skip to content
ახალი ამბებიდაუჯგუფებელი

COVID-19 – ყველა სიახლე: სექტემბერი 2020 / არქივი

კოვიდ-19-ის შესახებ მიმდინარე სიახლეებისათვის ეწვიეთ ამ ბმულს.

30 სექტემბერი, ოთხშაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 32 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 71-ით – 1 458-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 32 ადამიანი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 530 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 917-ია.

13:30 – დღეს გარდაცვალების უკვე მე-3 შემთხვევა დაფიქსირდა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი. ეს დღეს ვირუსის მქონე პაციენტების გარდაცვალების უკვე მე-3 შემთხვევაა. არსებული მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის მქონე სულ 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

11:40 – კიდევ 1 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 38 გახდა. 

11:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 100-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 1 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 37 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, 69 წლის მამაკაცი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა, რომელსაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების ფონზე, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, ასევე მოციმციმე არითმია და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 326-ით გაიზარდა, კიდევ 796 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 326-ით – 6 192-მდე გაიზარდა. პრალელურად, გამოჯანმრთელდა კიდევ 796 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 3 120-ს მიაღწია. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ვირუსის გავრცელების კუთხით ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება, ახალი შემთხვევებიდან 235 სწორედ აქ გამოვლინდა, 38 იმერეთში, 30 თბილისში, 14 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 გურიაში, კახეთში, 1-1 კი – მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

29 სექტემბერი, სამშაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 59 გამოჯანმრთელდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 35-ით – 1 387-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 59 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 494-ს მიაღწია. 1-ით 11-მდე გაიზარდა ვირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 884-ია.

18:50 – კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 36 გახდა.

14:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1-ით – 95-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში, სულ 5 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 

13:00 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 34 გახდა.

11:05 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი, ამით ქვეყანაში კოვიდ-19-ის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 33 გახდა. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, 55 წლის ქალი აჭარაში გარდაიცვალა, რომელსაც ჰქონდა ბევრი ისეთი თანმხლები დაავადება, როგორებიცაა – შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი და ორმხრივი მძიმე, მწვავე პნევმონია.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 314, კიდევ 270 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 314-ით – 5 866-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 270 ადამიანი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 2 324-ს მიაღწია. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 225 აჭარაში გამოვლინდა, 35 თბილისში, 22 იმერეთში, 18 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 შიდა ქართლში, 3 სამცხე-ჯავახეთში, 1-1 გურიასა და ქვემო ქართლში. 

28 სექტემბერი, ორშაბათი

18:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 34 გამოჯანმრთელდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ის ახალი შეთხვევები 20-ით – 1 352-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 34 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 434-ს მიაღწია. პარალელურად, 1-ით – 10-მდე გაიზარდა, კოვიდ-19-ისე მქონე გარდაცვლილი პაციენტთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 908-ს შეადგენს.

17:30 – კოვიდ-19-ით ინფიცირებულთათვის კიდევ 735 საწოლია თავისუფალი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 735 საწოლია თავისუფალი.

17:10 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი, რითაც ქვეყანაში კორონავირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 32-ს მიაღწია. 

12:00 – უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების ახალი წესი განისაზღვრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების ახალი წესი განისაზღვრა. კერძოდ, მისი განმარტებით, პირს, რომელსაც ტესტირების ჩატარების დღიდან „გაუვიდა მე-12 დღე და მას სიმპტომები არ აღენიშნება“, განმეორებითი ტესტის გარეშე „შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას“.

„მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში, ადამიანი, პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი, შესაძლოა, დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია ან პრაქტიკულად არ არსებობს“, – თქვა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება სიმპტომურ პაციენტებს, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ამ შემთხვევაში, გამოჯანმრთელებამდე მინიმალური ხანგრძლივობა 13 დღეა, აქედან 10 დღე სიმპტომების, 3 კი – უსიმპტომო პერიოდია.

11:40 – ოზურგეთში სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „ოზურგეთის ყველა საჯარო [42] და ორი სასულიერო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა“.

11:30 – ბაღებსა და უნივერსიტეტებში სწავლის განახლების თარიღები ცნობილია

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები, 19 ოქტომბრიდან კი – უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები.

განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 1 ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას სკოლებს დაუბრუნდებიან, თუმცა მშობელს დისტანციური სწავლების არჩევის უფლება რჩება.

11:10 – კიდევ 3 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტი. ამით ქვეყანაში კოვიდ-19-ის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 31 გახდა. 

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 298-ით გაიზარდა, კიდევ 148 გამოჯანმრთელდა

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 298-ით – 5 552-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 148 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 2 054-ს მიაღწია. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 175 აჭარაში გამოვლინდა, 38 იმერეთში, 32 თბილსში, 16 გურიაში, 14 სამეგრელო-ზემო სვანეთი, 11 სამცხე-ჯავახეთში, 7 ქვემო ქართლში, ხოლო კახეთში – 4.

27 სექტემბერი, კვირა

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 31 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 46-ით – 1 332-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 31 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 400 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 923-ია.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 294-ით გაიზარდა, კიდევ 87 გამოჯანმრთელდა

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 294-ით – 5 254-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 906-ს გაუტოლდა. 

26 სექტემბერი, შაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 9 გამოჯანმრთელდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 41-ით – 1 286-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი და ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 369-ს გაუტოლდა. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რითაც კოვიდ-19-ით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 9-ს მიაღწია, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 908-ის ტოლია.

16:00 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი. ამით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. 

