ახალი ამბები

COVID-19 – ყველა სიახლე: ოქტომბერი 2020 / არქივი

კოვიდ-19-ის შესახებ მიმდინარე სიახლეებისათვის ეწვიეთ ამ ბმულს.

31 ოქტომბერი, შაბათი

18:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 73-ით გაიზარდა, კიდევ 10 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 73-ით – 4 233-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 2 267 გახდა. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, რითაც ვირუსის მქონე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 42 გახდა. აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა – 1 924-ია.

14:30 – ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვევები 148-ით გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 148-ით – 916-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 22 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 22 პაციენტი, რითაც ვირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 307 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 673-ით, კიდევ 2 881 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 673-ით – 38 936-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 881 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 22 691 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 684 თბილისში გამოვლინდა, 351 აჭარაში, 214 იმერეთში, 98 შიდა ქართლში, 86 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 75 ქვემო ქართლში, 52 კახეთში, 41 გურიაში, 33 სამცხე-ჯავახეთში, 23 მცხეთა-მთიანეთში, 16 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

30 ოქტომბერი, პარასკევი

12:00 – გერმანიის მთავრობამ საქართველოს კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის დამატებით 20.8 მლნ ევრო გამოუყო

საქართველომ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში“ 20.8 მლნ ევროს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 15 მლნ ევრო სესხია, რომელიც კოვიდ-19-ის შედეგად დაზარალებული პირების სოციალური დახმარების ანაზღაურებისთვის დაიხარჯება, 5.8 მლნ ევროს კი – საქართველო გრანტის სახით მიიღებს, რომელიც უკიდურესი სიღარიბისგან დაზარალებული პირებისთვის სოციალური დახმარებას მოხმარდება.

11:05 – კიდევ 12 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 12 პაციენტი. ამით ვირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 285 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 696-ით გაიზარდა, კიდევ 2 906 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 696-ით – 37 263-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 19 810 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა, 381 აჭარაში, 313 იმერეთში, 117 ქვემო ქართლში, 60 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 59 შიდა ქართლში, 34 სამცხე-ჯავახეთში, 19 კახეთში, 18 გურიაში, 11 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 მცხეთა-მთიანეთში.

29 ოქტომბერი ხუთშაბათი

18:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 68-ით გაიზარდა, კიდევ 99 გამოჯანმრთელდა, კიდევ 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 68-ით – 4 126-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 99 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 2 170 გახდა. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, რითაც ვირუსის მქონე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 38 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 918-ია.

11:20 – ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი ამოქმედდება

საქართველო პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში, მოქალაქეებისთვის კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები ამოქმედდება. პრემიერს განცხადებით, შეღავათი შეეხება „თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 მ3 გაზის მოხმარება“. შეღავათი წყლისა და დასუფთავების გადასახადსაც შეეხება.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისი გამო“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

11:10 – ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვევები 98-ით გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 98-ით – 768-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 20 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 273-ს მიაღწია.

მათგან 9 აჭარაში გარდაიცვალა, 7 თბილისში, 2 იმერეთში, 1-1 კი – მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 709-ით გაიზარდა, კიდევ 2 075 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 709-ით – 35 567-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 075 ადამიანი ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 16 904 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში გამოვლინდა, 437 აჭარაში, 388 იმერეთში, 151 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 125 შიდა ქართლში, 44 სამცხე-ჯავახეთში, 40 კახეთში, 35 გურიაში, 32 ქვემო ქართლში, 12 მცხეთა-მთიანეთში.

28 ოქტომბერი, ოთხშაბათი

18:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 22 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 106-ით – 4 058-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 22 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 2 071-ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 36 ინფიცირებული, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი 1 951-ია.

17:24 – ოკუპირებული ცხინვალის “პარლამენტის სპიკერი” საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოკუპირებული ცხინვალის “პარლამენტის სპიკერი” ალან თადტაევი, კოვიდ-19-ით ინფიცირებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც სახლში მკურნალობისის მისი მდგომარეობა გაუარესდა.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში მე-6 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ამით რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 6 გახდა.

