ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი უფლებამოსილება მაქსიმალურად გამოიყენა ოპოზიციის კომენტარების შესაზღუდად. რეგლამენტის „დარღვევის“ მოტივით, კომიტეტის თავმჯდომარემ ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თამარ ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილი დარბაზიდან გააძევა.

მედიასაშუალებებს, გარდა ტელევიზიებისა, პარლამენტში შესვლა კვლავ ეკრძალებათ. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კანონპროექტი, სავარაუდოდ, ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილება.

მოსმენა რამდენიმე საათით წინ უსწრებს „ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტის მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციას, რომელიც 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ არის დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მხარდამჭერების, ძირითადად საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულების მობილიზებას აქციაზე დასასწრებად.

„რუსულ ხელისუფლებას არ უნდა, რომ სიმართლე გაიგოს იმ ხალხმაც კი, ვინც ჩამოჰყავთ მიტინგზე. სიმართლე არის ის, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს არა მხოლოდ იმით, რომ ევროკავშირთან არანაირი მოლაპარაკება არ დაიწყება. არამედ უვიზო რეჟიმს გაგვიუქმებენ თუ მოხდება ამ კანონის მიღება“, – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „ლელოდან“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button