არქივი

ძებნის შედეგები

Found 290 Results
Page 2 of 3

ლიეტუვა რუსულ ტვირთებს აფერხებს


რა მოხდა? 18 ივნისიდან, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, ლიეტუვამ კალინინგრადში რუსეთის ფედერაციის დანარჩენი ტერიტორიიდან გარკვეული ტვირთების  ტრანზიტი აკრძალა. ავტორი: გიორგი ბილანიშვილი (Twitter: @bilanishviliG), მკვლევარი. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ევროკავშირი ზრდის წნეხს რუსეთზე და გარკვეული პრობლემების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს ერთიანობას.ლიეტუვა ევროკავშირისა და ნატოს წევრობას იყენებს და ამ გაბედული ნაბიჯით ზრდის რუსული აგრესიის …

29/03/2017 - 00:49


შარლ მიშელის მოსაწვევი მიმართვა ევროპის კავშირის წევრებს


ძვირფასო კოლეგებო, ევროპაში ომის დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ უპრეცედენტო ნაბიჯები გადავდგით ევროპის კავშირის გეოპოლიტიკური გავლენის წარმოსაჩენად. ახლა ჩვენ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად. სწორედ ეს იქნება 23-24 ივნის ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი. Now is the time to acknowledge that the future of Ukraine, Moldova & Georgia lies within the …


საფრანგეთმა “უმართავი” პარლამენტი მიიღო?


რა მოხდა? პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბლოკმა “ერთად!” საპარლამენტო არჩევნები მოიგო, ოღონდ ვერც უმრავლესობა დაიბევა და არც მმართველი კოალიციის შექმნის შესაძლებლობა აქვს. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? თუკი პრეზიდენტს უმრავლესობა არ ექნება, კანონების მიღება გაჭირდება, რამაც პოლიტიკური კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს. ანალიზი არჩევნების შედეგმა ფრანგული პოლიტიკური სპექტრის სამფად დაყოფა დაადასტურა. საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სულ 577 დეპუტატია. უმრავლესობაა 289. მაკრონის …


მოკავშირეები უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან


რა მოხდა ბრიუსელში 15-16 ივნისს მიმდინარე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პარალელურად, უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის (the Ukraine Defence Contact Group) მორიგი შეხვედრა გაიმართა. ავტორი: გიორგი ბილანიშვილი (Twitter: @bilanishviliG), მკვლევარი. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ომის ამ ეტაპზე, უკრაინა რუსეთის შესაკავებლად უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალას ხარჯავს, დიდია მსხვერპლიც. ამუნიციის საბჭოთა მარაგები თითქმის ამოწურულია, ამიტომ აგრესიის შესაკავებლად …


სამმხრივი შეჯიბრი საფრანგეთში


რა მოხდა გუშინ, 12 ივნისს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შედგა და შეჯამდა. შედეგები საპრეზიდენტო გუნდმა, რომელიც სახელით “ერთად!” ასპარეზობდა, ხმების 25,75% მოიპოვა, ჟან-ლუკ მელანშონის გარშემო შეკრებილმა პოპულისტ მემარცხენეთა ალიანსმა NUPES 25,66%, ხოლო მარინე ლე პენის რადიკალურმა მემარჯვენეებმა “ეროვნულმა ერთობამ” – 18,68%. მემარჯვენე ცენტრისტი რესპუბლიკელები 10,42%-ს დასჯერდნენ, ერთ-დროს ნაქები ერიკ ზემურის რადიკალური გუნდი კი 4,24%-ით …


ანკარა-მოსკოვი: გეოპოლიტიკური თამაშები


რა მოხდა? 8 ივნისს ანკარაში მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთის საგარეო მინისტრს, სერგეი ლავროვის უმასპინძლა. ეს მათ შორის წელს უკვე რიგით მესამე შეხვედრა გამოდგა. ავტორი: გიორგი ბილანიშვილი (Twitter: @bilanishviliG), მკვლევარი. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? თურქეთიც და რუსეთიც ამბიციური საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგით გამოირჩევიან. მეტოქეობის მიუხედავად, ანკარასა და მოსკოვს ორმხრივი მორიგება ურჩევნიათ, მითუმეტეს, თუკი ეს დასავლეთის გავლენას შეამცირებს. 8 …


რუსული ნავთობის ონკანი ევროპაში იკეტება – თითქმის


რა მოხდა? ევროკავშირის მეთაურებმა გუშინ გვიან ღამით შეათანხმებს სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვას 2/3-ით შეაჩერებს. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? უნგრეთის თავკაცის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, უნგრეთისთვის გამონაკლისი დაუშვეს. შეთანხმებას 26 დღე დასჭირდა. რა მოტივი ჰქონდა ორბანს? ვიქტორ ორბანი ამბობდა, რომ მისი ქვეყანა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, ნავთობს …


ბრიუსელი სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგებაში აქტიურობს


რა მოხდა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დელეგაციები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე დღეს პირველად შეიკრიბნენ. ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, მკვლევარი, ტვიტერზე: @bilanishviliG რატომაა ეს მნიშვნელოვანი 23 მაისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს უკვე მესამედ უმასპინძლა. პირველი შეხვედრა გასული წლის  14 დეკემბერს, ხოლო მერე სულ …


შარლ მიშელი: გაფართოების პროცესის განსამტკიცებლად


გუშინ, 18 მაისს, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური საკითხების კომიტეტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა, სადაც გაფართოების საკითხზე საინტერესო მოსაზრებები გააცნო მსმენელებს. გთავაზობთ ამონარიდს ამ გამოსვლიდან. აზრის უკეთ გადმოსაცემად, აქაიქ სარედაქციო დაზუსტებები მოვიშველიეთ, რომლებიც კვადრატულ ფრჩხილებშია ჩასმული. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ვიმუშაოთ გაფართოების პროცესის ეფექტურობისა და დინამიზმის გასაზრდელად. ვაღიაროთ: დღეს არსებული პროცესი თამაშია …


უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ხსოვნისა და შერიგების დღეს, 8 მაისს


შეიძლება კი გაზაფხული შავ-თეთრი იყოს? ნუთუ არსებობს უსასრულო თებერვალი? გასდის კი ყავლი ოქროს სიტყვებს? უკრაინამ, სავალალოდ, იცის პასუხი ამ კითხვებზე. სამწუხაროდ, პასუხია – დიახ. ყოველ წელს, 8 მაისს, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ყოველ იმ ადამიანს ვიხსენებთ, ვინც პლანეტას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმისაგან იცავდა. მილიონობით დაკარგული სიცოცხლე, დამახინჯებული ბედისწერა, ნაწამები სულები და მილიონობით მიზეზი გვეთქვა …


ავსტრია: ევროკავშირმა სამეზობლოში პოლიტიკა უნდა შეცვალოს


ევროკავშირმა ძირეულად უნდა გადახედოს თავის ფუძემდებლურ ხელშეკრულებას, თუკი სერიოზულად სურს უკრაინა წევრად მიიღოს და მას რუსეთის ქუსლქვეშ მოხვედრა აარიდოსო, უთხრა ავსტრიის საგარეო მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა, გაზეთ “ფაინეშნლ თაიმსს.” შალენბერგის თქმით, რუსეთის აგრესია “გეოსტრატეგიულ შესაძლებლობას” ქმნის ევროპისათვის, რომელიც უფრო საფუძვლიან მიდგომას მოითხოვს, ვიდრე რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ანდა უკრაინისათვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა. “ძალები უნდა მოვიკრიბოთ და …


შფოთი მოლდოვაში: უცნაური ესკალაცია


რა ხდება: მოლდოვის ოკუპირებულ ნაწილში, დნესტრისპირეთში, დაძაბულობამ მკვეთრად მოიმატა. ოფიციალური კიშინიოვიც და დნესპირპირეთის “მთავრობაც” ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ, ამის მიუხედავად, ინციდენტები გრძელდება. კერძოდ რა ხდება სახიფათო? გუშინ ღამით, 27 აპრილს დნესტრიპირეთის “შინაგან საქმეთა სამინისტროს” ცნობით სადაზვერვო დრონებმა გადაუფრინეს კოლბასნე/კობასნეს ახლოს არსებულ უზარმაზარ საბჭოეთისდროინდელ ტყვიაწამლის საწყობს, შემდეგ კი, უკვე დილით მათი თქმით უკრაინის მხრიდან გაისროლეს.26 აპრილს აფეთქდა …


საფრანგეთი: ჟამი შფოთვისა


რა მოხდა: ემანუელ მაკრონმა მეორე საპრეზიდენტო ვადა დაიბევა, მაგრამ ფრანგი ამომრჩევლის თითქმის მესამედი არჩევნებზე არ მივიდა, მესამედმა კი რადიკალ მემარჯვენეს დაუჭირა მხარი. რატომაა ეს მნიშვნელოვანი: საფრანგეთის პოლიტიკური სისტემა მოიშალა: ორი დიდი ცენტრისტული პარტიის ნანგრევებზე მაკრონმა მდგრადი პოლიტიკური ძალა ვერ შექმნა, სამაგიეროდ რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც ხშირად არად დაგიდევენ დემოკრატიულ ნორმებს და ანტი-ევროპული …