15:50 – შსს-მ თელავში, საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონის ქალაქ თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც საკარანტინო სივრცეა განთავსებული, 29 წლის ახალგაზრდა კაცი სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. ამავე ინცორმაციით, იგი საკარანტინო სივრცეში 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მოათავსეს.

შსს-ს განმარტებით, გარდაცვლილის ცხედარი შესაბამისი კვლევების ჩატარების მიზნით ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 296-ით გაიზარდა, კიდევ 60 გამოჯანმრთლდა

ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 296-ით – 4 960-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 60 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 1 819-ს მაღწია. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების, ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 166 აჭარაში გამოვლინდა, 55 იმერეთში, 41 თბილისში, 18 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 გურიაში, 3 ქვემო ქართლში, 1-1 კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

25 სექტემბერი, პარასკევი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 6 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევბი 68-ით – 1 245-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 366-ს მიაღწია, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 871-ია. 

17:40 – ოკუპირებულ ცხინვალში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შეთხვევები 2-ით – 93-მდე გაიზარდა. მოცემული მომენტისთვის, ოკუპირებულ რეგიონში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3-ს შეადგენს.

11:05 – კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი. ეს ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 27 გახდა. 

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 265-ით გაიზადა, კიდევ 54 გამოჯანმრთელდა

ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 265-ით – 4 664-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 54 პაციენტი რითაც, ვირუსის განგანკურნებულთა საერთო რაოდენობამ 1 759-ს მიაღწია. 

ინფექციური სააადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს, აქ კოვიდ-19-ის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 თბილისში, 27 იმერეთში, 6-6 კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 4 სამცხე-ჯავახეთში, 3 ქვემო ქართლში, 2 კი – შიდა ქართლში.

24 სექტემბერი, ხუთშაბათი

17:40 – ოკუპირებულ აფხაზეთში 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 30 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ოკუპირებულ რეგიონში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 177-ს გაუტოლდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 30 პაციენტი და ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 360 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 809-ის ტოლია.

17:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალის სოფელ წინაგარში კოვიდ-19-ის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ოკუპირებულ რეგიონში დადასტურებული შემთხვევები 91 გახდა.

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, ეს 30 აგვოსტოდან დღემდე, ვირუსის პირველი ახალი დადასტურებული შემთხვევაა. შესაბამისად, არსებული მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მხოლოდ ერთი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

14:00 – 1 ოქტომბრიდან I-VI კალსის მოსწავლეები სწავლას სასწავლო დაწესებულებებში განაგრძობენ

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გარდა აჭარის რეგიონისა, 1 ოქტომბრიდან I-VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. მისივე განცხადებით, ეს ეხება – თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს. ფოთსა და გორში კი – 1 ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა ყველა კლასში გაგრძელდება.

რაც შეხება უმაღლეს სასწავლებლებსა და აჭარის რეგიონს, აქ სწავლა ჯერჯერობით კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

13:55 – აჭარაში დამატებითი შეზღუდვები წესდება

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, აჭარაში არსებული ეპიდვითარების გათვალიწინებით, დამატებითი შეზღუდვები წესდება. კერძოდ, 25 სექტემბრიდან, რესტორნები მომხმარებლებს 22:00 საათის შემდეგ აღარ მოემსახურებიან.

აგრეთვეც, 25 სექტემბრიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად შეწყვეტს ფუნქციონირებას.

13:50 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 1 პაციენტი, რითაც ქვეყანაში კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 26-ს მიაღწია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 70 წლის კაცი აჭარაში გარდაიცვალა და იგი საავადმყოფოში 17 სექტემბერს, კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მისივე თქმით, გარდაცვლილს ვირუსის პარალელურად, ისეთი მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, როგორებიცაა – გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. 

11:30 – პრემიერი თქმით, ქვეყნის მასშტაბით მკაცრი საკარანტინო ზომების მიღება არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით მკაცრი საკარანტინო წესების ამოქმედება არ იგეგმება. მისივე თქმით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მხოლოდ „ლოკალური“ და „მიზნობრივი“ შეზღუდვები ამოქმედდება.

პრემიერისვე განმარტებით, ჯანდაცვის სისტემა სიტუაციის კლინიკურად მართვისთვის „სრულად“ მზად არის. მანვე ვირუსთან ბრძოლის კონტექსტში, მოქალაქეების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აღნიშნა და მათ არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არის ჩვენთან. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ადაპტაციის ეტაპზე ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხვორება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს“, – დასძინა გახარიამ.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 259-ით გაიზარდა, კიდევ 62 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 259-ით – 4 399-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 62 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 1 705-ს მიაღწია. 

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდით კვლავ აჭარა ლიდერობს. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განმარტებით, ახალი შემთხვევებიდან 164 სწორედ აჭარაში გამოვლინდა, 34 თბილისში, 22 იმერეთში, 15 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1-1 კი – გორში, მარნეულსა და მცხეთაში. ამასთან, 5 ახალი შემთხვევა უცხოეთიდან არის შემოტანილი.

23 სექტემბერი, ოთხშაბათი

19:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 62-ით გაიზარდა, კიდევ 19 გამოჯანმრთელდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული 62-ით – 1 116-ით გაიზარდა. პარალელურად, გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 330 გახდა. ამასთან, ერთით – 8-მდე გაიზარდა, ვირუსუს მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობაც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 778-ია.

13:00 – აშშ-ის არმიის ევროპულმა სარდლობამ რუხის საავადმყოფოს ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა.

