ახალი ამბები

COVID-19 – ყველა სიახლე: მაისი 2021 / არქივი

კოვიდ-19-ის შესახებ მიმდინარე სიახლეებისათვის ეწვიეთ ამ ბმულს.

31 მაისი, ორშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 50 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 17-ით – 15 331-მდე გაიზარდა. 50-ით – 14 693-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. 3-ით – 233-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა საერთო რიცხვიც. აქტიური შემთხვევები 408-ის ტოლია.

11:15 – 138 914 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 138 914 პირი აიცრა. ამასთან, 26 101 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 16 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 16 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 773 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 360 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 195 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 360 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 343 963-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 195 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 327 618-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 200 თბილისში გამოვლინდა, 43 აჭარაში, 27 იმერეთში, 24 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 22 ქვემო ქართლში, 13 კახეთში, 8 მცხეთა-მთიანეთში, 6-6 შიდა ქართლში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში, 5 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

30 მაისი, კვირა

11:10 – კიდევ 18 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 18 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 757 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 723 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 407 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 723 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 343 603-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 407 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 326 423-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 403 თბილისში გამოვლინდა, 77 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 55 იმერეთში, 52 ქვემო ქართლში, 51 აჭარაში, 36 კახეთში, 19-19 შიდა ქართლსა და გურიაში, 6 მცხეთა-მთიანეთში, 4 სამცხე-ჯავახეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

29 მაისი, შაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 54 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 22-ით – 15 314-მდე გიზარდა. 54-ით – 14 643-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა რიცხვი 230-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 441-ის ტოლია.

11:15 – 134 602 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 134 602 პირი აიცრა. ამასთან, 24 607 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 12 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 12 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 739 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 986 ახალი შემთხვევა, კიდევ 590 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 986 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 342 880-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 590 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 325 016-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 569 თბილისში გამოვლინდა, 100 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 82 აჭარაში, 76 იმერეთში, 51 კახეთში, 46 ქვემო ქართლში, 38 მცხეთა-მთიანეთში, 26 შიდა ქართლში, 14 გურიაში, 12 სამცხე-ჯავახეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

28 მაისი, პარასკევი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 18-ით – 15 292-მდე გაიზარდა. 61-ით – 14 589-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა რიცხვი230-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 473-ის ტოლია.

14:05 – ოკუპირებულ ცხინვალში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 3 431-მდე გაიზარდა. 1-ით – 3 419 გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

11:15 – 130 037 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 130 037 პირი აიცრა. ამასთან, 21 058 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 28 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 28 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 727 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 056 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 071 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 056 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 341 894-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 071 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 324 426-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 569 თბილისში გამოვლინდა, 103 იმერეთში, 102 აჭარაში, 84 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 58 ქვემო ქართლში, 40 შიდა ქართლში, 39 კახეთში, 24 მცხეთა-მთიანეთში, 16 სამცხე-ჯავახეთში, 14 გურიაში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

27 მაისი, ხუთშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 26-ით – 15 274-მდე გაიზარდა. 48-ით 14 528-მდე გაიზარდა გამოჯნმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 230-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები 516-ის ტოლია.

19:40 – საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ცნობით, საქართველოში შემოსულ 5 უცხოელს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდათ. ამავე ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.

18:45 – ოკუპირებულ ცხინვალში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 3 429-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 418-ის ტოლია.

11:15 – 125 601 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 125 601 პირი აიცრა. ამასთან, 19 392 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 17 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 17 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 699 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 508 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 481 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 508 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 340 838-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 481 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 323 409-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 252 თბილისში გამოვლინდა, 61 აჭარაში, 48 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 42 ქვემო ქართლში, 35 იმერეთში, 22 კახეთში, 20 შიდა ქართლში, 14 მცხეთა-მთიანეთში, 9 გურიაში, 3 სამცხე-ჯავახეთში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

26 მაისი, ოთხშაბათი

 22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 50 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 30-ით – 15 248-მდე გაიზარდა. 50-ით – 14 480-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 230-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები 538-ის ტოლია.

