ახალი ამბები

შშმ პირები საქართველოს მიერ გაეროს შშმ პირთა კომიტეტის წევრობის კანდიდატის „ჩრდილოვან გარემოში“ წარდგენას გმობენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს მიერ გაეროს შშმ პირთა კომიტეტის წევრობის კანდიდატის ფარულად, „ჩრდილოვან გარემოში“ წარდგენა დაგმეს. ისინი ქვეყანას გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებენ, რადგანაც კანდიდატის თაობაზე გადაწყვეტილება შშმ აქტივისტებისა და წარმომადგენელი ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე იქნა მიღებული.  

განცხადება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას „დაგმოს გამჭირვალობისა და სამოქალაქო მონაწილეობის არარსბობა“ კანდიდატის წარდგენის პროცესში და მოუწოდებს „მთავრობათაშორის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ინდივიდუალურ ქვეყნებს შეისწავლოს სიტუაცია, გამოაქვეყნოს და გაავრცელოს მისი შედეგები“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა და უცხოური დაფინანსება გამოიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის მექანიზმების ჩამოყალიბებისთვის. თუმცა, ეს „პირდაპირი დარღვევა“ მაინც მოხდა ხელისუფლების მონაწილეობის მექანიზმების „ფასადური“ ხასიათის გამო.

ამ კონტექსტში განცხადებაში ასევე საუბარია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებაზე. „ხელისუფლება ამ კანონპროექტის შემოღებას სამოქალაქო საზოგადოების გამჭვირვალობის აუცილებლობით ამართლებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ხელისუფლება არ იცავს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ინკლუზიური მონაწილეობის პრინციპებს, მას არ გააჩნდა პოლიტიკური ნება, რომ ქვეყნის მასშტაბით ასეთი მნიშვნელობის მქონე საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩართოს“.

განცხადებას ხელს აწერენ შშმ ორგანიზაციები და შშმ პირთა უფებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები, ასევე შშმ ბავშვთა მშობლები და შშმ პირები:

ორგანიზაციები:

„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის”

„ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი”

„სენტირე“

ფონდი „აურეს“

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თანაბარი ჩართულობის ცენტრი/EPC

“ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” (FAD)

მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის

მოძრაობა ინკლუზიური საზოგადოება- საქართველო

ინდივიდუალური პირები

ესმა გუმბერიძე

ანა სიხაშვილი

მარინე კორკოტაძე

შორენა შავლაყაძე

დავით ყვირილიანი

ეკატერინე თორთლაძე

თათია დათაშვილი

კობა ნადირაძე

გოდერძი გოგოლაძე  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button