2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან და რუსეთიდან დაფიქსირდა
„საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 14.5%-იანი წილით.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. მათი უმეტესობა (64.1%) მამაკაცია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (44.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/01/2024 – 2023 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან დაფიქსირდა
- 14/11/2023 – მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან დაფიქსირდა
- 23/10/2023 – იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)