პარლამენტმა კოვიდთან დაკავშირებული ჯარიმების გადახდის ვალდებულება გააუქმა
27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 3 ივლისამდე COVID-19-ის იზოლაციის, კარანტინის ან სამედიცინო ნიღბის ტარების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების გადახდის ვალდებულება გააუქმა.
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა პლენარულ სხდომას არ ესწრება, რადგანაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ისინი პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ, რომელიც ცვლილებები წარადგინა, განაცხადა, რომ ცვლილებები დაახლოებით 2 000 ადამიანს შეეხება, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ფიზიკური, ხოლო 38 იურიდიული პირია.
ჯარიმის მთლიანობა ოდენობამ 5.5 მლნ ლარი შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)