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კეტრინ შვაიზერი, სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესწრებოდნენ.

11:20 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.

11:10 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 24 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცვლილს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები. კერძოდ, მას ხორხის კიბოს გამო ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა, ამასთან აღენიშნებოდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, ანემია, მარჯვენა ფილტვის თრომბოემბოლია. ენდელაძისვე განცხადებით, გარდაცვლილის მდგომარეობა კოვიდ-19-ის თვალსაზრისით დადებითი იყო და ორჯერადი ტესტის შემდეგ პასუხი უარყოფითი დაფიქსირდა, თუმცა ფონური დაავადებების გამო პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა და იგი დღეს, დილის 08:00 საათზე გარდაიცვალა. 

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 227-ით გაიზარდა, კიდევ 69 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 227-ით – 4 140-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 69 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 643 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ახალი ინფიცირებულებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა, 34 თბილისი, 14 იმერეთში, 4-4 რუსთავსა და გურიაში, 2 ზუგდიდში და 1 დუშეთში.

22 სექტემბერი, სამშაბათი

19:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 26 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 054-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 26 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვი 311-ს გაუტოლდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 736-ია.

16:15 – კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 – 23-ე პაციენტი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, „[გარდაცვლილი] იყო მძიმე ავადმყოფი [საქართველოს მიერ] არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“.

11:10 – კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც ქვეყანაში, ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 22 გახდა. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცვლილებიდან ერთი 67 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ჰქონდა ისეთ თანმხლები დაავადებები, როგორებიცაა – არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია და ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ენდელაძისვე განმარტებით, მეორე გარდაცვლილი პაციენტი 20 სექტემბერს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისში 20 სექტემბერს „უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში“ გადაიყვანეს. მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტს ასევე ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და მისი მდგომარეობიდან გამოყვანაც ვერ მოხერხდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 218-ით გაიზარდა, კიდევ 40 გამოჯანმრთელდა

არსებული მდგომარეობით, ქვყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 218-ით – 3 913-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 574 გახდა. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, 47 თბილისში, 26 იმერეთში, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 2 კი – გურიაში.

21 სექტემბერი, ორშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 25 გამოჯანმრთელდაა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 56-ით – 995-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 25 ადამიანი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 285 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 703-ია. 

16:00 – ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან „სპუტნიკ ვ“ ვაქცინას ითხოვს

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთს „კორონავირუსის საწინააღმდეგო“ ვაქცინის „სპუტნიკ ვ“-ს შესყიდვის თაობაზე მიმართა. ოკუპირებული რეგიონის „ჯანდაცვის მინისტრის“ თამაზ წახნაკიას თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპი ჯერ არ დასრულებულა და ის რუსეთში ჯერ ფართოდ გავრცელებული არ არის, მოსკოვში ვაქცინის შესაძენად ზეპირი თხოვნა გაგზავნეს. მისივე თქმით, „რუსული მხარე მოთხოვნას განიხილავს“. წახნაკიას 15-20 ათასი დოზის მიღების მოლოდინი აქვს.

11:15 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

მოცემული მომენტისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რითაც ქვეყანაში კოვიდ-19-ის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 20 გახდა. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინე ეზუგბაიას თქმით, გარდაცვლილი კრიტიკულად მძიმე პაციენტი სამკურნალოდ აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი. მისივე განმარტებით, 60 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერდხა და იგი 20 სექტემბერს გარდაიცვალა.

11:10 – დადასტურებული შემთხვევები 193-ით გაიზარდა, კიდევ 40 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 193-ით – 3 695-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 534 გახდა. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინე ეზუგბაიას თქმით, ახალი ინფიცირებულებიდან, 92 აჭარაში გამოვლინდა, 53 იმერეთში, 31 თბილისში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 გურიაში, 1-1 რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა მთიანეთში.

20 სექტემბერი, კვირა

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 15 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 61-ით – 939-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 255 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 677-ია.

11:15 – დადასტურებული შემთხვევები 196-ით გაიზარდა, კიდევ 13 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 196-ით – 3 502-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 494 გახდა. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინე ეზუგბაიას თქმით, 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა, 30 თბილისში, 19 ქუთაისში, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 ქვემო ქართლში, 4 გურიაში, 2 მცხეთა-მთიანეთში და 1-1 შიდა ქართლსა და კახეთში.

19 სექტემბერი, შაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 5 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 53-ით – 878-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 240 გახდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი – 631-ია.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 187-ით გაიზარდა, კიდევ 46 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 187-ით – 3 306-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთლდა კიდევ 46 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 481 გახდა. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინე ეზუგბაიას თქმით, 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დაფიქსირდა, 30 თბილისში, 15 იმერეთში, 11 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 4 გურიაში, 3-3 კახეთსა და შიდა ქართლში, 2-2 ქვემო ქართლსა და მცხეთა -მთიანეთში, 1 კი – სამცხე ჯავახეთში. 

