ახალი ამბები

საქსტატი: 2025 წლის მესამე კვარტალში მშპ 6.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.4%-ით გაიზარდა და 27.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1%), განათლება (20.7%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (13.0%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.7%),  ტრანსპორტი და დასაწყობება (8.1%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა, მათ შორის ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი  (3.0%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (-8.7%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-5.4%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-3.3%).  

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.0%) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.4%). შემდეგ პოზიციებს იკავებს  უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8.8%),  მშენებლობა (8.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.4%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.3%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2%), სახელმწიფო მმართველობა  (6.0%), განათლება (5.4%).

„საქსტატი“ დაზუსტებულ მონაცემებს 2026 წლის 16 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

This post is also available in: English

Back to top button