11:35 – ოკუპირებულ ცხინვალში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 3 427-მდე გაიზარდა. 2-ით – 3 418-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

11:15 – 121 263 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 121 263 პირი აიცრა. ამასთან, 17 518 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 28 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 28 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 682 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 015 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 151 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 015 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 340 330-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 151 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 321 928-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 550 თბილისში გამოვლინდა, 102 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 84 იმერეთში, 71 აჭარაში, 65 ქვემო ქართლში, 46 კახეთში, 35 შიდა ქართლში, 28 მცხეთა-მთიანეთში, 14 გურიაში, 12 სამცხე-ჯავახეთში, 8 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

25 მაისი, სამშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 70 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 53-ით – 15 218-მდე გაიზარდა. 70-ით – 14 430-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 230-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები 558-ის ტოლია.

 14:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით – 3 416-მდე გაიზარდა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 3 425-ის ტოლია.

12:35 – 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება და ქვეყანაში შემოსვლას ის პირები შეძლებენ, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული და PCR ტესტის უარყოფით პასუხს ფლობენ. ასევე, საზღვრის კვეთა შეეძლებათ მათაც, ვისაც მხოლოდ ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, თუმცა ისინი ვალდებულნი იქნებიან, რომ მომდევნო 72 სთ-ის განმავლობაში განმეორებითი ტესტი ჩაიტარონ.

საბჭოს რეკომენდაციით, სასურველია, „ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც“.

აგრეთვე, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებსაც ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა აქვთ ემატება – კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი.

მანამდე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებსაც ქვეყანაში შემოსვლა შეეძლოთ შედიოდნენ – ვროკავშირის წევრი სახელმწიფოები; ამერიკის შეერთებული შტატები; ისრაელი; შვეიცარია; ნორვეგია; საუდის არაბეთი; არაბთა გაერთიანებული საემიროები; ბაჰრეინი; კატარი; თურქეთი; სომხეთის; აზერბაიჯანის; უკრაინა; ყაზახეთის, რუსეთი; ბელარუსი; თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

12:30 – 1 ივნისიდან რესტორნები შაბათ-კვირას მომხარებლების მიღებას შიდა სივრცეებშიც შეძლებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან რესტორნები და საკვები ობიექტები შაბათ-კვირას მომხარებლების მიღებას შიდა სივრცეებშიც შეძლებენ. 22 მაისიდან მათ ამის შესაძლებლობა მხოლოდ გარე სივრცეებში ჰქონდათ.

2020 წლის 28 ნოემბრიდან რესტორნები და კვების ობიექტები სრულად გატანის სერვისზე გადავიდნენ. 1 თებერვალს ღია კაფეები და რესტორნები მხოლოდ აჭარის რეგიონში გაიხსნა. 15 თებერვლიდან კი – კვების ობიექტებს ღია სივრცეში მუშაობის საშუალება უკვე ქვეყნის მასშტაბით მიეცათ. 8 მარტიდან კი, ქვეყნის მასშტაბით, გაიხსნა საკვები ობიექტების შიდა სივრცეებიც. შეზღუდვის მოხსნა მხოლოდ კვირის სამუშაო დღეებს ეხებოდა.