“მე, პრეზიდენტი”: მარინე ლე პენი


დღეს, საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარინე ლე პენი მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეერკინება. რას მოიმოქმედებს ფრანგი ულტრამემარჯვენეების მებაირახტრე გამარჯვების შემთხვევაში? მისი პროგრამისა და გამოსვლების შეჯამება ასეთ სურათს გვაძლევსო, წერს ფრანგული “ლე მონდი”: არჩევისთანავე “ეროვნული ერთობის” (RN) პარტიის ლიდერი პირობას იძლევა რომ “ეროვნული ერთობის მთავრობას” შექმნის, რომელშიც მემარჯვენე და მემარცხენე სუვერენისტებს (ანუ ევროკავშირისა და აშშ-ს …


ბუჩა: საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატების რეაქცია


მოგეხსენებათ, 10 აპრილს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება, 24 აპრილს კი – მეორე. საპრეზიდენტო კამპანიის ბევრი მონაწილე, მათ შორის, მარინე ლე პენი, ერიკ ზემური და ჟან-ლუკ მელანშონი ვლადიმირ პუტინის მიმართ ტრადიციულად შედარებით მოწყალედ იყვნენ განწყობილი, ხოლო უკრაინის გარშემო დაძაბულობაზე ბრალს სულ ცოტა ხნის წინათ ნატოს გაფართოებას აკისრებდნენ. ქვემოთ გთავაზობთ საკვანძო კანდიდატების რეაქციებს ბუჩას ტრაგედიაზე: …


უნგრეთი: ორბანი “ომის პარტიას” ერკინება?


რა ხდება: უნგრეთში 3 აპრილს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რუსეთ-უკრაინის ომი საარჩევნო კამპანიის საკვანძო თემად იქცა. რატომაა ეს მნიშვნელოვანი: პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2010 წლიდანაა ქვეყნის სათავეში და ევროპაში “ანტი-ლიბერალური” ბლოკის ლიდერად იქცა. ამ არჩევნებში მას ოპოზიციური კოალიცია სერიოზულად ეცილება. გამოკითხვების თანახმად, ორბანის პარტია “ფიდესი” 5%-ით უსწრებს ოპოზიციურ ბლოკს, რომელიც მის დასამარცხებლად გაერთიანდა. უკრაინის საკითხი საარჩევნო კამპანიაში …


ევროპა: ნეიტრალიტეტი ეჭვქვეშაა


რა ხდება: იმ ქვეყნებში, რომლებიც ცივი ომის დროს მიუმხრობლობისა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებდნენ, სერიოზულად განიხილავენ ამ მიდგომის შეცვლას. კერძოდ ვინ: ყველაზე სერიოზულად მიუმხრობლობის პოლიტიკის გადახედვა ფინეთსა და შვედეთში მიმდინარეობს. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიისტომ განაცხადა, რომ ნატოში ფინეთის წევრობაზე რეფერენდუმის გამართვას უკვე აზრი აღარა აქვს – სოციოლოგიური გამოკითხვებიდან აშკარაა, რომ ფინეთში დიდი გარდატეხა მოხდა. 31 მარტის …


მოსაზრება: უსაფრთხოების როგორი გარანტიები სჭირდება უკრაინას?


დოქტორი ულრიხ შპეკი გერმანელი ანალიტიკოსია, ამჟამად „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგის“ გეოპოლიტიკური თემების ანალიტიკოსად მუშაობს და საკუთარ გამოცემასაც აქვეყნებს. ეს მოსაზრება მან საკუთარ გამოცემასა და ტვიტერის ქსელში გამოაქვეყნა. რუსეთთან უკრაინის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მონახაზზე და განსაკუთრებით, მასში დასავლეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტის როლზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინის უსაფრთხოების პრობლემა ახალი როდია. შესაბამისად, ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება უკვე …


უკრაინა: ცოდნის საზღვრები


ომი კატასტროფაა – ანუ მოვლენა, რომლის შემდეგაც ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე და იმის განჭვრეტაც შეუძლებელია, თუ კერძოდ როგორი იქნება მომავალი “ომის შემდეგ”. ინფორმაციის სიჭარბის ეპოქაში, როცა ნებისმიერი ახალი მოვლენა წამსვე წარმოშობს ათასობით “ექსპერტს”, როგორ გრძნობენ თავს ის ადამიანები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს, მათ ურთიერთობებს ათწლეულების განმავლობაში იკვლევდნენ? ერთ-ერთი მათგანის საინტერესო სტატია თქვენთვის ვთარგმნეთ. ანნა …


უკრაინა: მოლაპარაკებების რაუნდი სტამბოლში დაიწყო


რა ხდება: დღეს, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლები შეიკრიბნენ. რა პირი უჩანს საქმეს: სამხედრო თვალსაზრისით, რამდენიმე ფრონტზე რუსეთი ჩიხშია, რაც ცეცხლის დროებით შეწყვეტის იმედს აჩენს. თუმცა უფრო ფართო თემებზე მხარეები, ჩანს, შორს არიან თანხმობისაგან. რა ეტაპზეა მოლაპარაკება: უკრაინული დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ “ფაინეშნლ თაიმსს” უთხრა, რომ სამუშაო პროცესში რუსეთი აღარ აყენებს “დენაციფიკაციის მოთხოვნას” …


რეგიონული თავდაცვის ალიანსები – გარანტია უკრაინისთვის?


რა მოხდა? 2022 წლის 14-15 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ერთობლივი საექსპედიციო ძალების (Joint Expeditionary Force (JEF) მთავრობათა მეთაურები შეიკრიბნენ და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობისა და დახმარების თვალსაზრისითაც. რა არის “ერთობლივი საექსპედიციო ძალები”? JEF ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების ქვეყნების თავდაცვითი ალიანსია, რომლის წამყვანი ქვეყანაც დიდი ბრიტანეთია. ის 2014 წელს ჩამოყალიბდა და ჩრდილოეთისა …


რაფაელ გლუკსმანი: ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, უკრაინა უნდა დავიცვათ


რაფაელ გლუკსმანი ევროპარლამენტის დეპუტატია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესისტული ალიანსიდან (S&D) 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული, ევროპელი ლიდერები განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ ისტორიამ კვლავაც შეიძინა ტრაგიზმი; რომ ომი დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში. წვდებიან კი ისინი ამ სიტყვების არსს?! ჩვენ – ვხვდებით კი? განა ვხვდებით, რომ ევროპის მომავალი დღეს მარიუპოლისა და ხარკოვის ნანგრევებში, კიევისა და ხერსონის ქუჩებში წყდება, ყოველ …


ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების განცხადება


ვერსალი, 11 მარტი, 2022 1. ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის მძიმე დარღვევაა, ის ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მას ენით აღუწერელი უბედურება მოაქვს უკრაინელი ხალხისათვის. რუსეთი და მისი თანამზრახველი ბელარუსი სრულად აგებენ პასუხს ამ …


შეხვედრა ვერსალში: ევროკავშირი უკრაინაზე მსჯელობს


რა ხდება? დღეს, ადგილობრივი დროით 16 საათზე, ვერსალის სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ორდღიან არაფორმალურ სამიტზე შეიკრიბებიან. მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში მიმდინარე ომია. უკრაინას ევროკავშირში მიიღებენ? არა, ეს ამ სამიტის გადასაწყვეტი თემა არაა. არაფორმალურ სამიტზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, როგორ უპასუხონ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას, რომ უკრაინა “დაჩქარებული წესით” გაწევრიანდეს ევროკავშირში. ევროკავშირის ლიდერები მიუთითებენ, რომ …


რუსეთი-უკრაინა: დაზავების შანსი?


