციის ვიზიტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მწვავე დაპირისპირების ფონზე იმართება. შიდა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე.

 საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი „ევროპელი სოციალისტებიდან“ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button