11:15 – 117 354 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 117 354 პირი აიცრა. ამასთან, 16 864 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 15 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 15 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 654 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 354 ახალი შემთხვევა, კიდევ 821 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 354 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 339 315-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 821 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 320 777-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 669 თბილისში გამოვლინდა, 184 იმერეთში, 129 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 114 აჭარაში, 78 ქვემო ქართლში, 56 კახეთში, 50 მცხეთა-მთიანეთში, 43 შიდა ქართლში, 15 გურიაში, 11 სამცხე-ჯავახეთში, 5 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

24 მაისი, ორშაბათი

11:35 – ოკუპირებულ ცხინვალში 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1-ით – 3 425-მდე გაიზარდა. 4-ით – 3 413-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

11:15 – 113 000 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 113 000 პირი აიცრა. ამასთან, 16 555 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 17 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 17 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 639 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 388 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 357 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 388 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 337 961-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 357 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 319 956-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 208 თბილისში გამოვლინდა, 50 აჭარაში, 33 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 25 კახეთში, 24 იმერეთში, 19 ქვემო ქართლში, 12 შიდა ქართლში, 6 სამცხე-ჯავახეთში, 4-4 გურიასა და მცხეთა-მთიანეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

23 მაისი, კვირა

11:15 – 112 192 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 112 192 პირი აიცრა. ამასთან, 16 536 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 20 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 20 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 622 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 733 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 530 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 733 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 337 573-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 530 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 318 599 -მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 425 თბილისში გამოვლინდა, 70 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 62 აჭარაში, 54 იმერეთში, 35 ქვემო ქართლში, 27 კახეთში, 18 შიდა ქართლში, 17 მცხეთა-მთიანეთში, 13 სამცხე-ჯავახეთში, 8 გურიაში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

22 მაისი, შაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 20-ით – 15 165-მდე გაიზარდა. 48-ით – 14 360-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა რიცხვი 230-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 575-ის ტოლია.

11:15 – 109 395 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 109 395 პირი აიცრა. ამასთან, 16 323 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 33 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 33 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 602 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 071 ახალი შემთხვევა, კიდევ 680 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 071 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 336 840-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 680 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 317 069-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 581 თბილისში გამოვლინდა, 100 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 96 აჭარაში, 84 იმერეთში, 55-55 ქვემო ქართლსა და კახეთში, 42 შიდა ქართლში, 23 მცხეთა-მთიანეთში, 14 სამცხე-ჯავახეთში, 16 გურიაში, 5 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

21 მაისი, პარასკევი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 19-ით – 15 144-მდე გაიზარდა. გამოჯრნმრთელებულთა საერთო რაოდენობა 14 312-ს შეადგენს. 1-ით 230-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც. აქტიური შემთხვევები 602-ის ტოლია.

13:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 56 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ისგან განკურნებულთა რიცხვი 56-ით – 3 409-მდე გაიზარდა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 3 424-ია.

12:00 – „სინოვაკით“ ვაქციანაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან, ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკით“ აცრის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო. თავად ვაქცინაციის პროცესი კი – 24 მაისიდან დაიწყება.

საქართველომ ჩინეთისგან „სინოვაკის“ 100 000 დოზა ჰუმანიტარული დახმარების სახით 30 აპრილს მიიღო.

11:15 – 105 500 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 105 500 პირი აიცრა. ამასთან, 16 147 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 29 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 29 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 569 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 064 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 135 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 044 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 335 769-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 135 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 316 389-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 607 თბილისში გამოვლინდა, 125 აჭარაში, 104 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 99 იმერეთში, 62 ქვემო ქართლში, 47 კახეთში, 25 შიდა ქართლში, 18 სამცხე-ჯავახეთში, 17-17 მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 7 გურიაში.

20 მაისი, ხუთშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 24-ით – 15 126-მდე გაიზარდა. 62-ით – 14 270-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა 229 გახდა. აქტიური შემთხვევები 627-ის ტოლია.

12:15 – ოკუპირებულ ცხინვალში 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 65 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1–ით – 3 424-მდე გაიზარდა. 65-ით – 3 353-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც.

