Placeholder canvas
ახალი ამბები

COVID-19 – ყველა სიახლე: ივნისი 2020 / არქივი

კოვიდ-19-ის შესახებ მიმდინარე სიახლეებისათვის ეწვიეთ ამ ბმულს.

30 ივნისი, სამშაბათი

13:30 – საქართველოში ყველა შემომსვლელისთვის სავალდებულო კარანტინი ძალაში რჩება

საქართველოში ყველა შემომსვლელისთვის სავალდებულო კარანტინი კვლავ ძალაში რჩება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს – ერთადერთ კატეგორიას, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლის უფლება აქვს – ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ ადგილებში ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

გამყრელიძის თქმით, შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება დიდი ოჯახებისთვის, რომელთაც ორი კვირით თვითიზოლაციას შესთავაზებენ.

10:30 – დადასტურებული შემთხვევები 2-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით, 928-მდე გაიზარდა.
ამასთან, კიდევ 3 ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 794-ს მიაღწია.
ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 199 აქტიური შემთხვევაა.
29 ივნისი, ორშაბათი
15:00 – პოლონეთმა საქართველოს დამცავი სამედიცინო საშუალებები გამოუგზავნა

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისათვის სამოკავშირეო დახმარების ფარგლებში პოლონეთმა საქართველოს კოვიდის პანდემიასთან საბრძოლველად სამედიცინო დამცავი საშუალებები გამოუგზავნა. დახმარება 6 800 დამცავ ფარსა და 5 400 ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს მოიცავს.

12:22 – ცხინვალის რეგიონში კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კოვიდ-19-ისაგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რითაც აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9-მდე შემცირდა, იუწყება ახალი ამბების სააგენტო „რესი“ ცხინვალიდან.

ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა 5 მაისს დადასტურდა. სულ რეგიონში კოვიდ-19-ის 85 შემთხვევა გამოვლინდა. ამათგან, 76 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

10:30 – დადასტურებული შემთხვევები 2-ით გაიზარდა, კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით, 926-მდე გაიზარდა.

ამასთან, კიდევ 6 ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 791-ს მიაღწია.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 120 აქტიური შემთხვევაა.

28 ივნისი, კვირა

13:48  – ცხინვალში კოვიდ-19-ისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსისაგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით რეგიონში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 14-მდე შემცირდა. ცნობას ცხინვალიდან ახალი ამბების სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

13:00 – საქართველოში მე-15 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ეს ახალი კორონავირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების უკვე მე-15 შემთხვევაა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 924-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 785 გახდა.

27 ივნისი, შაბათი

14:48 – ცხინვალში კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსისაგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რითაც აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 17-მდე შემცირდა, იუწყება ახალი ამბების სააგენტო „რესი“ ცხინვალიდან.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 2-ით გაიზარდა, კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 921-მდე; გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი კი 1-ით – 781-მდე გაიზარდა.

26 ივნისი, პარასკევი

11:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევები 21-მდე შემცირდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 21-მდე მოიკლო – იუწყება ახალი ამბების სააგენტო „რესი“.

დღემდე ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 85 შემთხვევაა აღრიცხული.

10:25 – დადასტურებული შემთხვევები 2-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 919-მდე; გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი კი 4-ით – 780-მდე გაიზარდა.

25 ივნისი, ხუთშაბათი

17:00 საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა 31 ივლისამდე გახანგრძლივდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 31 ივლისის ჩათვლით  გახანგრძლივდა, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება კი მიღებული იქნება „მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით“.

სააგენტო მგზავრებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღი ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით და ფრენის განრიგები არ დადასტურდება.

13:00 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა, კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 917-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 776 გახდა.

24 ივნისი, ოთხშაბათი

11:10 – ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვევები ერთით გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა ერთით, 85-მდე გაიზარდა – იუწყება ახალი ამბების სააგენტო “რესი“.

წყაროს თანახმად, ინფიცირებული პირი რუსეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნდა.

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის ინფექციის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 33-ს აღწევს.

10:50 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 914-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 771 გახდა.

23 ივნისი, სამშაბათი

11:20 – ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვევები ერთით გაიზარდა

ახალი ამბების სააგენტო “რესის” ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ერთით მოიმატა. სულ ოკუპირებულ რეგიონში 84 შემთხვევაა აღნუსხული.