რა მოხდა? გუშინ, 8 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლებლად მიიჩნია ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა მეზობელი ქვეყნებისაგან (მათ შორის, რუსეთისაგან) უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემთხვევაში, რაც განმტკიცებული იქნება აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ხელმოწერებით. ამ კონტექსტში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე შესაძლებლად მიიჩნია დონბასის სტატუსზე საუბარი „იმ მაცხოვრებლებთან, რომლებიც თავის თავს რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევენ“ და დაუშვა ყირიმზე შეთანხმების …


ევროკავშირში შესვლის პროცედურა


დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადი გააკეთა. ერთად შევხედოთ ევროკავშირში წევრობის პროცედურას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გაწევრება პოლიტიკური პროცესია, ანუ მისი კონკრეტული მიმდინარეობა და ნაბიჯები უფრო ტრადიციითაა განსაზღვრული, ვიდრე კანონით და საბოლოო სიტყვა მაინც წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის საბჭოს (ანუ ქვეყნების ხელმძღვანელების კრებას) ეკუთვნის. ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხევებში, ჩვეული პროცედურა შეიძლება შეიცვალოს. …


პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართვა თანამემამულეებისადმი


გუშინ საღამოს, 2 მარტს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელევიზიით მიმართა თანამემამულეებს. გთავაზობთ გამოსვლის სრულ თარგმანს: ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, 24 თებერვალს, უკრაინაზე პრეზიდენტ პუტინის სასტიკი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ძალები ბომბავენ კიევს და ალყაში აქცევენ ქვეყნის უდიდეს ქალაქებს. მოკლეს ასობით უკრაინელი სამოქალაქო პირი. დღესაც, მოკლეს ქალები და ბავშვები. მომდევნო დღეები, ჩანს, სულ უფრო მძიმე იქნება. ასობით ათასი ლტოლვილი …


ევროპა რუსული გაზის გარეშე – სცენარები


ყოველ ოთხ წელიწადში, გაზის გადაცემათა სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელს კატასტროფული სცენარების სიმულირებაში გავარჯიშება ევალება, გაზმომარაგების ევროპული სისტემის მდგრადობის შესამოწმებლად. ბოლო ასეთი სიმულაციური ვარჯიში გასულ წელს ჩატარდა. გაითვალისწინეს ოცამდე ავარიული სცენარი, რამაც დაადასტურა, რომ ევროპის გაზის ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოქნილია და შეუძლია გაზმომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რა შეიძლება მოხდეს თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, დასავლეთი რუსეთს მკაცრ სანქციებს …


კანცლერ ოლაფ შოლცის მიმართვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ


გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიმართვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე: „24 თებერვალი უკრაინისა და ევროპისთვის საშინელი დღეა. რუსეთი ამ თავდასხმით საერთაშორისო სამართალს არღვევს. პუტინს მისი მეზობელი ქვეყნისთვის ნგრევა და ტანჯვა მოაქვს. ის არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და საზღვრებს და ამით საფრთხეს უქმნის უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს უკრაინაში, რუსეთის მოძმე ერში და ამასთანავე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დანარჩენი …


ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადება უკრაინაზე რუსეთის შეტევასთან დაკავშირებით


ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის საზარელ შეტევას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებული იყო. ჩვენ თანავუგრძნობთ მოკლულებსა და დაშავებულებს, მთელ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვგმობთ ბელარუსის მიერ ამ შეტევის ხელშეწყობას. განახლებული შეტევა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს ქარტიის მძიმე დარღვევაა და სრულიად ეწინააღმდეგება ჰელსინკის საბოლოო აქტის თანახმად რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, პარიზის ქარტიას, ბუდაპეშტის მემორანდუმსა და …


ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე


ქართულ ენაზე გთავაზობთ ევროკავშირის დიპლომატიის შეფის, ჟუზებ ბორელის განცხადებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ: „ევროკავშირი მთელი სიმტკიცით გმობს რუსეთის ფედერაციის ძალების არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენ ასევე ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ბელარუსის მონაწილეობას და მოვუწოდებთ მას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. პრეზიდენტ პუტინისაგან მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები …


პრემიერ ბორის ჯონსონის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრის საკითხს დაუთმო. 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, უკრაინას — რომელმაც ბირთვული იარაღზე უარი თქვა — ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები სწორედ დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და რუსეთმა მისცეს. „სამოქალაქო საქართველო“ (Civil.ge) გთავაზობთ ბორის ჯონსონის სიტყვის ქართულ თარგმანს: ბატონო იშინგერ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემთვის …


პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა უკრაინელი ერისადმი


14 თებერვლის საღამოს, მოსკოვის სავარაუდო სამხედრო ინტერვენციის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ერისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა.ორიგინალ, უკრაინულ ენაზე გამოსვლა იხილეთ აქ, რუსულად — აქ, ინგლისურად ოფიციალური თარგმანი — აქ. „სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვის სრულ ქართულ თარგმანს: „დიდებული ქვეყნის დიდებულო ხალხო! მოგმართავთ ამ დაძაბულ მომენტში. ჩვენი სახელმწიფო სერიოზული საგარეო და საშინაო გამოწვევების წინაშეა, რომლებიც …


“სახალხო პრაიმერი”: ფრანგი სოციალისტების ექსპერიმენტი დეპოლარიზაციისათვის


ფრანგი სოციალისტები საარჩევნო კატასტროფის წინაშე დგანან. ყველა მემარცხენე პარტია კარგავს მხარდაჭერას. თუკი მათგან ისტორიულად ყველაზე ძალმოსილ, საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში 10.3 მილიონმა ფრანგმა მისცა ხმა, 2017 წლის არჩევნებისთვის პარტიამ 8 მილიონი ხმა დაკარგა. მემარცხენე ფლანგი დაქუცმაცდა და ფრანგულ საარჩევნო სისტემაში პატარა პარტიებს წარმატების შანსები თითქმის არა აქვთ. ვითარებიდან გამოსავლის ძიებაში, ფრანგმა სოციალისტებმა …


როდის დაამტკიცებს გერმანია “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს?


რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიცირებისთვის გერმანიის ფორმალური მოთხოვნა შეასრულა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ყველაზე ადრე ივნისშია მოსალოდნელი. რა მოხდა? 26 იანვარს, „გაზპრომის“ შვილობილმა, სააქციო საზოგადოება “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-მა,  გერმანიის ქალაქ  შვერინში კომპანია „Gas for Europe“ (G4E) დააფუძნა. სწორედ G4E-მ უნდა მართოს “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის 54 კილომეტრიანი მონაკვეთი გერმანიის ტერიტორიულ წყლებში და ქალაქ ლუბმინში განლაგებული …


თურქეთს ნატოსა და რუსეთს შორის ბალანსირება გაუჭირდება


ავტორი: მარკ პიერინი კარნეგის ბრიუსელის ცენტრის უფროსი მკვლევარია თურქეთის სამხედრო მრეწველობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა და ყველა სახის აღჭურვილობას აწარმოებს. ქვეყანა ცდილობს, საკუთარი მოთხოვნილებები რაც შეიძლება მალე თავად დააკმაყოფილოს და ეს იარაღი საერთაშორისო არენაზე გავლენის განსამტკიცებლადაც გამოიყენოს – გინდ მისი გამოყენებით, გინდაც ექსპორტზე გატანით. ამგვარი პოლიტიკის ლოგიკა გასაგებია, მაგრამ მისი განხორციელება სულ უფრო რთულდება. ანკარას …


ევროკავშირის საგარეო მინისტრთა საბჭოს დასკვნა


დღეს, ევროკავშირის საგარეო მინისტრების საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს ერთობლივი “დასკვნა ევროპული უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შესახებ.” გთავაზობთ ამ დოკუმენტის სრულ არაოფიციალურ თარგმანს: საბჭოს დასკვნა ევროპული უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შესახებ ევროპული უსაფრთხოება განუყოფელია. ევროპული უსაფრთხოების წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხე გავლენას ახდენს ევროკავშირსა და მის წევრებზე. აქედან გამომდინარე: საბჭო გმობს რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს და მუქარას უკრაინის …


ვინ არის რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის ახალი კონსერვატორი პრეზიდენტი?


სამშაბათს, 18 იანვარს, ევროპარლამენტმა პრეზიდენტად რობერტა მეცოლა (Roberta Metsola), მალტელი კონსერვატორი პოლიტიკოსი აირჩია. 458 ხმით ხმით არჩეული მეცოლა ამ თანამდებობაზე იტალიელ დავიდ სასოლის შეცვლის, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. მეცოლას ახალ პრეზიდენტად სასოლის გადარჩენის შემთხვევაშიც აირჩევდნენ. საქმე ისაა, რომ 2019 წელს, ევროპარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფები — სოციალისტები …


კატალინ ნოვაკი: მოკლედ უნგრეთის მომავალ პირველ ქალ პრეზიდენტზე


ამ რამდენიმე კვირის წინ უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა პრეზიდენტობის კანდიდატად ერთგული მოკავშირე, ოჯახის საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი კატალინ ნოვაკი დაასახელა. 44 წლის ნოვაკი, რომელსაც დასავლეთის თუ რუსეთის ულტრამემარჯვენე ძალებთან მჭიდრო კონტაქტები აქვს, უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. ვინ არის კატალინ ნოვაკი? სამხრეთ უნგრეთის ქალაქ სეგედში დაბადებულ ნოვაკს ეკონომისტისა და იურისტის განათლება აქვს მიღებული. სწავლობდა …


რას მოელის აშშ გერმანიის ახალი კოალიციისაგან?


