
აშშ-ის ჰელსინკის კომისია „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ განცხადებას აქვეყნებს
აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა და კომისიის წევრმა სტივ კოენმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, უარი თქვას ამ „დესტრუქციულ“ გზაზე.
განცხადებაში ნათქვამია: „შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან. შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული მეგობარია, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სფეროში კონკრეტულ დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთმა კი პირიქით, მხოლოდ ტანჯვა, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოუტანა მას“.
ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ კანონპროექტის შედარება აშშ-ს FARA-სთან ან საგარეო გავლენის კონტროლის სხვა დასავლურ მექანიზმებთან არის „მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც კრემლის მოძველებულ ნარატივებს იმეორებს“ და დასძენენ, რომ აშშ ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერად რჩება და „ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადაუხვიოს ამ დესტრუქციული გზიდან“.
Today, Chairman @RepJoeWilson and Ranking Member @RepCohen released a statement calling on Georgian leadership to abandon the Russian-style "foreign agent" bill. Georgia must divert from this destructive path and return to its previous liberal democratic trajectory. pic.twitter.com/k58Q0OG9zW
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) April 25, 2024
ასევე წაიკითხეთ:
- 24/04/2024 – აშშ: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი არ უნდა გახდეს ძალადობრივი
- 18/04/2024 – მეთიუ მილერი: აშშ მოუწოდებს საქართველოს არ მიიღოს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება
- 17/04/2024 – სახდეპი ‘უცხოელი აგენტების’ შესახებ კანონპროექტზე შეშფოთებას გამოხატავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)