წყაროს თანახმად, ბოლო ინფიცირებული პირი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში დაბრუნდა.

აქტიური შემთხვევების რაოდენობა ცხინვალში ამჟამად 34-ს აღწევს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა, კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 911-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი. ამით ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 768 გახდა.

22 ივნისი, ორშაბათი

16:30 – გამყრელიძე: დღვანდელი ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდსიტუაცია, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა, მისივე განმარტებით, იმის პროგნოზირება, თუ რა იქნება რამდენიმე თვეში რთულია.

გამყრელიძისვე განცხადებით, ცენტრს ცესკოსა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დავალება მიეცა, რომ საარჩევნო და წინასაარჩევნო კამპანიასთან მისადეგებული რეკომენდაციები შეიმუშაოს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 2-ით გაიზარდა, კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 908-მდე გაიზარდა. კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთლდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 761 გახდა.

09:00 – ოკუპირებული აფხაზეთი ენგურის გამშვებ პუნქტს რეგიონის მკვიდრებისთვის დროებით ხსნის

აფხაზეთის “კაგებეს” ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთი ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტს ორი დღით, 25 ივნისამდე ხსნის. გამშვები პუნქტის გავლით ოკუპირებულ რეგიონში მოხვედრას აფხაზეთის მკვიდრები შეძლებენ.

გამშვები პუნქტის გავლის შემდგომ ყველა პირს ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება, იუწყება “კაგებე.”

21 ივნისი, კვირა

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით, 906-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 755-მდე გაიზარდა.

20 ივნისი, შაბათი

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაზაირდა, კიდევ 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 898-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 752 გახდა.

19 ივნისი, პარასკევი

11:30 მთავრობა საგანმანათლებლო და „სათავგადასავლო“ სპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია სივრცის ყველა „სათავგადასავლო“ სპორტული აქტივობა (რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები) დასაშვები ხდება.

11:00 – ოკუპირებულ ცხინვალში ვირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3-ით – 43-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 37-ია.

10:50 – დადასტურებული შემთხვევები 2-ით გაიზარდა, კიდევ 2 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 895-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. ამით ვრუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 741 გახდა.

18 ივნისი, ხუთშაბათი

11:40 – სპეციალური ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეეები გერმანიაში ჩასვლისას სავალდებულო კარანტინს არ გაივლიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, 15 ივნისიდან, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც გერმანიის ტერიტორიაზე შესვლის სპეციალური ნებართვა აქვთ, სავალდებულო 14 დღიან კარანტინს არ გაივლიან.

მინისტრის განმარტებით, გამონაკლისი ეხებათ, მათ, ვინც სწავლობენ გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში, აგრეთვე გერმანიაში სამკურნალოდ მიმავალ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან ნებართვა აქვთ და, ასევე, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით და სამსახურებრივი მივლინებით ჩასულებს.

„რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს შეზღუდვების მოხსნას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ვინც ტურისტული ან სხვა მიზნით მიემგზავრება გერმანიაში. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული“, – დასძინა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

10:45 – დადასტურებული შემთხვვები 5-ით გაიზარდა, კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 893-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 739 გახდა.

17 ივნისი, ოთხშაბათი

15:15 – მთავრობამ კოვიდ-19-ზე სავალდებულო ტესტირების ჩატარების ჯგუფი გააფართოვა

საქართველოს მთავრობის 15 ივნისის დადგენილებით, კოვიდ-19-ზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული რისკ-ჯგუფების ნუსხა გაფართოვდა.

ახალი დადგენილების მიხედვით, კოვიდ-19-ზე შემოწმდებიან:

  • შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტები;
  • დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები;
  • თვითიზოლაციასა და კარანტინის რეჟიმში მყოფი პაციენტები;
  • სამედიცინო პერსონალი;
  • საკარანტინო სივრცეებში მომუშავე პერსონალი;
  • საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები;
  • ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი;
  • საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (გარდა ტრანზიტისა);
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებების პერსონალი;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები;
  • წვევამდელები.

11:00 – ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვევები 80-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 80-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

10:45 – დადასტურებული შემთხვევები 9-ით გაიზარდა, კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 888-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 731 გახდა.

