ახალი ამბები

შსს-მ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 ივლისის განცხადებით, 5 ივლისს, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულის მიმართ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (154-ე), დევნის (156-ე) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა (225-ე) მუხლებით მიმდინარეობს.

თვალიაშვილს თავდასხმისას, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერება შეასხეს, რის შედეგადაც მას თვალები დაუზიანდა. მედიის ცნობით, მასზე თავდასხმაში 10-მდე პირი მონაწილეობდა.

5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმებისას სულ მცირე 53 ჟურნალისტი დაშავდა. შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმების საქმეზე ჯამში 18 პირი დააკავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button