
„ქართულმა ოცნებამ“ ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის, ანტიკორუფციული ბიუროსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ კანონები მიიღო
საქართველოს სადავო პარლამენტმა საშემოდგომო სესიის დასასრულს რამდენიმე კანონი მიიღო, რომლებიც ემიგრანტი ქართველებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას, ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ასევე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.
17 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. ცვლილების თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილეების თანამდებობები.
საკანონმდებლო ორგანომ ასევე მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც კანონდამრღვევი არასრულწლოვნების სპეციალურ დაწესებულებებში მოთავსებას ითვალისწინებს.
This post is also available in: English