11:15 – 101 415 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 101 415 პირი აიცრა. ამასთან, 15 874 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 21 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 21 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 540 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 104 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 603 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 104 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 334 705-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 603 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 315 254-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 607 თბილისში გამოვლინდა, 109 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 103 იმერეთში, 83 აჭარაში, 57 ქვემო ქართლში, 46 კახეთში, 40 შიდა ქართლში, 24 სამცხე-ჯავახეთში, 15 მცხეთა-მთიანეთში, 12 გურიაში, 8 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

19 მაისი, ოთხშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 109 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 27-ით – 15 102-მდე გაიზარდა. 109-ით – 14 208-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 227 გახდა. აქტიური შემთხვევები 755-ის ტოლია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 85 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 3 423-მდე გაიზარდა. 85-ით – 3 288-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

11:15 – 97 153 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 97 153 პირი აიცრა. ამასთან, 15 513 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 20 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 20 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 519 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 160 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 302 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 160 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 333 601-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 302 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 313 651-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 588 თბილისში გამოვლინდა, 113 იმერეთში, 110 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 86 აჭარაში, 80 ქვემო ქართლში, 53 შიდა ქართლში, 51 კახეთში, 31 გურიაში, 22 სამცხე-ჯავახეთში, 21 მცხეთა-მთიანეთში, 5 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

18 მაისი, სამშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 68 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვეები 24-ით – 15 075-მდე გაიზარდა. 68-ით – 14 099-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 226-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 750-ს შეადგენს.

16:00 – გერმანიის საელჩომ ოკუპირებულ აფხაზეთს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში გერმანიის საელჩოს 18 მაისის განცხადებით, გერმანიამ სოხუმისა და გუდაუთის სამედიცინო დაწესებულებებს ოკუპირებულ აფხაზეთს 46 000 ევროს ღირებულების აღჭურვილობა – გენერატორი, ჟანგბადის კონცენტრატორები, ულტრაიისფერი ნათურები, პულსოქსიმეტრები, სწრაფი ტესტები, დამცავი ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები გადასცა. „ვირუსი მთელს მსოფლიოში საზღვრების მიუხედავად ვრცელდება. პანდემია აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა საელჩომ და დასძინა, რომ დახმარება ადგილზე დიაგნოსტიკის დასმის შესაძლებლობების და მკურნალობის გაუმჯობესებას, ასევე სამედიცინო პერსონალის დაცვას დაეხმარება.

13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 101 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 101-ით – 3 203-მდე გაიზარდა. დადასტურებული შემთხვევები საერთო რაოდენობა 3 421-ს შეადგენს.

11:15 – 93 305 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 93 305 პირი აიცრა. ამასთან, 15 077 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 30 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 30 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 499 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 562 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 490 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 562 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 332 441-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 490 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 312 349-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 893 თბილისში გამოვლინდა, 136 იმერეთში, 123 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 102 აჭარაში, 98 ქვემო ქართლში, 75 კახეთში, 52 შიდა ქართლში, 35 მცხეთა-მთიანეთში, 31 გურიაში, 10 სამცხე-ჯავახეთში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

17 მაისი, ორშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა

აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 45-ით – 15 051-მდე გაიზარდა. 6-ით – 14 031-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 226-ის ტოლია. აქტიური შემთხვევები 800-ს შეადგენს.

13:05 – 22 მაისიდან, კვების ობიექტები გარე სივრცეებში მომხმარებლების მიღებას შაბათ-კვირას შეძლებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 22 მაისიდან, რესტორნები და კვების ობიექტები გარე სივრცეებში მომხმარებლების მიღებას შაბათ-კვირასაც შეძლებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორთვიანი მკაცრი შეზღუდვების ფარგლებში, 2020 წლის 28 ნოემბრიდან რესტორნები და კვების ობიექტები სრულად გატანის სერვისზე გადავიდნენ. 1 თებერვალს ღია კაფეები და რესტორნები მხოლოდ აჭარის რეგიონში გაიხსნა. 15 თებერვლიდან კი – კვების ობიექტებს ღია სივრცეში მუშაობის საშუალება უკვე ქვეყნის მასშტაბით მიეცათ. 8 მარტიდან კი, ქვეყნის მასშტაბით, გაიხსნა საკვები ობიექტების შიდა სივრცეებიც. შეზღუდვის მოხსნა მხოლოდ კვირის სამუშაო დღეებს ეხებოდა.