16 ივნისი, სამშაბათი

15:00 – ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან დაბრუნებულ რეგიონის მკვიდრებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე კოვიდ-19-ზე ტესტს ჩაუტარებს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან დაბრუნებულ აფხაზეთის მკვიდრებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე კოვიდ-19-ზე ტესტს ჩაუტარებს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, რეგიონში მკვიდრებისგან საზღვარზე ბიოლოგიურ მასალას აიღებენ და სადიაგნოსტიკოდ ლაბორატორიაში გადააგზავნიან.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთთან საზღვარის გახსნა 1 ივლისამდე გადაავადა.

საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვა არ ეხებათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს.

10:40 – კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 724-მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

15 ივნისი, ორშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ახალი ინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კადეტია. მას სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

15:00 – ოკუპირებული აფხაზეთი შეზღუდვების ნაწილს ამსუბუქებს

ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ამსუბუქებს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

15 ივნისიდან მასობრივი თავყრილობები (მათ შორის, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ასევე ქორწილები) დასაშვები იქნება.

აგრეთვე, დღეიდან მუშაობას განაახლებენ, სპორტული დარბაზები, სპა ცენტრები, სილამაზის სალონები და სტომატოლოგიური კაბინეტები.

შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ ღია ტიპის აგრარულ ბაზრებსაც.

12:17 – რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა განაახლა

საქართველოს რკინიგზამ 15 ივნისიდან მგზავრთა გადაყვანა განაახლა. მატარებლით მგზავრობისას, მოქალაქეები სავალდებულო თერმოსკრინინგს გაივლიან. ამასთან, მათ პირბადეების ტარების ვალდებულება ექნებათ.

12:15 – შიდა ტურიზმი გაიხსნა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი ოფიციალურად გაიხსნა.

12:10 – სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო ზომები მოიხსნა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო ზომები მოიხსნა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 15 მაისს ამოქმედდა.

12:00 – პირბადის ტარების წესის შესახებ კანონი ძალაშია

პირბადის წესის ტარების შესახებ კანონი დღეიდან ოფიციალურად ძალაშია. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე ძალაშია.

დადგენილების მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულოა:

  • სავაჭრო ობიექტებში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, მეტროპოლიტენსა და ტაქსებში;
  • სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში;
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • შეხვედრებზე გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, რომ პირბადე არ გამოიყენოს (სავალდებულოა 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა).

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რომ პირბადის სავალდებულო ტარებისთვის ის ადგილები შეირჩა, სადაც „ვირუსის გავრცელების მაღალი რისკებია“.

მისივე თქმით, ეს წესი არ შეეხებათ:

  • 6 წლამდე ასაკის ბავშვებს;
  • იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა;
  • შშმ პირებს;

აგრეთვე, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, სპეციალური სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას (მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება);

მეზვრიშვილის განცხადებით, პირბადის ტარების სავალდებულო წესის დარღვევისთვის, შესაბამისი სანქციები (ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული კი – 500 ლარით დაჯარიმდება) ამოქმედდება.

11:30 – ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში ახალი კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 78-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, ახალი ინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები არიან.

მოცემული მომენტისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ვირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

10:45 – დადასტურებული შემთხვვები 15-ით გაიზარდა, კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 15-ით – 879-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 704 გახდა.

14 ივნისი, კვირა

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 13-ით გაიზარდა, კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 13-ით – 864-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 703 გახდა.

13 ივნისი, შაბათი

23:25 – კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ეს ახალი კორონავირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების უკვე მე-14 შემთხვევაა.

13:35ოკუპირებული ცხინვალში ახალი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის ოთხი ახალი შეთხვევა გამოვლინდა და რეგიონში დადასტურებული შემთხვევები 76-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. იმავე წყაროს ცნობით, რეგიონში ვირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

10:05 – დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 851-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 702 გახდა.

12 ივნისი, პარასკევი

23:00 – ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან საზღვარს 1 ივლისამდე არ გახსნის

ოკუპირებულმა აფხაზეთმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთთან საზღვარის გახსნა 1 ივლისამდე გადაავადა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვა არ ეხებათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს.

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამით რეგიონში დადასტურებული შემთხვევები 37-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ახალი ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის კადეტია, რომელიც რეგიონში სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა. მას სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

15:05 – დადასტურებული შემთხვევები 6-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები კიდევ 6-ით 843-მდე გაიზარდა.

