საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ის მოწვევა „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა „დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“, რაც „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.
სამინისტრო ამ განცხადებით აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს გამოეხმაურა, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ლიდერბმა უარი თქვეს აშშ-ის ლიდერებთან შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად. ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-მა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიწვია.
„დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/05/2024 – დანიგანი: „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს დონეზე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განხილვაზე უარი თქვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)