გერმანიაში, რვაკვირიანი, ინტენსიური მუშაობის შემდეგ, კოალიციის სამი პარტიისგან შემდგარმა 22 სამუშაო ჯგუფმა შექმნა პროგრამა, რომელზეც გერმანიის მომდევნო ოთხი წლის პოლიტიკა სრულად იქნება დაფუძნებული. გარდა გერმანიის მოსახლეობისა, ამ პროგრამის გამოქვეყნებას მთელი მსოფლიო ელოდა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც. ამერიკა ყურადღებით აკვირდება ევროპის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, გერმანიის შიდა პოლიტიკას და   იმ იმედით შეჰყურებს ქვეყნის ახალ მთავრობას, რომ …


სახიფათო თამაშები უკრაინის გარშემო


რა ხდება: აშშ-ის უშიშროების სამსახურები მოკავშირეებს აფრთხილებენ, რუსეთს უკრაინაში შესაჭრელად 114 ათასი სამხედრო ჰყავს შეკრებილი და მოქმედების დაწყებას იანვრის ბოლოსთვის აპირებსო. ამასობაში კრემლი ამბობს, აშშ უკრაინის ხელით ვითარებას ხელოვნურად ძაბავს, ჩვენ კი ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტზე ვმუშაობთ, სადაც რუსეთისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოვითხოვთო. ზამბარის მოჭიმვა ამ ბოლო დროს, დასავლეთის მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ ხორცი …


სომხეთ-აზერბაიჯანი: დიპლომატია სხვა ხერხებით


16 ნოემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შეიარაღებულ ძალებს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი განახლდა, მათ შორის, არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური ესკალაცია, არა მთიან ყარაბაღში ან მიმდებარედ, არამედ სომხეთის სიუნიქის რეგიონში მოხდა. ცეცხლი რუსეთს შუამავლობით, დაწყებიდან ერთ დღეში კი შეწყდა, თუმცა მისი ეკონომიკური და სტრატეგიული მიზეზი — სავაჭრო კორიდორების …


ლუკაშენკო ანტე პორტას


მინსკის მიერ ათასობით ახლო აღმოსავლელის გადმოსხმამ ევროკავშირის საზღვრებთან ვითარება უკიდურესად დაძაბა. 10-11 ნოემბერს ბელარუსში რუსეთმა სტრატეგიული ბომბდამშენებით პატრულირება დაიწყო. 12 ნოემბერს ლიეტუვის საზღვართან რუსი და ბელარუსი მედესანტეები ჰაერიდან გადასხეს და დააბანაკეს. პოლონეთმა ნატოს საბჭოს აცნობა არსებული კრიზისის შესახებ და ევროკავშირის საგანგებო შეხვედრის მოწყობას ითხოვს. ლიეტუვამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასობაში, ორ ცეცლხშუა მოყოლილი ადამიანების მდგომარეობა …


მოლდოვა რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში


ევროპაში ენერგოკრიზისის ფონზე გაუჭირდათ მოლდოვაშიც, სადაც გაზს მხოლოდ რუსეთიდან იღებენ. რამდენიმე კვირიანი ენერგოკრიზისის შემდეგ მოლდოვამ და რუსეთმა გაზის მიწოდებაზე შეთანხმება მოახერხეს. მოლდოვამ ამ ეტაპზე შეძლო გაზის არსებულ საბაზრო ფასზე ორჯერ იაფად შესყიდვა და, როგორც ჩანს, ამ ზამთარს სიცივეში დარჩენა აღარ ემუქრება. პარალელურად, კიშინიოვი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს. რა მოხდა: 29 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში, მოლდოვის მთავრობა და რუსული …


პოლიტიკური გაურკვევლობა ავსტრიაში


ავსტრიის პოლიტიკას არეულობა არ აკლია. ჯერ იყო და, 2019 წელს, პოლიტიკაში რუსული ფულის გავლენის გამო ატეხილმა იბიცას სკანდალმა მთელი მთავრობა გადაიყოლა, რამდენიმე კვირის წინ კი ქვეყნის პოლიტიკური ყოფა კიდევ ერთხელ დადგა თავდაყირა. ამჯერად სამთავრობო კოალიციაში შემავალი სახალხო პარტიის (ÖVP) ლიდერებს მიადგათ კორუფციის ჩრდილი. აგერ უკვე რამდენიმე თვეა, ყოფილი თუ მოქმედი მინისტრების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. მოქალაქეთა …


რისი ბრალია ევროპის ენერგოკრიზისი


ევროპის საბითუმო ენერგობაზარზე გაზის ფასები გაათმაგდა, რამაც მრავალ ქვეყანაში მომხმარებლებისთვის ელექტროენერგია მნიშვნელოვნად გააძვირა. ევროპული დედაქალაქები ამ ზამთრისათვის ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ. საფრანგეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ სუბსიდიები დაუწესეს მრეწველობის განსაკუთრებით დაზარალებულ დარგებს, ზოგი მთავრობა კი მოქალაქეებსაც აპირებს შეეხიდოს და გაძვირებული დენის საფასურის ნაწილი გადაუხადოს. ამ კრიზისს მრავალი მიზეზი აქვს, მათგან ზოგი დროებითია, ზოგი კი უფრო გრძელვადიანი, სისტემური …


ევროკომისიამ პოლონეთს დრო მისცა


რა მოხდა? ევროკომისიის სხდომის „ოფიციალურ დასკვნაში“, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, პოლონეთის წინააღმდეგ კანონიერების დაცვის მექანიზმის ამოქმედება ნახსენები არაა. რაზეა საუბარი? პოლონეთის „კანონიერებისა და სამართლიანობის“ პარტიას სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრების გამო ევროკავშირთან კარგა ხანია უთანხმოება აქვს. ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც პარტიის გავლენის ქვეშ მყოფმა კონსტიტუციურმა სასამართლომ დაასკვნა, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (ECJ) გადაწყვეტილებებს პოლონეთის კონსტიტუციაზე უპირატესი ძალა არა …


გერგეი კარაჩონიმ უნგრული ოპოზიციის ლიდერობა დათმო


რა მოხდა? ვიქტორ ორბანის მმართველობის შესარყევად ოპოზიციის ფალავნის შესარჩევ კონკურსს გამოეთიშა ბუდაპეშტის მერი გერგეი კარაჩონი, რომელსაც წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. რა უძღოდა ამას წინ? ოპოზიციის შიდა კონკურსის პირველი ტურის შედეგად, ლიდერობა დემოკრატიული კოალიციის ლიდერმა, მემარცხენე კლარა დობრევმა მოიპოვა, მეორეზე კარაჩონი გავიდა, ხოლო მესამეზე – სამხრეთ უნგრეთის პატარა ქალაქ ჰედმეზოვაშარჰეის მერი, მემარჯვენე პეტერ მარკი-ზაი. სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ …


არჩევნები გერმანიაში – ცოცხლად


20:44 ანნალენა ბერბოკმა, მწვანეების თავქალმა და ქრისტიან ლინდნერმა თქვეს, სოციალ-დემოკრატებთანაც შეგვიძლია თანამშრომლობა და ქრისტიან-დემოკრატებთანაცო. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ მათი პარტიის მზარდი მხარდაჭერა მომავალი მთავრობის გარემოსდაცვით დღის წესრიგში უნდა აისახოს. ლინდნერმა დასძინა, რადგან ჩვენსა და მწვანეებზე ჰკიდია ახლა კანცლერის ვინაობა, ეგებ ჯერ ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს და ერთიანი პოზიცია შევათანხმოთო. 20:30 იმავე გადაცემაში, არმინ ლაშეტმა იხტიბარი არ …


ამნისტია ირლანდიისთვის


ჭრილობების მოშუშება თუ დაუსჯელობის ზეიმი ჩრდილოეთ ირლანდიაში 1968-1998 წლების კონფლიქტმა კათოლიკე ირლანდიელებსა და პროტესტანტ ბრიტანელებს შორის, რომელიც ისტორიამ „არეულობებად“ მონათლა, 3 500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რეგიონის ორად გაყოფილ საზოგადოებას უმძიმესი დაღი დაასვა. 1998 წლის ბელფასტის „დიდი პარასკევის“ შეთანხმებამ კონფლიქტი დაასრულა, მაგრამ მის მემკვიდრეობასთან გამკლავება რთული საქმეა. როგორც ნაციონალისტებმა, ისე ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებმა და მათმა …


ისუნთქე, ბრიტანია!


19 ივლისს ინგლისში შეზღუდვები იხსნება მაშინ, როცა “დელტა ვარიანტი” ძალებს იკრებს. გასული წლის მარტიდან მოყოლებული „ნისლიანი ალბიონი“ ამა თუ იმ ფორმითა და რეჟიმით ფაქტობრივად მუდმივად საყოველთაო შეზღუდვების (ე. წ. „ლოქდაუნი“) პირობებშია. წელიწადნახევრიანი „ჟამიანობა“, როგორც ადამიანური კუთხით, ისე ეკონომიკურად, უაღრესად საზიანო გამოდგა ბრიტანეთისთვის. ქვეყნის მთავრობამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ბოლო „ლოქდაუნი“, რომელიც 5 იანვრიდან გამოცხადდა, სამუდამოდ უნდა …


1789: კაცთა და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაცია


შევიკრიბეთ რა დამფუძნებელ კრებად, ფრანგი ხალხის წარმომადგენლებმა ჩავთვალეთ, რომ კაცთა უფლებების არსის შესახებ უმეცრება, მათი დავიწყება და უგულვებელყოფაა საჯარო სიავისა და მთავრობათა გარყვნის (კორუფციის) უპირველესი წყარო. ამადაც გადავწყვიტეთ, საზეიმოდ განგვეცხადებინა კაცთა ბუნებრივი, განუყოფელი და წმინდა უფლებების შესახებ, რათა ეს დეკლარაცია, ჩვენი საჯარო სხეულის ყველა წევრის თვალსაწიერში მარად არსებობით, მუდმივად შეახსენებდეს მათ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს; …


მოლდოვა: პროდასავლური უმრავლესობა


მოლდოვაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პროდასავლურმა პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობა“, რომლის არაფორმალური ლიდერიც პრეზიდენტი მაია სანდუა. მოლდოვის ისტორიაში ერთმა პროდასავლურმა პარტიამ ამომრჩეველთა მსგავსი მხარდაჭერა პირველად მიიღო. პროდასავლურ კოალიციებსა და კომპარტია/სოციალისტების ალიანსს შორის პოლიტიკური გახლეჩილობის ხანგრძლივი პერიოდი დასრულდა. ამ არჩევნების შედეგად ყველა სახელისუფლო შტო პროდასავლური ძალების გავლენის ქვეშ აღმოჩნდება. რა მოხდა 2021 წლის 11 …


“მშვიდობიანი გავლა”: რას ამბობს საზღვაო სამართალი ყირიმის ინციდენტზე?


