
უცხოელი პროფესორები კობახიძეს უმაღლესი განათლების რეფორმის გადახედვისკენ მოუწოდებენ
საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში ჩართული 65 პროფესორისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, „გადახედოს“ მთავრობის მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას და აფრთხილებს, რომ ეს „საქართველოში ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის უკანასკნელი ღია სფეროს“ დახურვის საფრთხეს ქმნის.
15 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ წარმოდგენილ რეფორმის ინიციატივაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც, ხელისუფლების თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და სტუდენტებისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მათ მოუწოდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, „გადახედოს ამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით მავნე წინადადებას“ და ითანამშრომლოს უმაღლესი განათლების სექტორის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შეიმუშაოს „ნამდვილი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას“.
This post is also available in: English