18 სექტემბერი, პარასკევი

17:05 – ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი 5 პაციენტიდან 4 აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ამჟამად კოვიდ-19-ით ინფიცირებულ 13 კრიტიკულად მძიმე პაციენტს მკურნალობს, მათგან 5 კი – ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, რომელთაგან ოთხი სამკურნალოდ აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. „მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით აფხაზეთის რეგიონს და თუ რამე იქ მძიმე შემთხვევები გახლავთ, სწრაფად გადმოგვყავს ისინი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ ეწევათ სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

17:00 – გამყრელიძე განმარტავს, თუ რატომ რჩება საქართველო „მწვანე ზონაში“

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, საქართველოს მასშტაბით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის საშუალო ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 2.93-ს შეადგენს. მისი თქმით, საქართველო მწვანე ზონაში დარჩება, სანამ აღნიშნული მაჩვენებელი 5-ს მიაღწევს, 5-დან 20-მდე მაჩვენებლის დროს ქვეყანა ყვითელ და ნარინჯისფერ ზონაში გადაინაცვლებს, ამის შემდეგ, იგი წითელ ზონაში მოხვდება. მიუხედავად ამისა, საშუალო ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ბოლო ორი კვირის მონაცემებით 19.4-ია, რაც რეგიონს ყვითელ ზონად აქცევს, ხოლო დედაქალაქში აღნიშნული მაჩვენებელი უკანასკნელი ხუთი დღის მონაცემებით 1.94-ს უტოლდება.

16:00 – აშშ-ის საელჩომ კოვიდ-19-თან ბრძოლის ფარგლებში ცესკოს პირადი დამცავი აღჭურვილობა გადასცა

ამერიკის საელჩომ კოვიდ-19-თან ბრძლის ფარგლებში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში 73 000 აშშ დოლარის ღირებულების ლატექსის ხელთათმანები, სახის დამცავი ფარები და დეზინფექციის საშუალებები გადასცა. საელჩოს განმარტებით, აღჭურვილობის გადაცემის მიზანი ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარებაა.

„საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას“, – წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

12:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო შეზღუდვები ისევ გამკაცრდება 

აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას 5 ოქტომბრიდან ოკუპირებულ რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად შემზღუდველი ზომების აღდგენის შესახებ.

შეზღუდვები მოიცავს მასობრივი, სპორტული და გასართობი ღონისძიებების აკრძალვას, ქორწილების აკრძალვას, სამგლოვიარო და მემორიალურ ღონისძიებებში მონაწილე პირთა რაოდენობის შეზღუდვას. გარდა ამისა, ბაზრის ადმინისტრაციებისა და კულტურული დაწესებულებებისთვის სავალდებულოა კორონავირუსთან დაკავშირებული მითითებების დაცვა.

11:10 – დადასტურებული შემთხვევები 182-ით გაიზარდა, კიდევ 13 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდეობა 182-ით – 3 119-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 ადამიანი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 435 გახდა. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინე ეზუგბაიას განმარტებით, 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დაფიქსირდა, აქედან 114 შემთხვევა ბათუმში, 11 – ქობულეთში, 3 – ქედაში, 1 შუახევში. ამასთან, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, 11 – იმერეთში, 4 – რუსთავში, 3 – გურიასა და 1 – კახეთში. 

17 სექტემბერი, ხუთშაბათი

19:00 – აფხაზეთში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 6 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 782-ს მიაღწია. ამასთან, კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 226-მდე გაზარდა. ამ დროისათვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში 549 არის.

16:00 – Wizz Air რიგის ფრენებს აღადგენს, სტუდენტებისთვის სუბსიდირებული რეისი შესრულდება, ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ბიუჯეტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით, კვირაში ერთხელ, ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენებს შეასრულებს. „დღეის მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, როგორებიცაა Lufthansa, AirFrance, Airbaltic, ასევე – საქართველოს ეროვნული გადამზიდავისთვის“, – დასძინა პრემიერმა. 

გარდა ამისა, გახარიამ აღნიშნა, რომ სტუდენტების სასწავლო დაწესებულებებში დასაბრუნებლად, უახლოეს პერიოდში, ბერლინის მიმართულებით სუბსიდირებული რეისიც შესრულდება. 

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტებთან ბრძოლაში მიკროგრანტების პროგრამების როლს. გახარიას განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონ ლარამდე გაიზრდება, ხოლო ერთჯერადი დაფინანსების მოცულობა, რომელიც 20 000 ლარი იყო, 30 000 ლარი გახდება. 

11:10 – დადასტურებული შემთხვევები 179-ით გაიზარდა, კიდევ 10 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 179-ით – 2 937-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 422 გახდა. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინე ეზუგბაიას თქმით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 126 აჭარაში გამოვლინდა, 16 იმერეთში, 15 თბილისში, 7 სამეგრელო-ზემოსვანეთში, 7 მცხეთა-მთიანეთში, 4-4 კი – გურიასა და კახეთში.

16 სექტემბერი, ოთხშაბათი

19:30 – აფხაზეთში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 6 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 756-ს მიაღწია. ამასთან, კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 198-მდე გაზარდა. ამ დროისათვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში 551 არის.

14:00 – ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებს ტემპერატურას გაუზომავენ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებს ტემპერატურას გაუზომავენ. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებს ტესტირება ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, მასობრივი ტემპერატურის გაზომვა იგეგმება კომერციულ დაწესებულებებში. 

11:00 – ახალ შემთხვევათა წყაროები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 196 ახალი შემთხვევიდან 144 დაფიქსირდა ბათუმში; 29 – თბილისში; 7 – ქუთაისში, 1 – საჩხერეში; 4 – გორში; 3 – გარდაბანში; 4 – ოზურგეთში; 2 – ზუგდიდში; 1 – ფოთში; 1 – მცხეთაში. 

10:20 – 196 ახალი შემთხვევა, კიდევ 31 გამოჯანმრთელდა

ბოლო ცნობებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის რეკორდული რაოდენობის დღიური 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 2 758-მდე გაზარდა. ამასთან, კიდევ 31 გამოჯანმრთელდა, რითაც განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1412 გახდა. 