13:00 – კომენდანტის საათი 23:00 სთ-დან დაიწყება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მსუბუქდება და ე.წ. კომენდანტის საათი 21:00-ის ნაცვლად, 23:00 სთ-დან დაიწყება და კვლავინდებურადა 05:00 სთ-მდე იმოქმედებს.

„გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 სთ-ზე“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში და დაამატეს, რომ კვლავ ვალიდური რჩება გადაადგილების უფლებაზე გაცემული საშვები, რომლებიც ორგანიზაციებსა და კერძო პირებს ჰქონდათ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა და 22:00 სთ-დან 05:00-სთ-მდე გადაადგილება აიკრძალა. მოგვიანებით, 28 ნოემბრიდან, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 სთ-დან ამოქმედდა. მაშინ, აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ქვეყანაში ყველა შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვარს მოიხსნებოდა.

12:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1-ით – 3 421-მდე გაიზარდა. 4-ით – 3 102-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც.

11:15 – 89 260 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 89 260 პირი აიცრა. ამასთან, 14 643 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 27 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 27 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 469 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 504 ახალი შემთხვევა, კიდევ 2 038 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 504 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 330 879-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 038 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 310 859-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 263 თბილისში გამოვლინდა, 53 აჭარაში, 50 იმერეთში, 44 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 33 კახეთში, 20 ქვემო ქართლში, 13 შიდა ქართლში, 11 სამცხე-ჯავახეთში, 7 მცხეთა-მთიანეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 4 გურიაში.

16 მაისი, კვირა

11:10 – კიდევ 16 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 16 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 442 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 968 ახალი შემთხვევა, კიდევ 903 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 968 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 330 375-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 903 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 308 821-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 527 თბილისში გამოვლინდა, 95 იმერეთში, 75 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 71 აჭარაში, 58 ქვემო ქართლში, 49 კახეთში, 28 შიდა ქართლში, 27 გურიაში, 21 მცხეთა-მთიანეთში, 11 სამცხე-ჯავახეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

15 მაისი, შაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 118 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 22-ით – 15 006-მდე გაიზარდა. 118-ით – 14 025-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, 1-ით – 226-მდე კი – გარდაცვლილთა საერთო რიცხვიც. აქტიური შემთხვევები 755-ის ტოლია.

11:15 – 85 286 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 85 286 პირი აიცრა. ამასთან, 13 948 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 29 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 29 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 426 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 576 ახალი შემთხვევა, კიდევ 584 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 576 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 329 407-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 584 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 307 918-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 868 თბილისში გამოვლინდა, 162 იმერეთში, 130 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 92 აჭარაში, 77 კახეთში, 71 ქვემო ქართლში, 54 მცხეთა-მთიანეთში, 51 შიდა ქართლში, 35 გურიაში, 21 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 15 სამცხე-ჯავახეთში.

14 მაისი, პარასკევი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 28 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 38-ით – 14 984-მდე გაიზარდა. 28-ით – 13 907-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 225 გახდა, აქტიური შემთხვევები კი – 852-ს შეადგენს.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4-ით – 3 098-მდე გაიზარდა. დადასტურებული შემთხვევები 3 420-ს შეადგენს.

11:15 – 81 076 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 81 076 პირი აიცრა. ამასთან, 13 507 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 18 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 18 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 397 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 390 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 070 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 390 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 327 831-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 070 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 307 334-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 790 თბილისში გამოვლინდა, 168 იმერეთში, 117 აჭარაში, 73 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 54 ქვემო ქართლში, 42 კახეთში, 41 შიდა ქართლში, 39 გურიაში, 31 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 19 მცხეთა-მთიანეთში, 16 სამცხე-ჯავახეთში.

