ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი 10 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძეა, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გამოძიებას ითხოვს.

„მაცნობეს, რომ მას შემდეგ უფრო მეტი მომიტინგე გაასამართლეს, თუმცა  სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ჯერ კიდევ არ მიუციათ პასუხისგებაში“, – წერს ო’ფლაერტი.

მისი თქმით, იანვარში საქართველოში ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაარწმუნა ის, რომ „მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ“,  მაგრამ „რამდენიმე თანამდებობის პირმა […] აღიარა, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული“.

მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი საქართველოს პროკურორმა უფრო ფართო გამოძიების ფარგლებში უნდა განიხილოს და გატარებული ზომების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა.

This post is also available in: English

Back to top button