საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2024 წლამდე დაკეტილი რჩება
აზერბაიჯანი 2024 წლის 2 იანვრამდე ახანგრძლივებს სპეციალურ საკარანტინო რეჟიმს, რომლის მიზანიც „კორონავირუსის (კოვიდ-19) ინფექციის გავრცელების აღკვეთა და მისი შესაძლო შედეგების შესამსუბუქებლად ზომების მიღებაა“. შედეგად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება.
2023 წლის აგვისტოში, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრის გახსნის თხოვნით მიმართეს. საკარანტინო ზომები 2020 წლის გაზაფხულიდან შევიდა ძალაშია და განსაკუთრებით სირთულეებს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომელთაც ოჯახების მონახულება სურთ. დღემდე გადაადგილების ერთდაერთ და ხშირად არახელმისაწვდომ საშუალებად ფრენა რჩება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)