ევროპაევროპის მოამბემთავარი თემა

კანცლერ ოლაფ შოლცის მიმართვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიმართვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე:

„24 თებერვალი უკრაინისა და ევროპისთვის საშინელი დღეა. რუსეთი ამ თავდასხმით საერთაშორისო სამართალს არღვევს.

პუტინს მისი მეზობელი ქვეყნისთვის ნგრევა და ტანჯვა მოაქვს. ის არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და საზღვრებს და ამით საფრთხეს უქმნის უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს უკრაინაში, რუსეთის მოძმე ერში და ამასთანავე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებას.

დღეს, სატელეფონო საუბრისას, უკვე ვუთხარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ამ მძიმე წუთებში ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, დღეს მოვიწვიე უსაფრთხოების საბჭო, რათა ვიმსჯელოთ მომხდარზე და გადავწყვიტოთ სამომავლო ნაბიჯები.

გერმანიის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ახლა უკრაინაში არიან, ვთხოვ, დაუყოვნებლივ დატოვონ იქაურობა.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად ნატოსა და ევროკავშირში, დღეს ვიმსჯელებთ სამომავლო სანქციებზე, რომლებსაც რუსეთს დავუწესებთ.

სანქციების მიზანია, რუსეთი მმართველობას ვუთხრათ, რომ ამ აგრესიისთვის ბევრის გადახდა მოუწევთ და ვაჩვენოთ, რომ ამ ომის დაწყებით, პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა“.

მსგავსი/Related

Back to top button