skip to content
ახალი ამბებიფოტოგალერეა

ფოტო ამბავი | რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები აღდგომას ერთად აღნიშნავენ

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ რამდენიმეკვირიანი დაუღალავი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილეები აღდგომის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშვეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ და ტრადიციისამებრ წითელი კვერცხები და სააღდგომო პასკები მიიტანეს.

აღდგომის დღესასწაულის დროს ბევრი ქართველი სოფელში, საკუთარ ოჯახებში მიემგზავრება. მაგრამ წელს თბილისში დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მათი ერთიანობის დემონსტრირების მიზნით, დღესასწაულის რუსთაველის გამზირზე, ერთად აღნიშვნა გადაწყვიტეს.

საქართველოს თითქმის ყველა მღელვარე მოვლენისა და გადამწყვეტი მომენტის მოწმე ქაშვეთის ეკლესია ახლა ევროპის მაძიებელი ერის ყველაზე მშვიდობიანი შეკრების ეპიცენტრში აღმოჩნდა. აქციის მონაწილეებმა, რომელთა უმეტესობას ახალგაზრდაა, აღდგომის ღამე გაათენეს. მათ სანთლები დაანთეს და იგალობეს, რითიც რუსთაველის გამზირზე ძალიან ამაღელვებელი გარემო შექმნეს. აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პოლიციელებს სააღდგომო კვერცხები და პასკები შესთავაზეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button