ახალი ამბები

კოვიდის ყოველთვიური განახლება: სექტემბერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სექტემბერის თვეში, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდის სულ 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 189 გამოჯანმრთელდა, 20 გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან 19 610 თბილისში გამოვლინდა, 4 090 იმერეთში, 2 590 კახეთში, 2 259 ქვემო ქართლში, 1 884 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1 656 შიდა ქართლში, 1 155 აჭარაში, 1 080 გურიაში, 774 მცხეთა-მთიანეთში, 361 სამცხე-ჯავახეთში, 260 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) კოვიდის სულ 1 797 225 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 1 776 548 გამოჯანმრთელდა, 16 920 გარდაიცვალა.

შენიშვნა: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ბოლოს წინა გამოქვეყნებული სტატისტიკა 28 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავდა, ბოლო სტატისტიკა კი – მთლიანად სექტემბრის თვის მონაცემს აერთიანებს. შესაბამისად, კოვიდის შემთხვევების, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჯამურ მონაცემებში, შესაძლოა, 1-2 დღიანი გადაფარვის გამო ოდნავი ცდომილება დაფიქსირდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button