13 მაისი, ხუთშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 28-ით – 14 946-მდე გაიზარდა. 11-ით – 13 879-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 224-ს შეადგენს. აქტიური შემთხვევები 843-ის ტოლია.

12:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 3 420-მდე გაიზარდა. 5-ით – 3 094-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

11:15 – 77 343 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 77 343 პირი აიცრა. ამასთან, 13 084 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 16 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 16 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 379 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 776 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 329 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 776 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 326 441-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 329 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 306 264-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 359 თბილისში გამოვლინდა, 84 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 81 იმერეთში, 79 აჭარაში, 56 ქვემო ქართლში, 41 მცხეთა-მთიანეთში, 30 კახეთში, 13 შიდა ქართლში, 20 გურიაში, 10 სამცხე-ჯავახეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

12 მაისი, ოთხშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 48-ით – 14 918-მდე გაიზარდა. 12-ით – 13 868-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვით. ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 224-ია, აქტიური შემთხვევები კი – 826.

12:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით – 3 419-მდე გაიზარდა. 9-ით – 3 089-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

11:15 – 71 570 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 71 570 პირი აიცრა. ამასთან, 12 375 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 27 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 27 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 363 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 409 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 256 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 409 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 325 665-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 256 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 304 935-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 744 თბილისში გამოვლინდა, 149-149 იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში, 102 აჭარაში, 83 ქვემო ქართლში, 59 კახეთში, 54 შიდა ქართლში, 24 მცხეთა-მთიანეთში, 21 გურიაში, 13 სამცხე-ჯავახეთში, 11 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

11 მაისი, სამშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 36-ით – 14 870-მდე გაიზარდა. 33-ით – 13 856-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც. გარდაცვლილთა რიცხვი 224-ის ტოლია აქტიური შემთხვევები 790-ს შეადგენს.

16:00 – „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრას 45 წლის და ზევით ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს გადწყვეტილებით, „ასტრაზენეკას“ ვქცინით აცრას უკვე 45 წლის და ზევით ასაკის მოქალაქეები შეძლებენ. რეგისტრაციას მსურველები უკვე ხვალ, 20:00 სთ-დან შეძლებენ.

ქვეყანაში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია, 15 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში 13 მარტს მისი 43 200 დოზა ჩამოვიდა. თუმცა, 8 აპრილს, იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი მხოლოდ 55 წლის და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში გაგრძელდებოდა. გადაწყვეტილება, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანისაზიის მიერ 7 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ძალზედ იშვიათ შემთხვევაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, შესაძლოა, თრომბოზულ გართულებებს შეიძლება უკავშირდებოდეს.

11:15 – 67 136 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 67 136 პირი აიცრა. ამასთან, 11 504 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 31 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 31 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 336 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 788 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 251 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 788 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 324 256-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 251 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 303 679-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 963 თბილისში გამოვლინდა, 178 იმერეთში, 131 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 127 აჭარაში, 79 კახეთში, 78 ქვემო ქართლში, 73 მცხეთა-მთიანეთში, 72 შიდა ქართლში, 58 გურიაში, 16 სამცხე-ჯავახეთში, 13 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

10 მაისი, ორშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 39-ით – 14 834-მდე გაიზარდა. 43-ით – 13 823-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვით. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 224 გახდა. აქტიური შემთხვევები 787-ის ტოლია.

11:15 – 62 447 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 62 447 პირი აიცრა. ამასთან, 10 852 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 24 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 24 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 305 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 549 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 439 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 549 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 322 468-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 439 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 302 428-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 300 თბილისში გამოვლინდა, 77 აჭარაში, 45 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 43 იმერეთში, 22 ქვემო ქართლში, 16 კახეთში, 11 მცხეთა-მთიანეთში, 10 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 9-9 შიდა ქართლსა და გურიაში, 7 სამცხე-ჯავახეთში.