23 ივნისს, რუსულმა საინფორმაციო სამსახურებმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის სანაპირო დაცვამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ბრიტანულ საესკადრონო ნაღმოსან HMS Defender-ს და ყირიმის აკვატორიიდან განდევნა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის გახსნა უარყო, თუმცა, რუსული სანაპირო დაცვის კატარღების მიერ დევნა და რუსული სამხედრო ავიაციის გადაფრენა დაადასტურა, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე გემის ბორტზე მყოფმა ბი-ბი-სის ჟურნალისტმა. ეს რამდენიმე დღეა, …


საფრანგეთი: გულგრილობის არჩევნები


რა მოხდა? გუშინ, რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობით ფრანგებმა თავი არ შეიწუხეს, მისულებმა კი სტატუს-კვოს დაუჭირეს მხარი. კერძოდ? რეგიონული არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლების 34.3%-მა მიიღო მონაწილეობა. ეს პირველი ტურის მონაცემზე ოდნავ მეტია, მაგრამ მაინც სარეკორდოდ დაბალი მონაცემია საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში.კონტინენტური საფრანგეთის ცამეტი რეგიონის თავმჯდომარე იყო გადასარჩევი და ამათგან მისულმა ამომრჩევლებმა ცამეტივე დატოვეს თანამდებობაძე – შვიდი …


ევროკავშირის სამიტი: უარი პუტინთან პირდაპირ დიალოგზე


ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ლიდერებს სამიტამდე ერთი დღით ადრე ვლადიმირ პუტინთან უმაღლეს დონეზე შეხვედრის მოწყობა შესთავაზეს. 25 ივნისს, ღამის ორ საათზე, ევროკავშირის ლიდერებმა ეს წინადადება უარყვეს. შევხვედრის აუცილებლობის დასაბუთება პუტინთან პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაზე მაკრონსა და მერკელს შორის ურთიერთგაგება დიდი ხანია არსებობს. ამ თემას უფრო აქტიურად და ხშირად ემანუელ მაკრონი ავითარებდა, მისი თქმით, ევროპის …


ბრიტანული ხომალდის სარისკო მისია შავ ზღვაში


რა მოხდა? რუსულმა საინფორმაციო სამსახურებმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის სანაპირო დაცვამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ბრიტანულ საესკადრონო ნაღმოსან HMS Defender-ს და ყირიმის აკვატორიიდან განდევნა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის გახსნას უარყოფს. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიულ წყლებს რუსეთის ტერიტორიად არავინ აღიარებს. ამ აკვატორიაში გადაადგილებით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები რუსული ანექსიის უარყოფას საქმით ამტკიცებენ, რაც რუსეთს …


რა თქვეს მაკრონმა და მერკელმა რუსეთსა და თურქეთზე?


რა მოხდა? გასულ პარასკევს, 18 ივნისს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უმასპინძლა ბერლინში, ევროკავშირის სამიტისთვის მოსამზადებლად, რომელიც 24-25 ივნისს გაიმართება. საუბრის ერთ-ერთ მთავარი თემა რუსეთი და თურქეთი იყო. ორმა ლიდერმა ამაზე შეხვედრამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზეც ისაუბრეს. ჰოდა, რა თქვეს? თურქეთის შესახებ: მერკელი: “ერთი მხრივ [თურქეთისაგან] განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მეორე მხრივ კი დამოკიდებული ვართ …


კვლევა | ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირში უფრო ღრმად ჩართვას იმსახურებენ


რაო? ფრიად პატივცემულმა ევროპული პოლიტიკური კვლევების ცენტრმა (CEPS) გამოწვლილვით დაითვალა და გაარკვია, რომ ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნები (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისაგან თავისი მონაცემებით დიდად არ განსხვავდებიან. აქაა თავად ანგარიშის სრული ტექსტი (39 გვერდი, ინგლისურად, pdf) ჰოდა რაო? ანგარიში ამბობს, ამ ქვეყნების სურვილების უყურადღებოდ დატოვება არ იქნება და ევროკავშირთან მათი უფრო მჭიდროდ დაახლოებისთვის …


“შეწინააღმდეგება, შებოჭვა და ჩართვა” ევროკავშირის ახალი სარუსეთო სტრატეგია


რა მოხდა? საგარეო საქმეთა ევროკომისარმა ჟუზებ ბორელმა გუშინ წარადგინა “ერთობლივი კომუნიკაცია ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების საბჭოსათვის”, რომელიც რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების ჩარჩოს აყალიბებს. თავად ამ 14-გვერდიანი დოკუმენტის ტექსტი აქაა (ინგლისურად, pdf). ვინ დაავალა? ევროკავშირის ლიდერებმა 24 მაისს დაავალეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) ამგვარი ანგარიშის მომზადება ივნისში დაგეგმილი შეხვედრისათვის. რა წერია ანგარიშში: ევროკავშირის ზოგად …


ნატოს სამიტი: ჩინეთის აჩრდილი


რაო? ნატოს ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთის მზარდი გავლენა, მისი სამხედრო პოტენციალის ზრდა და აგრესიული მოქმედებები “სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგისათვის” – ასე ჩაიწერა ორშაბათს გამოცემულ სამიტის კომუნიკეში. მერე რა? 1949 წელს საბჭოთა კავშირის საპირწონედ შექმნილმა ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა თავის ისტორიაში პირველად ახსენა ჩინეთიდან მომავალი სამხედრო საფრთხე ოფიციალურ განცხადებაში. კი ახსენა, მაგრამ… ჩინეთის საფრთხეზე ყურადღების …


დიდი შვიდეულის სამიტი: მიმოხილვა


11-13 ივნისს გაერთიანებულმა სამეფომ „დიდი შვიდეულის“ სამიტს უმასპინძლა. მსოფლიოში უდიდესი და უმდიდრესი დემოკრატიული ქვეყნების თავშეყრა ინგლისის ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში, კორნუოლის თვალწარმტაცი საგრაფოს კურორტ კარბის ბეიში შედგა. ვინ დაესწრო? პანდემიის მიუხედავად, სამიტს შვიდეულის ყველა ლიდერი დაესწრო. მთავარი სტუმარი აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იყო, რომელმაც ამ შეხვედრით ხანგრძლივი ევროპული ვიზიტი დაიწყო, რომელიც ბრიუსელში ნატოს სამითზე ვიზიტით …


ევროპარლამენტმა ჩეხეთის პრემიერი ოლიგარქიული ქცევისთვის დატუქსა


რაო? ევროპარლამენტმა 505 ხმით 30-ის წინააღმდეგ (155-მა თავი შეიკავა) დატუქსა ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში ევროკავშირის ფონდების საკუთარი კომპანიის ჯიბეში გადაქაჩვისთვის. უფრო ზუსტად? ბაბიშის სასოფლო-სამეურნეო კომპანია “აგროფერტი” ევროკავშირის სუბსიდიებს დიდი რაოდენობით იღებდა თურმე, ზოგს პირდაპირ, ზოგს კი ჩეხეთის ბიუჯეტის გავლით. რა უნდა პარლამენტს? ფულის ამგვარი გადაქაჩვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, კომპანიამ უკანონოდ მიღებული სუბსიდიები აანაზღაუროს, პრემიერმა ბაბიშმა …


ნიდერლანდები ჯერაც უმთავრობოდაა


რაო? ნიდერლანდებში გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის სამი თვე გავიდა, მაგრამ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტტე ჯერ კიდევ ვერ აყალიბებს მთავრობას. მისი კაბინეტი უკვე ლამის ნახევარი წელია გარდამავალი სტატუსით მუშაობს. როგორ დაემართათ ეს ამბავი? იანვარში რუტტესვე მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა, როცა საპარლამენტო გამოძიებით გაირკვა, რომ წლების მანძილზე, საგადასახადო სამსახურმა, ათასობით ოჯახს შეცდომით შეუწყვიტა ბავშვთა შემწეობები. …და ამის …