15 სექტემბერი, სამშაბათი

19:30 – აფხაზეთში რეკორდული რაოდენობის დღიური 52 შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 6 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის რეკორდული რაოდენობის დღიური 52 შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 726-მდე გაიზარდა. ამასთან, კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 192-მდე გაზარდა. ამ დროისათვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში 527-ია.

16:00 – სსფ-მ საქართველოში მისია ვირტუალურად წარმართა

8-14 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) გუნდმა საქართველოს ეკონომიკის და საფინანსო სექტორის ვითარების მიმოხილვის და სტრუქტურული რეფორმებში მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით ვირტუალური ფორმით შეხვედრები წარმართა. მისიის დასრულების შემდეგ, სსფ-ს გუნდმა შემდეგი მიგნებები წარადგინა: 

  • “პანდემიის გავლენა ჯანდაცვაზე წარმატებით კონტროლდება. თუმცა, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკურ აქტივობაზე”.
  • “ეკონომიკური პოლიტიკის პასუხი, მათ შორის, გადასახადების დროებითი შემსუბუქება და ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების გაწევა ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად, დღეის მდგომარეობით, წარმატებულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით”.
  • “სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად კვლავაც მნიშვნელოვანია, რათა არ დაკნინდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი”.

12:30 – ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა 

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 25.8%-ით გაიზარდა. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 37.8 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის მაჩვენებლზე. 

ფულადი გზავნილების 95.1% 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის. თითოეული უმსხვილესი პარტნიორისგან გზავნილების მოცულობა 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. იგივე ქვეყნებიდან 2019 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობის 93.4% მოდიოდა. 

ამასთან ერთად, 2020 წლის აგვისტოში 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა საქართველოდან საზღვარგარეთ, რაც 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან (19 მლნ აშშ დოლარი) შედარებით 21.5%-ით მეტია.

11:15 – საქართველოში კიდევ 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 11 ადამიანი განიკურნა, რითაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ჯამში 1 381-ს მიაღწია. ამ დრომდე საქართველოში კოვიდ-19-ის სულ 2 562 შემთხვევა დადასტურდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი დღეისთვის 1 136 არის.

11:00 – აფხაზეთში მე-7 ინფიცირებული გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მე-7 პაციენტი გარდაიცვალა. აფხაზური მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების პერსონალს 84 წლის ქალი, რომელიც მანამდე სახლში მკურნალობდა, სუნთქვის მკვეთრი უკმარისობით და ჟანგბადის დაბალი დონით დახვდა. პაციენტს გული საავადმყოფოში გადაყვანის დროს გაუჩერდა, მისი რეანიმაცია კი ვეღარ მოხერხდა. როგორც ცნობილია, ქალს გარდაცვალების შემდეგ ჩაუტარდა კოვიდ-19-ის ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.

10:45 – 170 ახალი შემთხვევა, სულ დადასტურებული – 2 562

საქართველოში კოვიდ-19-ის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მატებაა. სულ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2 562-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავაც 1 370-ია. 

10:00 – რუსეთი ცხინვალთან მიმოსვლას აღადგენს 

რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. 

„რუსეთი ხსნის საზღვარს სამხრეთ ოსეთთან და ასევე მოხსნის ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს გარკვეული სპეციალისტებისთვის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის დროს“, – განაცხადა კაბინეტის პრესსამსახურმა.

14 სექტემბერი, ორშაბათი 

19:30 – აფხაზეთში 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 674-მდე გაიზარდა. აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან მთელი პერიოდის მანძილზე ჯამში 186 პირი გამოჯანმრთელდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისათვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში 482-ია.

15:00 – ხულოში, შუახევსა და ქედაში სწავლა დისტანციურად დაიწყება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ხულოში, შუახევსა და ქედაში სწავლა 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება. 

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აჭარის მაღალმთიანეთში რესურსცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

15:00 – დამატებითი საკონტროლო პუნქტები მოეწყო და სკოლებში დასწრება გადაიდო მატანში, ზოტში, ჩხაკაურასა და ქიწნისში 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ საკონტროლო პუნქტები მოეწყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტთან და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან. ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსქრინინგი და ტესტირება, თუმცა არ შეიზღუდება შესვლა-გამოსვლა. 

პირველ ოქტომბრამდე მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. მსგავსი შეზღუდვა უკვე ძალაშია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში.

11:30 – ახალ შემთხვევათა წყაროები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 165 ახალი შემთხვევიდან 109 დაფიქსირდა ბათუმში; 17 – თბილისში; 9 – ზუგდიდში; 9 – გარდაბანში; 6 – გორში; 6 – გურჯაანში; 4 – ოზურგეთში; 4 – ქუთაისში; 1 – მცხეთაში.

მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული შემთხვევები უკავშირდება 5 სექტემბერს გორში გამართულ 100-კაციან ქორწილს. მან მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ მასშტაბურ ღონისძიებებზე დასწრებისგან. 

10:30 – ახმეტის მუნიციპალიტეტში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსქრინინგი და ტესტირება, თუმცა სოფელ მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

10:00 – 165 ახალი შემთხვევა

უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 2 392-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 370 გახდა. აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 977-ია. 

13 სექტემბერი, კვირა

19:15 – აფხაზეთი: 16 ახალი შემთხვევა, კიდევ 16 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 16 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, რითაც რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 656-მდე გაიზარდა. ამასთან, კიდევ 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 186-მდე გაზარდა. ამ დროისათვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში 464-ია.

