სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პოლიციის სისასტიკეზე გამოძიება მიმდინარეობს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 7 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამსახური „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ აპრილი-მაისის საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ ბრალდებებზე მტკიცებულებებს აგროვებს.
- 06/05/2024 – სიახლეების ბლოგი: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ
სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 67 პირი (მათ შორის 9 ჟურნალისტი), 30 მოქალაქეს კი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. უწყების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების ვინაობის შესახებ.
1 მაისს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეზე, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის გამოძიება დაიწყო. ხაბეიშვილი 30 აპრილის აქციის დროს სასტიკად სცემეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/05/2024 – პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 01/05/2024 – არასამთავრობოები: აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული ფიზიკური ძალა წამებას გაუტოლდა
- 01/05/2024 – მედიაომბუდსმენი ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)