შოტლანდიის მომავალი: ლომისა და ცალრქის 300-წლოვანი კავშირის სიმყიფე


ბრიტანული პრესის ცნობით, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი აპირებენ მეტი დრო გაატარონ შოტლანდიაში. უილიამს შოტლანდიელების 69% აფასებს დადებითად. „თაიმის“ ცნობით სამეფო ოჯახში არსებობს განცდა, რომ “პოლიტიკოსები მათ შოტლანდიას უკარგავენ” და ვითარების გამოსწორებას გვირგვინოსნების ჩარევით ცდილობენ. რა ხდება: 6 მაისს, შოტლანდიაში გამართულ ადგილობრივი პარლამენტის არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა „შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ”. რატომ არის ეს …


აშშ-მ ბულგარულ მაფიას შეუტია


რაო? აშშ ხაზინის დეპარტამენტმა სამი გავლენიანი ბულგარელი და მათთან დაკავშირებული 64 იურიდიული პირი დასაჯა კორუფციისთვის. ამის შესახებ განცხადება და იურიდიული დოკუმენტი ინგლისურად აქაა. რა უფლებით? 2017 წელს აშშ-ში ძალაში შევიდა “ადამიანის უფლებების დაღვევებისათვის პასუხიმგებლობის გლობალური აქტი”, რომელსაც ასევე “მაგნიტსკის გლობალურ აქტს” უწოდებენ, რისი ძალითაც უფლებას იტოვებენ მსოფლიოში ნებისმიერ წერტილში ადამიანის უფლებების მასიური დარღვევებისა და კორუფციისათვის …


დანიის წყალობით აშშ ევროპელებს უყურადებდა


რა გავიგეთ: დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოიკვლია, აშშ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) დანიის სამხედრო დაზვერვის საშუალებებს იყენებდა ევროპელი ლიდერების სათვალთვალოთ. როგორ აკეთებდნენ ამას? დანიელ სამხედრო მზვერავებს წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელებზე მისაყურადებელი საშუალებები ჰქონიათ და ამერიკელებს ადრე არსებული შეთანხმებების თანახმად, სატელეფონო ზარების, ინტერნეტში ძიების არქივების, ელექტრონული წერილების და მესენჯერების ტექსტების ანალიზის საშუალებას აძლევდნენ. მათ ეს მოკავშირეობა ბოროტად გამოუყენებიათ …


შვეიცარიამ ევროკავშირთან მოლაპარაკება შეწყვიტა


რაო, რაო?! შვეიცარია 2014 წლიდან ცდილობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ახალი ხელშეკრულების დადებას. 2018 წლიდან ხელშეკრულების სრული ტექსტი მზადაა და განხილვის საგანია. გასულ ოთხშაბათს, ბერნმა და ბრიუსელმა თეთრი ალამი გამოფინეს – ვერ ვთანხმდებითო. ვითომ რატომაო? ძირითადად ორი საკითხი შეიქნა განხეთქილების მიზეზი: შვეიცარიას არ უნდა ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის (EEA – ევროკავშირი, პლიუს ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) მოქალაქეებს …


განმარტება | ლუკაშენკოს სვლა რუსეთისკენ


გასული კვირის მიწურულს, 28 მაისს, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთისგან ათვალწუნებულ ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში უმასპინძლა. მათი წინა შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი თვე გამოხდა, თუმცა, “რაიანეარის” თვითმფრინავის გატაცების შემდეგ ბელარუსი ლიდერის მაზანდამ ევროპაში კიდევ უფრო დაიწია. ლუკაშენკოც იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ კრემლის ბატონთან გადარჩენის მთხოვნელად უკვე მერამდენედ წარდგა. ერთ დროს ქვეშ-ქვეშად ურჩი ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ სულ …


„დიდებული რომანის“ დასასრული


ალექსანდრე მიქაბერიძე ისტორიის პროფესორია ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის კალამს ეკუთვნის 2020 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემლობაში დაბეჭდილი წიგნი “ნაპოლეონის ომები: გლობალური ისტორია” – The Napoleonic Wars: A Global History და მრავალი სხვა ნაშრომი, როგორც ნაპოლეონის, ისე ზოგადად სამხედრო, მათ შორის ქართულ სამხედრო ისტორიაზეც. ქართულად კი სულ ახლახანს, გამომცემლობა “არტანუჯმა” დასტამბა ალექსანდრეს წიგნი “ნაპოლეონი: 51 კითხვა-პასუხი“. ორასი …


პორტრეტი | ბორის ჯონსონი – ბრიტანეთის პერიკლე


წარმოიდგინეთ, რომ სრულყოფილად ფლობთ ხუთ ენას – ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურს, ლათინურსა და ძველ ბერძნულს, რომელთაგან ორი მკვდარია, ასევე კარგად საუბრობთ გერმანულ და ესპანურ ენებზე, განათლება მიიღეთ გამორჩეულ ეშდაუნის სკოლაში, ძალზედ პრესტიჟულ იტონის კოლეჯსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში, თქვენს ქვეყანაში კლასიკური ხანის ლიტერატურის განსაკუთრებულ მცოდნედ ითვლებით, მუშაობდით პოპულარული გამოცემების რედაქტორად და ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტად, დაწერეთ რამდენიმე წიგნი, …


ბრექსიტი, ეპილოგი


24 დეკემბერს, შობის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მოსახლეობას მიმართა და ევროკავშირთან ახალი სავაჭრო გარიგების თაობაზე შეთანხმების მიღწევა აუწყა. გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული ვაჭრობის და თანამშრომლობის შეთანხმება 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ამ შეთანხმებამ საბოლოოდ დაასრულა რთული და უსაშველოდ გახანგრძლივებული ბრექსიტი. ბრიტანეთი ევროპის დიდ ოჯახს გამოეყო და მოძველებული ფლოტითა …


ბრიტანეთი: „ტალღების მბრძანებლის“ დაბრუნება?


19 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის თვითიზოლაციაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თავისი ოფისიდან პარლამენტს გააცნო განზრახვა, მნიშვნელოვნად გაზარდოს თავდაცვისათვის გამოყოფილი ხარჯები. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი 16.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაიზრდება. ცივი ომის შემდგომ ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი შეიარაღებული ძალების არსებით ტექნოლოგიურ განახლებასა და მოდერნიზებას მოხმარდება. ბრიტანეთს სურს, დაიბრუნოს ევროპაში წამყვანი საზღვაო ქვეყნის სტატუსი და …


მოსაზრება | რუსეთი ყარაბაღში: მოთამაშე?! დიახ. გამარჯვებული – არა.


ყარაბაღში დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს რუსეთის როლთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, რუსეთმა მოახერხა თითქოს ხელიდან გაშვებულ თამაშში ძლიერი ხელით შემობრუნება, თუმცა გამარჯვებაზე ლაპარკი ზედმეტია. ვითარება ჯერაც არეულია. მრავალი საკითხი, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სტატუსის უმნიშვნელოვანესი თემა საბოლოო მოგვარებას მოითხოვს. სირიის მაგალითზე ნათლად გამოჩნდა – შეიძლება კონფლიქტში არბიტრის როლში კი იყო, მაგრამ მისი საბოლოო გადაწყვეტის …


ყარაბაღის ომი სრულდება – ზავს რუსეთის ჯარი გააკონტროლებს


სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ განცხადებას მოაწერეს ხელი, რამაც მთიანი ყარაბაღისთვის გაჩაღებული 6 კვირიანი საომარი მოქმედებები დაასრულა. ყარაბაღში უკვე შედის რუსი მშვიდობისმყოფელების პირველი კოლონა – მხარეები მორიგდნენ, რომ რეგიონში ჩრდილოელი მეზობლის 1960 მშვიდობისმაძიებელი ჩადგება. შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს კელბაჯარის რაიონი 15 ნოემბერს, აღდამის რაიონი – 20 ნოემბერს, ლაჩინის რაიონი კი 1 დეკემბერს უნდა დაუბრუნოს. …


რა მოხდა: თავდასხმა ვენაზე


2 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ვენის რამდენიმე ცენტრალურ ადგილზე სროლის ხმა გაისმა. ავსტრიულმა პრესამ კი მალე იმის შესახებ გაავრცელა ცნობები, რომ თავდასხმა მოხდა ზაითენშთეთერგასეზე (Seitenstättergasse) მდებარე სინაგოგასთან ახლოს. რამდენიმე წუთიც კი არ იყო გასული აღნიშნული ფაქტიდან, რომ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანდა, რომ თეთრ ტანისამოსში ჩაცმული, შეიარაღებული პირი, ვენის ქუჩებში გადაადგილდებოდა და გამვლელებს იარაღს დამიზნებით ესროდა, …


მოლდოვა: არჩევნები არსაით


რა ხდება: 2020 წლის 1 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრორუსული და პროდასავლური საპრეზიდენტო კანდიდატების დაპირისპირების მიღმა, ღრმა პოლიტიკური კრიზისია. უიმედობით მოცული საზოგადოება დაყოფილია და ეს არჩევნებიც, სავარაუდოდ, კრიზისის სიღრმეს კიდევ ერთხელ მოჰფენს ნათელს. ავტორი: მამუკა კომახია რონდელის ფონდის მკვლევარია. ის რუსეთის და პოსტსაბჭოთა სივრცის ამბებს აშუქებს. რატომაა ეს მნიშვნელოვანი: კრემლი მოლდოვას საკუთარი გავლენის სფეროდ …