12:30 – დეპუტატ გედევან ფოფხაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა

ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსისგანცხადებით, დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

გედევან ფოფხაძექართული ოცნების“ ყოფილი წევრი დაჩვენი საქართველოსოლიდარობის ალიანსისერთ-ერთი დამფუძნებელია. ახლახანს, ვირუსი პარტიის კიდევ ერთ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა. 

10:00- 152 ახალი შემთხვევა, კიდევ 6 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 2 227-ს მიაღწია. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 369 გახდა. აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 813-ია. 

12 სექტემბერი, შაბათი

19:30 – აფხაზეთი: 30 ახალი შემთხვევა, კიდევ 5 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 30 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, რითაც რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 640-მდე გაიზარდა. ამასთან, კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 170-მდე გაზარდა. ამ დროისათვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში 464-ია.

10:00 – 158 ახალი შემთხვევა, კიდევ 9 გამოჯანმრთელდა

უახლესი მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამით 2 075-მდე გაიზარდა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი, რამაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 363-მდე გაზარდა. აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში ამ დროისათვის (აფხაზეთისა და ცხინვალის გამოკლებით) 667-ია. 

11 სექტემბერი, პარასკევი

19:30 – აფხაზეთი: 38 ახალი შემთხვევა, კიდევ ერთი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 38 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, რითაც რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. ამასთან, კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 165-მდე გაზარდა. ამ დროისათვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში 439-ია. 

15:00 – დიდი ქალაქების სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციურად დაიწყება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრება პირველ ოქტომბრამდე გადაიდება. ცვლილება დიდ ქალაქებს, თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, გორს, ზუგდიდსა და ფოთს შეეხება. რეგულაცია უკვე ძალაშია ბათუმში. 

15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე სკოლები და უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავენ. 

„ეს ჩვენთვის საჭიროა უბრალოდ იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები“, აღნიშნა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

11:00 – ახალ შემთხვევათა წყაროები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 87 ახალი შემთხვევიდან 29 ქალაქ ბათუმს უკავშირდება, ხოლო კიდევ 5 პირს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისის სკოლაში, 12 შემთხვევა უკავშირდება ინფიცირებულთან კონტაქტს, 4 შემთხვევა საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი, ხოლო 3 ახალი ინფექცია დადასტურდა სამედიცინო პერსონალში. ეზუგბაიას თქმით, 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების დადგენის მიზნით.

09:50 – 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 20

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამით დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 1 917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 354 გახდა. აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 518-ია. 

10 სექტემბერი, ხუთშაბათი

18:15 – 15 ახალი შემთხვევა, კიდევ 6 გამოჯანმრთელდა აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 572-მდე გაზარდა. ამასთან, კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 164-ს მიაღწია. აქტიური შემთხვევების რაოდენობა რეგიონში ამ დროისათვის 402-ია. 

17:00 ცაგერის ორ სოფელში საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ორბელსა და ლაჯანაში – პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. შსს-ს ინფორმაციით, შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსქრინინგი და ტესტირება, თუმცა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

13:00 აფხაზეთში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სოხუმიდან გავრცელებული ცნობის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის საავადმყოფოში 9 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 78 წლის პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, პირს, რომელსაც ასევე ჰქონდა ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზიის მესამე სტადია და თირკმლის ქრონიკული დაავადება, კოვიდ-19-ით გამოწვეული ორმხრივი პრევმონია განუვითარდა. 

12:00 პრემიერ მინისტრი ვირუსის მეორე ტალღაზე საუბრობს

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბოლო პერიოდში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში, როგორც შემოდგომისთვის ვარაუდობდნენ, მეორე ტალღა იწყება. პრემიერმა განაცხადა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მან ასევე გაიხსენა, რომ მთავრობამ „ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან“ სწრაფი და დროული ნაბიჯები გადადგა.

11:00 ახალ შემთხვევათა წყაროები

როგორც დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განმარტა, 57 ახალი შემთხვევიდან 15 ქალაქ ბათუმს უკავშირდება, დამატებით 5 ბათუმის საკონდიტროს კლასტერს, ხოლო 4 ინფიცირებულ პირს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. 18 პირი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, 5 – სამედიცინო პერსონალი, 3 შემთხვევა კი იმპორტირებულია. ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი შემთხვევის წყაროს მოკვლევა ამჟამად მიმდინარეობს, აჭარა კი ჯამში 25 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროა.

ასევე, ინფიცირების მაჩვენებელმა (ახალ შემთხვევათა რაოდენობა გარკვეული დროის ინტერვალში, რასაც მოსახლეობაში დაავადების გავრცელების სისწრაფის შესაფასებლად იყენებენ) საქართველოს მასშტაბით ბოლო 2 კვირის მონაცემებით ასი ათას მოსახლეზე 10,2-ს მიაღწია (გუშინ აღნიშნული მაჩვენებელი 9/100 000 იყო), მხოლოდ აჭარაში კი ეს მაჩვენებელი 52,9 არის.

10:30 – გამოვლინდა 57 ახალი შემთხვევა; გამოჯანმრთელდა კიდევ 9

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19 ინფექციის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით საერთოდ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 830-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი, რითაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 334-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის, ინფიცირებულთა რაოდენობა (აქტიური შემთხვევები) ქვეყანაში (ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის გამოკლებით), 451-ია. 