13:30 – პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება

დახურულ საჯარო სივრცეში, ტაქსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროპოლიტენით გადაადგილების დროს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქეები 20 ლარით დაჯარიმდებიან. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამის ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით 12 ივნისს დაუჭირა.

ამავე ცვლილების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვებისთვის სივრცის მფლობელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ 15 ივლისამდე ასევე იზღუდება ქორწილების, ნათლობების, ქელეხების გადახდა და 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში, თითოეული მოქალაქე 2 000 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარი იქნება.

13:00 – NCDC სამომავლო კრიზისების შესაძლებლობის გათვალისწინებით, რისკების კომუნიკაციის სტრატეგიას შეიმუშავებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) სამომავლო კრიზისების შესაძლებლობის გათვალისწინებით, რისკების კომუნიკაციის სტრატეგიას შეიმუშავებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, სტრატეგიის მიზანი ჯანდაცვის მიმართულებით საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების შემთხვევაში, მოსალოდნელი რისკის, მისი შედეგების, შეფასების და მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ საზოგადოების დროული და ეფექტიანი ინფორმირება იქნება.

სტრატეგიის შემუშავებაში, ასევე ჩართულები იქნებიან გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG). სტრატეგიის შემუშავება დიდი ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით (60 000 აშშ დოლარი) განხორციელდება.

დოკუმენტში ასახული იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით მათი ეთნიკური, კულტურული, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა და წარმომავლობის მიუხედავად.

„საზოგადოებასთან ეფექტიანი და ღია კომუნიკაციის აუცილებლობა კრიზისის დროს პანდემიის ერთ-ერთი გაკვეთილია“, – თქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

„სტრატეგიაში თავმოყრილი იქნება იმ სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების გამოცდილება, რომლებიც საქართველომ პანდემიის დროს მიიღო. თუმცა, აღნიშნული იქნება ის სფეროებიც, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგალითად უმცირესობებთან და მოწყვლად ჯგუფებთან მიზანმიმართული კომუნიკაციის აუცილებლობა“, – აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

11:30 – ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში ახალი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ოთხი ახალი ინფიცირებულიდან 2 რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია, რომლებიც რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ, მესამე ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, მეოთხე კი – სამხედრო მოსამსახურეა.

ამასთან, იმავე წყაროს ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

10:40 – დადასტურებული შემთხვევები 6-ით გაიზარდა, კიდევ 3 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 6-ით – 837-მდე გაიმზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვი 697 გახდა.

11 ივნისი, ხუთშაბათი

16:25 – დადასტურებული შეთხვევები 3-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 3-ით – 831-მდე გაიზარდა.

13:40 – გამყრელიძის თქმით, საქართველოს შეუძლია, რომ სომხეთს დღეში 500-დან 1 000 ტესტის ჩატარებაში დაეხმაროს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს შეუძლია, რომ დღეში კოვიდ-19-ზე სომხეთიდან აღებულ ნიმუშებზე 500-დან 1000-მდე ტესტი ჩაატაროს ან მეზობელ ქვეყანას ტესტების გარკვეული რაოდენობა აჩუქოს.

მისივე განმარტებით, დღეს, საღამოს, საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება და სომხეთის დახმარებისთვის დამატებითი დეტალები დაზუსტდება.

 11:10 – საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

კოვიდ-19-თან გასამკლავებლად საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება;

მთავრობის სხდომის დაწყების წინ, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გლობალური ეპიდემიოლოგიური კრიზისის ფონზე, ურთიერთთანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ საჭირო დახმარების იდენტიფიცირების მიზნით, სამთავრობო გუნდი სომეხ კოლეგებთან ყოველდღიურ კავშირზეა.

11:05 – ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ახალი ინფიცირებულები ვოლგოგრადიდან ჩამოსული ოსი კადეტები არიან.

10:45 – დადასტურებული შემთხვევებით 1-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით – 828-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 694 გახდა.

10 ივნისი, ოთხშაბათი

21:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით – 827-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „Palitra News“ – თან საუბარში თქვა, რომ ინფექციის ხუთი ახალი შემთხვევის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

12:00 – საქართველო ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენის თარიღს გადაავადებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელში კოვიდ-19-ის ახალი დადასტურებული შეთხვევების გამოვლენის ფონზე, ისრაელის მთავრობამ საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადავადება სთხოვა.

„ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის [ნიშნის] ქვეშ ვერ დავაყენებთ“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ ტურიზმის გახსნიდან მიღებული ვირუსის ახალი შემთხვევები ქვეყანას შეიძლება ძვირი დაუჯდეს.

ისრაელი სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, იმ ქვეყნების ჩამონათვალში შედიოდა, რომელთანაც ორივე მიმართულებით მოგზაურობისთვის საზღვარი გაიხსნებოდა.

მოცემული მომენტისთვის, ორმხრივი მოგზაურობისთვის საზღვრების გახსნის თაობაზე მოლაპარაკებები ჩეხეთის რესპუბლიკასთან, საბერძნეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმდინარებს.

10:05 – დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4-ით მოიმატა, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით – 822-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი, რითაც განკურნებულთა საერთო რაოდენობა 690 გახდა.

9 ივნისი, სამშაბათი

15:15 – ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, საგამოცდო სივრცეებში დაცული იქნება სოციალური დისტანცია და ერთ ოთახში მხოლოდ 10 აბიტურიენტი განთავსდება. ასევე აბიტურიენტებს და გამომცდელებს პირბადეების ტარების ვალდებულება ექნებათ. აგრეთვე, საგამოცდო მერხების წინა მხარეს ბარიერის სახით გამჭვირვალე ფარები დამონტაჟდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ გამოცდების დროს თერმოსკრინინგი აუცილებელი პროცედურა იქნება და გამოცდაზე მისული აბიტურიენტებისთვის სხვადასხვა სახის პროტოკოლი იმოქმედებს. მაგალითად, თუკი აბიტურიენტს კოვიდ-19-ზე ტესტი წინასწარ აქვს გაკეთებული და ის უარყოფითია, თუმცა მას ტემპერატურა აღენიშნება, იგი გამოცდაზე მაინც დაიშვება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გამოსაცდელს ტემპერატურასთან ერთად, ვირუსის სხვა სიმპტომებიც აქვს (ხველა, სუნთქვის გაძნელება) გამოცდაზე მაინც დაიშვება, თუმცა იზოლირებულ ოთახში.

„გამოცდაზე არ დაიშვება აბიტურიენტი, ვინც [კოვიდ-19-ზე] წინასწარ არ იქნება ტესტირებული და მას ბოლო დღეების განმავლობაში სიმპტომები ექნება“, – თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, აბიტურიენტს, რომელსაც პირველ გამოცდაზე დაიშვა და ვირუსის მახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამასთან ჩატარებული ჰქონდა ტესტი, მეორე გამოცდამდე ტესტის გამეორების ვალდებულება იქნება.

ტესტისთვის საჭირო ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.

14:15 – მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა

მთავრობამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შედეგების აღმოსაფხვრელად საბიუჯეტო ხარჯების ზრდას გეგმავს.

2020 წლის განახლებული ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები დაახლოებით 16 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც თავდაპირველ მაჩვენებელს 1.5 მილიარდი ლარით აღემატება. მთავრობის გეგმით, ანტიკრიზისულ ზომებზე, პანდემიით გამოწვეულ სხვა ხარჯებთან ერთად, ჯამში 3.4 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

წაიკითხეთ დაწვრილებით:

14:00 – ევროპის საბჭო ქართულ ციხეებში კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დახმარებას აგზავნის

კოვიდ-19-ის პანდემიის დროს პატიმართა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლების დახმარების მიზნით, ევროპის საბჭომ ხუთ წევრ სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს დამცავი სამედიცინო საშუალებები გადასცა. საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებას შეადგენს 6 500 ნიღაბი, 2 500 დამცავი ფარი და 500 ლიტრი სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარი, ასევე პულსის საზომი 20 აპარატი, 5 000 ერთჯერადი ბახილი და 3 000 ერთჯერადი სამედიცინო ქუდი.

საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება, რომლის თაობაზეც ევროპის საბჭოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიმართეს, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის მხარდაჭერის გაძლიერების პროექტის ფარგლებში განხორციელდა (პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაფინანსდა).

10:50 – დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, კიდევ 3 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით – 818-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 686 გახდა.

