skip to content
ახალი ამბები

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ივლისს, ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა რუსთაველის ტერიტორიაზე, „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

დაკავებულის მიმართ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა (154), დევნის (156) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (225) მუხლებით მიმდინარეობს.

5 ივლისს დედაქალაქში ჰომოფობიურ ნიადაგზე ჟურნალისტებზე ძალადობისას მედიის მინიმუმ 53 წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში – 11 ივლისს გარდაიცვალა. ჯამში 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე შსს-ს სულ 23 პირი ჰყავს დაკავებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button