9 სექტემბერი, ოთხშაბათი

20:00 – აფხაზეთში 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში ინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 557-ს მიაღწია. პანდემიის მანძილზე აფხაზეთში 158 ინფიცირებული პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 დაიღუპა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონში 394-ს შეადგენს.

18:00 – საქართველოს პარლამენტი ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, ყველა პირი, ვისაც დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან 5 სექტემბრის შემდეგ კონტაქტი ჰქონდა გადავა თვითიზოლაციაში და ტესტირება ჩაუტარდება. პარლამენტის შენობაში, კი, რეგულარული სადეზინფექცი სამუშაოები გაგრძელდება. 

„საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად“ – წერია განცხადებაში. ​

17:00 – დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლე ვიკა ბუკიას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. გოგიჩაიშვილი პირველი ქართველი კანონმდებელია, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. 

ლევან გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჩვენი საქართველოს გადაწყვეტილებით პარტია წინასაარჩევნო კამპანიას დროებით შეაჩერებს. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში პარტიის წევრების ტესტირება იგეგმება. 

12:00 – მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებს აბრუნებს

როგორც დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის საპასუხოდ შემდეგი შეზღუდვები ბრუნდება/გრძელდება: თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა, რაც სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის დასაწყისის ჩათვლით იყო დაგეგმილი, პირველ ნოემბრამდე გადაიწევს; ხვალიდან 10 კაცამდე იზღუდება ისეთი ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა ქორწილები, ქელეხები და დაბადების დღეები, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. რაც შეეხება ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, დამსწრეთა რაოდენობა 200 კაცამდე შეიზღუდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება საარჩევნო პროცესსა და აგიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

12:00 – ტიკარაძე: პაციენტთა ნაწილი მკურნალობას სასტუმროებში გააგრძელებს

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, დღეიდან კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა ნაწილი მკურნალობას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინე სივრცეებში გააგრძელებს. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სასტუმროში მხოლოდ 18-დან 65 წლამდე უსიმპტომო პაციენტებს გადაიყვანენ, რომელთაც რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება არ აღენიშნებათ. 

12:00 – ამირან გამყრელიძე ახალი შემთხვევების წყაროებზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ახალი შემთხვევების წყაროებზე ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, 44-დან 7 შემთხვევა ბათუმის საკონდიტროს კლასტერია, ბათუმს უკავშირდება ასევე კიდევ 12 შემთხვევა; 12 პაციენტი აქამდე დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, კიდევ 2, გამყრელიძის ინფორმაციით, ეპიდაფეთქების კერას სტუმრობდა. 5 შემთხვევა საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი. 3 ახალი შემთხვევა მედიკოსებში გამოვლინდა. ამასთან, სამი შემთხვევის წყაროს ჯანდაცვის მუშაკები ამ დრომდე იკვლევენ. ერთი პაციენტი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი ენგურს აქეთა საქართველოში.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ყველა ახალი შემთხვევიდან, ჯამში 25 პაციენტის წყარო უკავშირდება აჭარას. 

10:00 – 44 ახალი შემთხვევა, კიდევ 4 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის კიდევ 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 1325 მიაღწია. 

აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისათვის 403-ია, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

8 სექტემბერი, სამშაბათი

20:00 – 20 ახალი შემთხვევა აფხაზეთში, კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 20ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში ინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 536-ს მიაღწია. კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 158 გახდა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონში 373-ს შეადგენს.

13:00 – ცესკოს პრესსპიკერმა საკარანტინო სივრცეებში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის გზებზე ისაუბრა 

ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცესკო საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გზებს განიხილავს. 

პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება ჯერ ბოლომდე მიღებული არ არის, რადგან ცესკო ჯანდაცვის ექსპერტებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდება. 

ჩვენ გვაქვს საკმარისი ვადები, რათა შესაბამისად იყოს პროტოკოლი შემუშავებული და საზოგადოებისთვისაც ინფორმაცია მიწოდებული. საკარანტინო ზონებში შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი და შესაძლებელია იყოს გადასატანი საარჩევნო ყუთიც“, თქვა მიქელაძემ. პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ცესკო ამომრჩევლების პირბადეებით უზრუნველყოფაზე მუშაობს.

11:00 – ეზუგბაია 45 ახალი შემთხვევის წყაროებზე საუბრობს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინე ეზუგბაიას თქმით, 45 ახალი შემთხვევიდან 3 ბათუმის საკონდიტროს უკავშირდება, 19-ს აქამდე დადასტურებულ შემთხვევებთან ჰქონდა კონტაქტი, 4 ავერსის კლინიკის თანამშრომელია, 4 შემთხვევა შემოტანილია, მათ შორის, ერთი სატვირთოს მძღოლია, 12 ახალ პაციენტს აჭარაში უმოგზაურია. ამასთან, სამი შემთხვევის წყარო ქართველი ექიმებისთვის უცნობია. 

ეზუგბაიას თქმით, ჯამში, აჭარას 23 ახალი შემთხვევა უკავშირდება. მან აღნიშნა, რომ აჭარა უკვე ე.წ. წითელი ზონა გახდა. 

10:10 – რეკორდული დღიური რაოდენობის 45 შემთხვევა გამოვლინდა; გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის რეკორდული რაოდენობის დღიური 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1729-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 1 321-ს მიაღწია. ამ დროისათვის, ქვეყანაში, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გამოკლებით, კორონავირუსის 363 აქტიური შემთხვევა გვაქვს. 