8 ივნისი, ორშაბათი

11:30 – რესტორნებსა და კაფეებში ყველა სახის მომსახურება აღდგა; მუშაობა განაახლეს სავალუტო ჯიხურებმაც

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან რესტორნებსა და კაფეებში ყველა სახის მომსახურება აღდგა. შესაბამისი დაწესებულებებში მომხმარებლებს შორის სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული.

მუშაობა განაახლეს იმ სასტუმროებმაც, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმება გაირეს და კონკრეტული სახის ნებართვა აქვთ.

აღდგა სავალუტო ჯიხურების მუშაობაც.

11:20 – რკინიგზის გარდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში რკინიგზის გარდა, ყველა სახის საქალაქთაშორისო სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

მოქალაქეებს ტრანსპორტით გადაადგილებისას, პირბადეების ტარების ვალდებულება აქვთ.

10:40 – დადასტუერბული შეთხვევები 1-ით გაიზარდა, კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით – 810-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვი 683 გახდა.

7 ივნისი, კვირა

10:40 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით, გამოჯანმრთელებუთა რაოდენობა 11-ით გაზაირდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით – 809-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 ადამიანი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 674 გახდა.

6 ივნისი, შაბათი

23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1 ახალი შეთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ახალი ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც რეგიონში ახლახანს დაბრუნდა. მას სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

10:20 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 13-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 808-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო ჯამი 663 გახდა.

5 ივნისი, პარასკევი

16:30 – საქართველოში კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლში პლაქველინს კვლავ დააბრუნებენ

საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში პრეპარატ პლაქველინს კვლავ დააბრუნებენ. პრეპარატის გამოყენება 28 მაისს, დროებით მას შემდეგ შეჩერდა, რაც სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ მისი სავარაუდო უარყოფითი გვერდითი ეფექტების შესახებ დაიწერა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პლაქველინს სოლიდარობის კვლევის ფარგლებში გამოსაყენებელი მედიკამენტების ჩამონათვალშიც დააბრუნებს. კვლევა მსოფლიო მასშტაბით ჩატარდება, მათ შორის, საქართველოშიც.

11:30 – ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თორმეტივე ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

მოცემული მომენტისთვის, რეგიონში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 57-ია.

10:15 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით გაიზარდა, კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით – 805-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 650 გახდა.

4 ივნისი, ხუთშაბათი

11:30 მთავრობამ თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ, თეთრიწყაროში კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მიუხედავად ინტენსიური ტესტირებებისა, ბოლო 14 დღის განმავლობაში, თეთრიწყაროში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკვე შეიძლება გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს გახსნის მიმართულებით“, – თქვა პრემიერმა და ადგილობრივებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

წყარო: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის Facebook-ის გვერდი

10:35 – დადასტურებული შდამთხვევები 1-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით – 801-მდე გაიზარდა. კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 644 გახდა.

3 ივნისი, ოთხშაბათი

23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შეთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. შვიდივე ინფიცირებული სტუდენტია. ისინი რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ. მათ სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

20:00 – ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს და ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში, სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, სამოგზაუროდ საზღვრებს საქართველოსთვისაც გახსნის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელისვე განცხადებით, აქტიურად მიმდინარებს მუშაობა, იმისთვის, რომ „საქართველო რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გამოაცხადოს უსაფრთხო ქვეყნად და გაიხსნას ტურისტებისთვის“.

მისივე თქმით, ორივე მიმართულებით მოგზაურობისთვის შეთანხმება თითქმის მიღწეულია ისრაელთან და მოლაპარაკება მიმდინარეობს საბერძნეთთან.

18:00 – ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მყარდება

ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით გამყარება დაიწყო. მოცემული მომენტისთვის, ბლუმბერგის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.01 ლარია.

24 მარტის მდგომარეობით, ერთი აშშ დოლარი 3.54 ლარი ღირდა.

11:30 ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 45-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით, რეგიონში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

სამი ახალი ინფიცირებულიდან 2 რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ერთი კი – მედპერსონალის წარმომადგენელი.

ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსისგან უკვე 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

11:00 – კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ისგან განკურნებულთა რიცხვი 6-ით – 640-მდე გაიზარდა.

2 ივნისი, სამშაბათი

23:50 – დადასტურემბული შემთხვევების რაოდენობა 4-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით – 800-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება, სამი კი – სატვირთო ავტომანაქენბის მძოლია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

23:35 – კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის მქონე კიდევ ერთი – მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ მედიასთან საუბარში თქვა, რომ გარდაცვლილი 75 წლის კაცი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკვიდრი იყო.

