ახალი ამბები

კობახიძე: 2025 წელს შსს-მ 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წელს 1,131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე. მან ხაზი გაუსვა „შთამბეჭდავ მაჩვენებლებს“ და აღნიშნა, რომ მთავრობა 2026 წელს ქვეყნიდან „სულ მცირე 3 500“ არალეგალის გაძევებას გეგმავს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ 11 თვის განმავლობაში განხორციელებული 1,131 გაძევება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს შეესატყვისება.

„ეფექტიანობა არის სერიოზულად გაზრდილი, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გასაძლიერებელი მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაზეც მინისტრი და სამინისტრო აქტიურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება სამომავლო საქმიანობაზე უკანონო მიგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „მომავალ წელს უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 3 500 არალეგალის გაძევება ქვეყნიდან. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი.  მთლიანობაში, ამ გეგმის მიხედვით, ალბათ 3-4 წელიწადში სრულად იქნება აღმოფხვრილი არალეგალური მიგრაციის პრობლემა“.

მიუხედავად იმისა, რომ კობახიძის მიერ მოყვანილი მონაცემი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით გაძევებებს მოიცავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, სექტემბრის მდგომარეობით, პირველ სამ კვარტალში 851 პირი იქნა გაძევებული. ყველაზე დიდი ჯგუფი ინდოეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა 136 გაძევებით, შემდეგ მოდიან ირანის მოქალაქეები 128 გაძევებით და თურქეთის მოქალაქეები 81 გაძევებით.

This post is also available in: English

Back to top button