9 მაისი, კვირა

11:15 – ახალ შემთხვევათა რეგიონული განაწილება

ახალ შემთხვევათაგან 607 თბილისში აღირიცხა, იმერეთში – 108, აჭარაში – 102, სამეგრელო – ზემო სვანეთში 83, ქვემო ქართლში – 82, შიდა ქართლში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 25, კახეთში – 23, გურიაში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6. 

11:00 GMT+4 – 1,089 ახალი შემთხვევა, 1,489 განიკურნა, კიდევ 18 გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის კიდევ 1 089 შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 321 919 გახდა. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 489 პაციენტი, რითაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 300 989-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 18 პაციენტი – ჯამში ვირუსს ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით) 4 281 ადამიანი ემსხვერპლა. 

8 მაისი, შაბათი

11:15 – 58 533 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 58 533 პირი აიცრა. ამასთან, 9 512 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

11:10 – კიდევ 18 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 18 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 263 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 564 ახალი შემთხვევა, კიდევ 693 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 564 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 320 830-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 693 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 299 500-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 900 თბილისში გამოვლინდა, 105 აჭარაში, 115 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 162 იმერეთში, 72 ქვემო ქართლში, 64 კახეთში, 31 მცხეთა-მთიანეთში, 52 შიდა ქართლში, 36 გურიაში, 18 სამცხე-ჯავახეთში, 9 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

7 მაისი, პარასკევი

11:15 – 54 687 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 54 687 პირი აიცრა. ამასთან, 8 700 პირი უკვე სრულად – ორი დოზით აიცრა.

11:10 – კიდევ 18 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 18 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 245 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 547 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 131 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 547 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 319 266-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 131 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 298 807-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 907 თბილისში გამოვლინდა, 141 აჭარაში, 117 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 115 იმერეთში, 77 ქვემო ქართლში, 52 კახეთში, 43-43 მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში, 33 გურიაში, 13 სამცხე-ჯავახეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

6 მაისი, ხუთშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 41-ით – 14 743-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 13 660-ის ტოლია, გარდაცვლილთა ჯამური რიცხვი 222-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 861-ს შეადგენს.

11:15 – 51 600 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 51 600 პირი აიცრა. ამასთან, 7 873 პირი უკვე სრულად – ორი დოზით აიცრა.

11:10 – კიდევ 20 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 20 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 227 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 1 806 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 144 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 806 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 317 719-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 144 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 297 676-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 1 089 თბილისში გამოვლინდა, 167 აჭარაში, 121 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 120 იმერეთში, 88 ქვემო ქართლში, 60 კახეთში, 57 შიდა ქართლში, 43 მცხეთა-მთიანეთში, 36 გურიაში, 17 სამცხე-ჯავახეთში, 8 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

08:00 – საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ჩამოვიდა

დღეს, დილით, საქართველოში ბრიტანულ-შვედური ვაქცინა „ასტრაზენეკას“ მეორე პარტია ჩამოვიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩამოსული 43 000 დოზით უკვე მეორედ ის მოქალაქეები აიცრებიან, რომელთაც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა უკვე მიიღეს. მეორე დიზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია გუშინ დაიწყო, აცრა კი – 10 მაისიდან დაიწყება.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში 13 მარტს „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ჩამოვიდა. 25 მარტს ქვეყანამ „ფაიზარის“ 29 250 დოზაც მიიღო. მოცემული მომენტისთვის, ორივე ვაქცინა სამედიცინო პერსონალისა და 55 წელს ზევით მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, 18-55 წლის მოქალაქეებისთვის კი – ჩინური წარმოების „სინოფარმი“.

საქართველომ ჩინეთისგან ასევე ჩინური წარმოების „სინოვაკის“ 100 000 დოზა ჰუმანიტარული დახმარების სახით 30 აპრილს მიიღო. მისი გამოყენება ჯერ არ დაწყებულა.

