ახალი ამბები

EBRD ‘უცხოელი აგენტების’ შესახებ კანონის წინააღმდეგ აფრთხილებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ინვესტიციებს საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკაში, იტყობინება „როიტერი“ 7 მაისს.

„მისი დაბრუნება დაგვიკვირდა და შეშფოთებულები ვართ ამ პროცესის დინამიკით“, – განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

„დაძაბულობამ [უცხოელი აგენტების კანონპროექტის] ირგვლივ შესაძლოა გავლენა მოახდინოს, ეკონომიკური გავლენა, კერძო სექტორზე და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე, ამიტომ ჩვენ კონტაქტი გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან“, – დასძინა რენო-ბასომ.

ამავე ინფორმაციით, მსგავსი შეშფოთება გამოთქვა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა, რომლის თქმითაც, მართალია კანონპროექტს ჯერ არ მოუხდენია გავლენა საინვესტიციო კლიმატზე საქართველოში, ის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button