ბრექსიტი: შემოდგომის ამბორი


20 ოქტომბერს ბრექსიტის საკითხზე ბრიტანელმა და ევროპელმა მომლაპარაკებლებმა, დეივიდ ფროსტმა და მიშელ ბარნიემ კიდევ ერთხელ გადაურეკეს ერთმანეთს, მაგრამ ორივე მხრიდან გამოთქმული სურვილის მიუხედავად სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჯერაც ვერ განახლდა. ოღონდაც ცხელი ზაფხულის შემდეგ, ლონდონსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობას უკვე შემოდგომის სუსხი დაჰკრავს. ავტორი: გიორგი ფანიაშვილი 12 წელია დიპლომატიურ სამსახურშია. ეს სტატია მხოლოდ ღია წყაროებში მოპოვებულ …


რა მოხდა? მასწავლებლის მკვლელობა საფრანგეთში


გუშინ 17 ოქტომბერს საფრანგეთმა პატივი მიაგო ისტორია-გეოგრაფიის მოკლულ მასწავლებელს, სამუელ პატის, რომელსაც წინა საღამოს 18 წლის ჩეჩნური წარმოშობის ტერორისტმა სკოლის წინ თავი მოაჭრა. საზარელი მკვლელობა საფრანგეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა დაგმეს, როგორც “ისლამური ტერორიზმის დამახასიათებელი შემთხვევა”. საზოგადოება შოკირებულია საზარელი მკვლელობით, რომელიც განათლების სისტემაში სიტყვის თავისუფლების საკითხსაც უკავშირდება. მაინც რა მოხდა, პარიზის შემოგარენის ქალაქ კონფლან-სანტ-ონორინში? დანაშაული 16 ოქტომბერს …


ირლანდია: დიდი პარასკევი, რომელსაც აღდგომა არ მოჰყოლია


ამბობენ, ყველაფერს აქვს დასასრულიო და ამ მარტივი ჭეშმარიტებიდან გამონაკლისი არც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ხანგრძლივი პროცესია. მაღალი ალბათობით, „ბრექსიტის“ უკვე მომაბეზრებელი საგის ბოლო თავი მიმდინარე თვის მიწურულს დაიწერება. ძველი ბერძნული ეპოსის მსგავსად, სადაც ერთ ამბავს უმალვე მეორე ანაცვლებს, „ბრექსიტის“ დასასრულიც სხვადასხვა მიმართულებით გადაშლის ახალ ფურცლებს, პირველ რიგში კი ირლანდიის კუნძულზე, სადაც „პოსტ-ბრექსიტური“ მსოფლიოს პირველი და თანაც …


რატომ გაირიყა ევროკავშირი ყარაბაღის თემიდან?


ახლა, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის გამო კიდევ ერთ მცირე ომში არიან ჩართული ბევრი იმედით შესცქერის ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს – ეგებ რაიმე დიპლომატიური საშუალებით მოახერხონ ორ ქვეყანას შორის შუღლის მოგვარებაო. დაახლობით თხუთმეტი წლის წინათ, ევროკავშირი შეეცადა ამ კონფლიქტში შუამავლობას და მარცხი განიცადა. ამის შემდეგ, ბრიუსელმა ყარაბაღის კონფლიქტზე დიდწილად ხელი ჩაიქნია. თუკი ევროკავშირს …


რატომ დაიწყო ყარაბაღის ახალი ომი?


რა ხდება? მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანი ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების შესახებ აცხადებს. სომხეთი დაპირისპირების შეწყვეტასა და მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს. მოსკოვში, 11 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე რამდენჯერმე დაირღვა. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? მთიან ყარაბაღში განახლებულ სამხედრო დაპირისპირებას უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ ყარაბაღის ახალი ომი, რომლის მსგავსიც 1994 …


ბრიტანეთის ევროპული განქორწინება


29 სექტემბერს, ბრიუსელის აღშფოთების მიუხედავად, „შიდა ბაზრის შესახებ“ კანონპროექტმა თემთა პალატის კენჭისყრა გადალახა და გეზი ლორდთა პალატისკენ აიღო. ის არსებითად ეწინააღმდეგება ევროკავშირთან შარშან მიღწეულ შეთანხმებას ბრექსიტის შესახებ. ევროკავშირთან 15 ოქტომბერს დანიშნული მოლაპარაკებების რაუნდი სავაჭრო შეთანხმების შესახებ შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს და ბრიტანეთმა კავშირი ხისტად, შეთანხმების გარეშე დატოვოს. ავტორი: გიორგი ფანიაშვილი 11 წელია დიპლომატიურ სამსახურშია. ეს სტატია …


კოვიდ-19 და ბრძოლა ბრიტანეთისთვის


ბრიტანეთისთვის საჰაერო ბრძოლის მე-80 წლისთავს ქვეყანა იმ შეგნებით ეგებება, რომ მისი მომავალი დღევანდელ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ბრიტანეთი იცვლება და ამაში კოვიდ-19-თან ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბრძოლას დიდი წვლილი შეაქვს. ავტორი: გიორგი ფანიაშვილი 11 წელია დიპლომატიურ სამსახურშია. ეს სტატია მხოლოდ ღია წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება. ევროკავშირთან განქორწინების მტკივნეული პროცესის კვალდაკვალ, იანვარ-თებერვალში გაერთიანებული სამეფოს სანაპიროებს ახალი კორონავირუსის ტალღები ჯერ …


ლუკაშენკო: ძალაუფლება სუვერენიტეტის ფასად


რა ხდება: საპრეზიდენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მშვიდობიანი გამოსვლები არ წყდება. ევროპა მას პრეზიდენტად არ აღიარებს. ჩიხში მოქცეულმა ლუკაშენკომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსეთს მიმართა. ავტორი: მამუკა კომახია რონდელის ფონდის მკვლევარია. ის რუსეთის და პოსტ-საბჭოთა სივრცის ამბებს აშუქებს. რატომაა ეს მნიშვნელოვანი: წინასაარჩევნოდ ლუკაშენკოს კამპანიას ანტირუსული ელფერი დაჰკრავდა: ის მოწინააღმდეგეებს კრემლის მარიონეტებად მოიხსენიებდა, თავს …


ბელარუსის საპრეზიდენტო დილემა


რა ხდება: 2020  წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოპოზიციის განეიტრალება ვერ მოახერხა. მისი მთავარი მოწინააღმდეგე დაკავებული კანდიდატის მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია იქნება. ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი რატომაა ეს მნიშვნელოვანი: როგორ ჩანს, ლუკაშენკოს მმართველობის ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელი ვეღარ მუშაობს. პრეზიდენტის მიმართ სახალხო ნდობა საგრძნობლად შემცირდა. პოლიტიკურმა ცვლილებამ შეიძლება ბელარუსი …


მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ქართველი ტყვეები


ავტორი: სალომე სალაძე რამდენიმე დღის წინ უცხო ადამიანის შეტყობინება მივიღე, თქვენი პროექტი – „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები“ – ვნახე და ჩემი დიდი ბაბუა, სიმონ დაღელაშვილიც ამ საკონცენტრაციო ბანაკში იყოო. სახელი და გვარი არ მეცნო და გადამოწმებას შევუდექი, ეწერა თუ არა ეს სახელი და გვარი ტყვედ ჩავარდნილ ქართველ ჯარისკაცთა ჩვენს ხელთ არსებულ სიაში. იქვე სტანდარტული კითხვებიც მივწერე, …


მოსაზრება: ევროკავშირი ჩინეთმა და თურქეთმაც რუსეთის წაბაძვით დაიბრიყვეს


ავტორი: ნიკუ პოპესკუ საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ფართო ევროპის პროგრამის დირექტორი და მოლდოვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია. კოვიდ-19-ის პანდემიამ საერთაშორისო ეკონომიკა კი შეანელა, მაგრამ მსოფლიოს სვლა უფრო ძალისმიერი საერთაშორისო პოლიტიკისაკენ სულაც არ დაუბრკოლებია. ევროკავშირმა კი თქვა „ძალის ენაზე ლაპარაკი“  უნდა ვისწავლოთო, მაგრამ ამისთვის ჯერ საქმით არ გარჯილა. სამაგიეროდ, ამ გაზაფხულიდან დაწყებული ჩინეთის საერთაშორისო დიპლომატიის დაშაქრული …


კადიროვის აჩრდილი ევროპაში: ვენაში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს


ავტორი: სალომე სალაძე ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობიდან ერთი წელიც არ გასულა და 4 ივლისს, ამჯერად ვენის მახლობლად, ერთ-ერთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრთან ახლოს, საკონტროლო გასროლით რამზან კადიროვის კიდევ ერთი კრიტიკოსი, 43 წლის ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვი მოკლეს. პოლიციამ მკვლელი ცხელ კვალზე, რამდენიმე საათში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ქალაქ ლინცში აიყვანა. ავსტრიის პრესის სააგენტოს (APA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის …


ხანგოშვილის მკვლელობაში მეორე რუსის კვალიც იკვეთება


საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში გერმანიის მთავარი პროკურატურა რომ რუსეთის კვალს ხედავს, საიდუმლო აღარავისთვისაა. ეს იმითაც დასტურდება, რომ თითქმის ერთწლიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, 18 ივნისს, გერმანიის მთავარმა პროკურატურამ, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალი რუსეთის მოქალაქეს ვადიმ კრასიკოვს ოფიციალურად წარუდგინა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ბრალდებაში კი აღნიშნულია, რომ მკვლელი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა. ბრალის ოფიციალური წარდგენიდან …


„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ ახალ ხედვას საჭიროებს


ნატალი საბანაძე საქართველოს ელჩია ევროკავშირში გასულ კვირას ევროკავშირის 27 წევრსა და აღმოსავლელ პარტნიორებს შორის ვირტუალური სამიტი ჩატარდა. მან ურთიერთობის მნიშვნელობას კი გაუსვა ხაზი, თუმცა ისიც ნათლად წარმოაჩინა, რომ გაურკვეველია, თუ საით მიდის ეს ურთიერთობა. სანამ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს 2021 წლის დასაწყისში პირისპირ შეხვდებიან, ფრიად მნიშვნელოვანია საერთო ინტერესების უკეთ განხორციელების ვარიანტებზე ფიქრი. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია …


Politico: ევროპაშიც „ვერ ვსუნთქავთ“


ავტორი: იასინ ბუბუ, ბრიუსელში მცხოვრები სამართლის სტუდენტი, აქტივისტი.  მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად მთელ მსოფლიოს მოდებული გამოსვლები გულს გაგითბობს. აღნიშნული ხომ მომიტინგეთა სოლიდარობას და აშშ-ში სისტემური რასიზმის სისასტიკით აღშფოთებას გვიჩვენებს. თუმცა ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ევროპაში პოლიციის სისასტიკის საკითხზე მუშაობს, ამერიკის გარეთ „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ კამპანიის გააქტიურება ერთგვარად ტკბილმწარე განცდებს ტოვებს. რატომაა, რომ ბერლინში, ლონდონსა თუ …


ლე მონდი: “მოსკოვი და პეკინი ვერ აცნობიერებენ, რომ რაც მათ ლიბერალური დემოკრატიების სისუსტედ მიაჩნიათ, სინამდვილეში მათი სიძლიერეა”


სილვი კაუფმანი (Sylvie Kaufmann), ფრანგული “ლე მონდის” სარედაქციო სტატიით ეხმიანება მოძრაობას “Black Lives Matter”. უკვე ორი კვირაა, რაც სააგენტოებს Russia Today და Global Times დღესასწაული უდგათ. მართლაც, თუკი რუსეთის ანდა ჩინეთის პროპაგანდის საშუალება ხარ, ამაზე მეტი გასახარი რა უნდა მოხდეს – ამერიკის დიდი ქალაქები ამბოხის ქარცეცხლშია ჩაძირული. ჰოდა, წინ რა უდგას ღამის ფონზე ცეცხლმოდებული შენობის …


ტრამპი დიდ შვიდეულში რუსეთს ეპატიჟება, სხვა ლიდერები უარს არიან


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც წლეულს დიდ შვიდეულს თავკაცობს, 30 მაისს განუცხადებია, რომ შვიდეულის სამიტს ივნისის ნაცვლად შემოდგომაზე უმასპინძლებს. პატივცემულ ტრამპს კვლავაც აღუძრავს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ თავყრილობაზე რუსეთის მოპატიჟებაც სურს. უთქვამს, დიდი შვიდეული ფრიად დრომორჭმული ფორმატისაა, თანამედროვე მსოფლიოს მდინარებას ჯეროვნად ვერ ასახავს და დროა, 10-11 წევრამდე გავფართოვდეთო. დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებს …


რატომ გვჯერა შეთქმულების თეორიებისა?


ახალი სატელეკომუნიკაციო ანძებით გვაკონტროლებენ… ასტრონავტები სინამდვილეში არასოდეს ყოფილან მთვარეზე… ყველაფერს მასონები აკონტროლებენ… ილონ მასკი დაგვასხივებს და ბილ გეიტსი “დაგვჩიპავს”. რატომაა შეთქმულების თეორიები ამდენად გავრცელებული? აი, რას ფიქრობს ამაზე ოთხი ცნობილი ფილოსოფოსი. რენე დეკარტი …იმიტომ, რომ ეს თეორიები ჩვენს კრიტიკულ აზროვნებას ავარჯიშებს რენე დეკარტი (1596-1650) “მეტაფიზიკური მედიტაციების” შესავალში დეკარტი შიშისმომგვრელი ჰიპოთეზით გვეგებება – ეგება და მთელი …


ევროპის დღე: “შუმანის დეკლარაცია”


საფრანგეთის საგარეო მინისტრმა, რობერტ შუმანმა (Robert Schuman) 1950 წლის 9 მაისს წაიკითხა დეკლარაცია, რომელიც ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის (European Coal and Steel Community, ECSC) შექმნას აცხადებდა. თანამეგობრობის დამფუძნებელი წევრები საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქზემბურგი იყვნენ. სწორედ ისაა ევროპული თანამეგობრობის, შემდეგ კი ევროკავშირის წინაპარი. ისტორიული კონტექსტი 1950 წლისათვის ევროპის ქვეყნების უმრავლესობა კვლავაც …


ლევიათანი და იზოლაცია


კორონავირუსის შემოტევამ ფილოსოფოსთა საძმოს ერთ-ერთი მთავარი საფრთხობელა – თომას ჰობსი – კვლავაც მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. გასაკვირი არაა, რომ აშშ-ს ორმა წამყვანმა კონსერვატიულმა ჟურნალმა, National Review (ეროვნული მიმოხილვა) და American Conservative (ამერიკელი კონსერვატორი), კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები უკვე შიშით დაუკავშირა XVII საუკუნის ფილოსოფოსის მიერ წარმოსახულ ლევიათანს – ძალმოსილ სახელმწიფოს, რომელის ნებასაც საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უნდა ვემორჩილებოდეთ. …


ბელგიელებს სამშობლო კარტოფილი ფრის კვირაში ორჯერ ჭამას სთხოვს


კარტოფილის მწარმოებელი კომპანიები ბელგიაში თანამემამულეებს ევედრებიან, ფრიტერიებს (კარტოფილი ფრის გასაყიდ კიოსკებს) კვირაში ორჯერ მაინც შეუარეთ და მოჭარბებული საქონელი გაგვასაღებინეთო. ცხადზე ცხადი კია, რომ 11 მილიონი ბელგიელი პანდემიის გამო დახვავებულ კარტოფილის გორებს მარტოკა ვერ მოერევა, მაგრამ პატრიოტიზმი მსხვერპლს მოითხოვს… ბელგია შემწვარი კარტოფილის, მაიონეზისა და მიდიების სამშობლოა და, ამავე დროს, გაყინული კარტოფილი ფრის უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. პანდემიამ …


მოდა, ეპიდემია და დისტანცია


კორონავირუსის აფეთქებასთან ბრძოლაში „სოციალური დისტანცირება“ ერთ-ერთი იარაღად იქცა. ხელისუფალნი ხალხს ეუბნებიან, საკვების მომარაგებას და ჰოსპიტლებში სირბილს ის ჯობია, სხვებთან ფიზიკური დისტანცია დაიცვათ, ამით ეპიდემიის გავრცელების ტემპი მოიკლებს და ჯანდაცვის სისტემა უკეთ გაუმკლავდებაო. ეინავ რაბინოვიჩ-ფოქსი, აშშ-ის თანამედროვე ისტორიის სპეციალისტია ქეის ვესტერნ უნივერსიტეტში. მისი კვლევის საკვანძო თემა გენდერული საკითხებია, მათ შორის, მოდის სოციალურ ისტორიის შესწავლაც. სხვებისაგან ფიზიკური დისტანციის …


პანდემია დიდ ქალაქში


ნიუ-იორკში ამ დღეებში დილა არის ისე ჩუმი, თურმე ჩიტებს გაიგონებს მოდარაჯე კაცის ყური – თუკი გარიჟრაჟის სიმშვიდე სასწრაფო დახმარების სირენამ არ გაჰკვეთა. ქალაქი შეიცვალა – მანქანების ადგილას ფეხით მოსიარულეები დადიან. ფართო გამზირებზე, ერთმანეთისაგან შორიშორს მოძრავ ქვეითებს შეუძლიათ კარგად მიმოიხედონ და, ვინძლო, ისეთი რამეც შეამჩნიონ ქალაქის არქიტექტურაში, რაც აქამდე მხედველობიდან ეპარებოდათ. არქიტექტურის ისტორიკოსი ბეატრის კოლომინა (Beatriz …


Page 2 of 3

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version