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებული აფხაზეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით რეგიონში აქტიური შემთხვევების რაოდენობა ნულს გაუტოლდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის სულ 28 შემთხვევა იყო დადასტურებული, მათგან 27 სრულად გამოჯანმრთელდა, ერთი კი – გარდაიცვალა.

11:00 დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2-ით გაიზარდა, კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2-ით – 796-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რადენობა 634 გახდა.

1 ივნისი, ორშაბათი

13:30 – გამყრელიძის თქმით, ქვეყანა მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებიდან, მაგალითად – სომხეთიდან ტურისტებს არ მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში თქვა, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყენებიდან ტურისტებს არ მივიღებთ. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან მეზობელი სომხეთი დაასახელა.

მისივე თქმით, საზღვრები, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. „მწვანე ზონებად“ მიჩნეული ქვეყნებისთვის გაიხსნება, საიდაც ვირუსის შემოტანის ყველაზე მინიმალური რისკია. ამასთან, გამყრელიძისვე განმარტებით, მუშავდება გარკვეული პროცედურებიც, რომლებსაც ტურისტები დაექვემდებარებიან. აგრეთვე, დაზუსტდება ისიც, თუ რა ტიპის სამედიცინო დოკუმენტი უნდა წარადგინოს საზღვარზე ქვეყანაში შემოსვლის მსურველმა და შემდგომ მათზე დაკვირვების მექანიზმიც იმუშავებს. სპეციალური პროტოკოლები შემუშავდება სასტუმროებისთვისაც, სადაც ტურისტები განთავსდებიან.

მანამდე, 7 მაისს, მთავრობამ ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა და განმარტა, რომ ქვეყანა უცხოელი ტურიზმისთვის მზად 1 ივლისისთვის იქნება.

12:10 – ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოქალაქეებისთვის დახმარების მიცემა გრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც კოვიდ-19-სის პანდემიის დროს შემოსავალი დაკარგეს, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაპირებული დახმარების (200 ლარი თვეში, ჯამში 1 200 ლარი) მიცემა გრძელდება და ამ მომენტისთვის 72 000-ზე მეტ მოქალაქეს შესაბამისი თანხა უკვე ჩაერიცხა. მინისტრისვე განმარტებით ჯამში ამ მიმართულებით უკვე 14 მლნ ლარზე მეტი დაიხარა.

ამასთან, ტიკარაძემ ისიც აღნიშნა, 15 მლნ ლარზე მეტი ოდენობის თანხა დაიხარჯა 51 000-ზე მეტი თვითდასაქმებულის დასახმარებლადაც. აგრეთვე, იმ სოციალურად დაუცველი ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-100 000-მდეა, აგრეთვე მრავალშვილიან ოჯახებსა და იმ ოჯახებს, რომელთაც შშმ ბავშვები ჰყავთ, სრულად ჩაერიცხათ მაისის სოციალური დახმარების თანხაც.

მისივე განმარტებით, მონაცემების დამუშავება ახლაც მიმდინარეობს და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება პირველ ივლისამდე გაგრძელდება და დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გადახდაც ეტაპობრივად მოხდება. „კომისიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ დახმარება იყოს დროული და შეუფერხებელი“, – დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.

12:00 – სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს

დღეიდან ქვეყანაში მუშაობა განაახლა ყველა სახის მაღაზიამ, მათ შორის, სავაჭრო ცენტრებმა. ასევე გაიხსნა ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ეს ყველაფერი იწვევს მოქალაქეების მობილობის გაზრდას და ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის.

„ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, საერთოდ შეუძლებელია, ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. ეს არის გლობალური პანდემია, გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება მსოფლიომ ერთად უნდა იზეიმოს“, – აღნიშნა პრემიერმა და მოქალაქეებს „ელემენტარული წესების“ დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-ით გაიზარდა, კიდევ 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-ით – 794-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი. ამით კოვიდ-19-ისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 624 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინე ეზუგბაიას თქმით, 11 ახალი ინფიცირებულიდან 8-ის წყარო ე.წ. საბურთალოს კლასტერია, დანარჩენი სამი პაციენტი კი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდან არის.

კოვიდ-19-ის ივნისამდელი საარქივო მასალებისათვის ეწვიეთ ბმულებს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button