დარჩიაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29-30 აპრილს ბრიუსელს სტუმრობს, სადაც ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვას და ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ფერნანდო ანდრესენ გიმარეშს. ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში.
შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან
29 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა „ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად“. ასევე მიმოიხილა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესი.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე. მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის არგუმენტების შესახებ, ხოლო ვიცე- პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა ის გამოწვევები, რამაც აქტუალური გახადა თავად ევროკავშირში მსგავს მექანიზმებზე საუბრის დაწყება, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-რელიზში.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ვერა იუროვასთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელიც ჩვენი მთავრობის ძალისხმევით იქნა მიღწეული, მათ შორის რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების გზით. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას“, – დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე.
Had a very good meeting with @VeraJourova, where we discussed Georgia's progress on the EU accession path, achieved through our government's efforts, including the implementation of a number of essential reforms. We agreed to continue close cooperation. pic.twitter.com/T8q4cWrCKU
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 29, 2024
შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან
ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ფერნანდო გიმარეშთან.
შეხვედრაზე აღინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროკომისიის სხვადასხვა სტრუქტურების ჩართულობა რეფორმების გატარების მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას და ქვეყნის მიერ შესრულებულ სამუშაოს.
საქართვველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მზადყოფნა ამ გზაზე შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის“.
დარჩიაშვილის გამოსვლა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეკრებაზე
30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავს მიეძღვნა.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში“.
ილია დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთან გამკლავება ყოველდღიურ რეჟიმში უწევს ქვეყანას, მათ შორის ტერიტორიების ოკუპაცია და ასევე ის საფრთხეები, რომელიც რეგიონში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული. მინისტრმა აღნიშნა, რომ „ამ რთულ ვითარებაში, ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს“.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული მხარე განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში რეფორმების განხორციელების საკითხში“.
შეხვედრა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან
30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს აჯა ლაბიბს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთი ომზე უკრაინაში და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო დაკავშირებადობის, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების საკითხებს.
It was a pleasure to once again meet with my Belgian colleague @hadjalahbib. Grateful to her for a warm welcome at the EU General Affairs Council to celebrate the 20th anniversary of ?? 2004 enlargement.
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 30, 2024
The fact that the EU candidate countries join the event along with the 27… pic.twitter.com/bgQ8avkmjX
შეხვედრა ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან
30 აპრილს, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საქმეთა მინისტრთან, სავიე ბეტელთან.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგზე. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნებია და მადლობა გადაუხადა ლუქსემბურგის მხარეს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ამ გზაზე შემდგომი წარმატებისთვის.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
Glad to meet @Xavier_Bettel, Deputy PM, FM of Luxembourg. We welcomed the positive dynamics of ??-?? cooperation and noted that in 2024, our countries are celebrating the 30th anniversary of diplomatic relations. We touched upon Georgia's EU accession and focused on the steps the… pic.twitter.com/WoHur1gKlZ
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 30, 2024
შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან
ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ლატვიელ კოლეგასთან ბაიბა ბრაჟესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგზე. მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების გარემო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე.
On sidelines of the EU General Affairs Council meeting, I had a very good exchange of views with my Latvian counterpart @Braze_Baiba regarding strengthening diplomatic ties and exploring avenues for cooperation between our countries. pic.twitter.com/Ny2qfHDZU4
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 30, 2024
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)