5 მაისი, ოთხშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 36-ით 14 702-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 13 660-ია, გარდაცვლილთა რიცხვი კი – 222-ს შეადგენს. აქტიური შემთხვევები 820-ის ტოლია.

14:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 3 409-მდე გაიზარდა. 6-ით – 3 080-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

11:15 – 47 949 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 47 949 პირი აიცრა. ამასთან, 7 009 პირი უკვე სრულად – ორი დოზით აიცრა.

11:10 – კიდევ 24 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 24 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 207 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 2 171 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 074 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 2 171 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 315 913-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 074 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 296 532-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 1 359 თბილისში გამოვლინდა, 202 იმერეთში, 135 აჭარაში, 118 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 83 ქვემო ქართლში, 82 შიდა ქართლში, 70 მცხეთა-მთიანეთში, 54 კახეთში, 48 გურიაში, 13 სამცხე-ჯავახეთში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

4 მაისი, სამშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 49-ით 14 666-მდე გაიზარდა. 10-ით – 13 660-მდე გაიზარდა განკურნებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 222-ია, აქტიური შემთხვევები კი – 784-ის ტოლი.

18:55 – ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინები მიიღეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში 30 აპრილს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ ვ“-ს პირველი პარტია ჩაიტანეს. ოკუპირებულმა ცხინვალმა ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო, აფხაზეთში კი – იმუნიზაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

13:00 – ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფები ფართოვდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

ამასთან, მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან.

11:15 – 45 344 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 45 344 პირი აიცრა.

11:15 – კიდევ 20 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 20 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 183 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 788 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 206 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 788 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 313 742-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 206 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 295 458-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან 384 თბილისში გამოვლინდა, 106 აჭარაში, 76 სამეგრელო – ზემო სვანეთში, 64 იმერეთში, 43 ქვემო ქართლში, 40 კახეთში, 30 შიდა ქართლში, 17 გურიაში, 14 სამცხე-ჯავახეთში, 13 მცხეთა-მთიანეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

05:00 – საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო

დღეს ქვეყანაში 18 წლის ზევით მოქალაქეების ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

3 მაისი, ორშაბათი

22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 60-ით – 14 617-მდე გაიზარდა. 27-ით – 13 650-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 222-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები 745-ის ტოლია.

11:15 – კიდევ 12 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 12 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში (ოკუპირებულ რეგიონთა გამოკლებით) 4 163 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 509 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 200 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 509 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 312 954-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 200 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა რაოდენობა 294 252-მდე გაიზარდა.

509 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 321 შემთხვევა, აჭარაში – 68, იმერეთში – 15, ქვემო ქართლში – 15, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 38, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.

2 მაისი, კვირა

11:15 – კიდევ 21 მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 21 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში (ოკუპირებულ რეგიონთა გამოკლებით) 4 151 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – 988 ახალი შემთხვევა, კიდევ 1 595 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 988 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 312 445-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 595 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა რაოდენობა 293 052-მდე გაიზარდა.

988 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 511 შემთხვევა, აჭარაში – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 94, იმერეთში – 84, კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთშიც – 45, შიდა ქართლში – 33, ქვემო ქართლში – 31, გურიაში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

1 მაისი, შაბათი

11:15 – გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 20 მოქალაქე გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში (ოკუპირებულ რეგიონთა გამოკლებით) 4 130 ადამიანი ემსხვერპლა.

11:00 – გამოვლინდა 1 147 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა კიდევ 690 ადამიანი

ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 311 457-ს გაუტოლდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 690 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 291 457-მდე გაიზარდა. ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 653 შემთხვევა, აჭარაში – 144, იმერეთში – 83, ქვემო ქართლში – 41, შიდა ქართლში – 36, გურიაში – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 102, კახეთში – 35, მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. 

ამასთან, 30 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.7%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.

კოვიდ-19-ის შესახებ ყველა საარქივო მასალისთვის ეწვიეთ ბმულებს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button