7 სექტემბერი, ორშაბათი

16:30 – ბათუმში ხოფის ბაზრობის თანამშრომელს და სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდათ 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ბათუმში ხოფის ბაზრობის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბაზრობა დღეისთვის დაიკეტა. მისივე თქმით, ხვალ ბაზრობის თანამშრომლების ტესტირება დაიწყება. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ნონა ეფაძის თქმით, ბათუმში სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა. მასწავლებელს სკოლის სხვა რამდენიმე თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი. ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და PCR ტესტირებას გადის. 

15:30 – სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობა შემცირდა, PCR ტესტი უცხოელებისთვის სავალდებულო გახდა

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობა 8 დღემდე შემცირდება. ამასთან ერთად, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში შემოვა, 72-საათიანი PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევს.

PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება ასევე შეეხება ნაცვალგების პრინციპით შემოსულ უცხოელებს, რომლებიც აქამდე ახალი კორონავირუსთან დაკავშირებული ზომებისგან თავისუფლები იყვნენ.

„ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება“, აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 1 ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი ონლაინ ჩატარდება.

12:15 აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა

აჭარის ტელევიზია ეთერში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 5 სექტემბერს არხმა მაუწყებლობა ერთ-ერთი თანამშრომლის კოვიდ-19-ით ინფიცირების შემდეგ შეაჩერა. როგორც არხი გადმოსცემს, პირველადი ტესტირებით ყველა შემოწმებული თანამშრომლის პასუხი უარყოფითია, ეპიდემიოლოგიური კვლევის შემდეგ კი 12 თანამშრომელი საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს.

10:00 – 34 ახალი შემთხვევა; კიდევ 5 გამოჯანმრთელდა

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგაც, სულ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 1 684-ს მიაღწია. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი, რამაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 315-მდე გაზარდა. აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი ამ დროისათვის 342-ია. 

6 სექტემბერი, კვირა

19:00 – 14 ახალი შემთხვევა აფხაზეთში1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში ინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 516-ს მიაღწია. გამოჯანმრთელების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კვლავ 157 რჩება. ვრცელდება ცნობები კიდევ 1 ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც რეგიონში კოვიდ-19 ინფექციით გარდაცვალების მე-5 შემთხვევაა. აფხაზეთში ამ დროისათვის კოვიდ-19-ის 354 აქტიური შემთხვევაა.

10:00 – 29 ახალი შემთხვევა; კიდევ 8 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგაც, სულ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 650-მდე მოიმატა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი, რამაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 310-მდე გაზარდა. აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი ამ დროისათვის 313-ია. 

5 სექტემბერი, შაბათი

20:00 – 36 ახალი შემთხვევა აფხაზეთში, კიდევ 3 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში ინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 502-ს მიაღწია. კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რითაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 157 გახდა. აფხაზეთში ამ დროისათვის კოვიდ-19-ის 341 აქტიური შემთხვევაა. 

12:18 – თანამშრომლის ინფიცირების გამო, აჭარის ტელევიზია დროებით დაკეტეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, არხის უფროსობამ გადაწყვიტა, უსაფრთხოების მიზნით, ტელევიზია დროებით დაკეტოს.

ტელევიზიის მიერ გავრცელებული ცნობით, 300-ზე მეტი თანამშრომელი კოვიდ-19-ზე ტესტირებას გაივლის; ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გადაწყდება, რა ფორმატით გააგრძელებს მაუწყებლობას არხი. 

მანამდე კი, აჭარის მაუწყებელი საქართველოს პირველი არხის ტრანსლირებას განხორციელებს.

10:00 – 25 ახალი შემთხვევა, კიდევ 8 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის კიდევ 25 შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 1621-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 1 302-ს მიაღწია. აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 292-ია. 

4 სექტემბერი, პარასკევი

19:00 – აფხაზეთში 40 ახალი შემთხვევა და 1 გამოჯანმრთელება აღრიცხეს

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში ინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 466-მდე გაიზარდა. კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რითაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 154-ს მიაღწია. აფხაზეთში ამ დროისათვის კოვიდ-19-ის 308 აქტიური შემთხვევაა. 

12:25 – ცხინვალში 90-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებული ცხინვალიდან იუწყებიან, რომ კორონავირუსისგან ბოლო, 90-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს უკანასკნელი 4 წლის ბავშვი იყო, რომელსაც ვირუსი 30 აგვისტოს დაუდასტურდა.

ცხინვალის რეგიონში მაისის შემდეგ კოვიდ-19-ის სულ 90 შემთხვევა აღრიცხეს. მათგან ყველა გამოჯანმრთელდა. 

10:00 – 28 ახალი შემთხვევა; კიდევ 15 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგაც, სულ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 596-მდე მოიმატა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი, რამაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 294-მდე გაზარდა. აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი ამ დროისათვის 275-ია. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, 12 ახალი პაციენტი ბათუმის საკონდიტროს კლასტერიდანაა (ჯამში ამ კლასტერში 36 პაციენტია); 3 დაავადებულ პაციენტთან კონტაქტით დადასტურებული პაციენტია, 3 რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომლები არიან, 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია (მათგან 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი), 4 პაციენტს აჭარაში უმოგზაურია, 4 პაციენტის ინფექციის წყაროზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა. 

3 სექტემბერი, ხუთშაბათი

19:00 – 42 ახალი შემთხვევა აფხაზეთში, კიდევ 12 გამოჯანმრთელდა 

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენის დღიური რეკო