11:25 – საველე ჰოსპიტალი უკვე ცხინვალშია

ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვისთვის 150 საწოლიანი სამხედრო საველე ჰოსპიტალი უკვე ცხინვალშია.

150 საწოლიანი საველე ჰოსპიტლით დახმარება ოკუპირებული ცხინვალის „თავდაცვის სამინისტრომ“ რუსეთის თავდაცვის უწყება 21 ოქტომბერს სთხოვა.

11:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 47-ით – 670-მდე გაიზარდა.

11:15 – კოვიდ-19-ის მართვაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან და მათთვის სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლის პროცესი უკვე დაიწყო.

მისივე განცხადებით 2 ნოემბრისთვის, უფროსკურსელთა ბაზა, რომელთაც მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს უკვე მზად იქნება და ისინი საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარებიან.

11:05 – კიდევ 15 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 15 პაციენტი. ამით ქვეყანაში ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობამ 253-ს მიაღწია.

11:00 – დადასტურებული შემთხვეები 1 731-ით გაიზარდა, კიდევ 2 197 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვეები 1 731-ით – 33 858-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთ საერთო რაოდენობა 14 829 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 636 თბილისში გამოვლინდა, 333 აჭარაში, 320 იმერეთში, 121 ქვემო ქართლში, 119 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 76 შიდა ქართლში, 45 კახეთში, 39 სამცხე-ჯავახეთში, 18 გურიაში, 15 რაჭა-ლეჩხუმში, 9 მცხეთა-მთიანეთში.

27 ოქტომბერი, სამშაბათი

18:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 10 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 113-ით – 3 952-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 1 474-ს მიაღწია. აფხაზეთში აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 2 442-ია.

16:30 – ინფიცირებულია 1 678 სამედიცინო პერსონალი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, არსებული მონაცემებით, კოვიდ-19-ით 1 678 მედპერსონალია ინფიცირებული, რაც დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 5.2%-ია.

ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული ერთი ექიმი გუშინ, დილის 07:00 საათზე გარდაიცვალა.

14:30 – ოკუპირებულ ცხინვალში მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 – მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 81 წლის ქალია.

14:00 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თვითიზოლაციაში მყოფთათვის გადასატანი ყუთის რეგისტრაციის ვადას ეხმიანება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) მიესალმება ცესკოს მიერ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის რეგისტრაციის ვადის 18:00 საათამდე გადაწევას, თუმცა რეგისტრაციის ვადების სიმცირესა და პრაქტიკაში გამოვლენილ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაზე საუბრობს. კერძოდ:

  • ცესკოს ცხელი ხაზი გადატვირთულია;
  • თვითიზოლაციაში მყოფ მოქალქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სიაში აღრიცხვის გარეშე მათი რეგისტრაცია არ ხდება. ამ მიზნით მათ ცესკოდან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ამისამართებენ, რომელიც ასევე გადატვირთულია;
  • ცესკოს მიერ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორებმა რამდენიმე მოქალაქეს უთხრეს, რომ აღრიცხვა უკვე დასრულდა.

ორგანიზაცია მოქალაქეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირები ჯანდაცვის სამინისტროს სრული სიზუსტით აღრიცხული არ ჰყავს და „ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მიიჩნევენ, რომ ამომრჩევლის მიერ ცესკოში დარეკვის გარეშე სიების ავტომატური ფორმირება საორგანიზაციო პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა. ამასთან, დასძენენ, რომ საკარანტინო ზონებსა და სამკურნალო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი იქნებოდა სპეციალური უბნების შექმნა.

ორგანიზაცია წუხს, რომ მსგავსი საორგანიზაციო პრობლემების გამო, „შესაძლებელია, რამდენიმე ათასმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლოს“ და იმედს გამოთქვამს, რომ „არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ წარმოიშობა და ის ყველა რეგისტრირებულ პირთან მივა“.

13:30 – გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 18:00 საათამდე გახანგრძლივდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.

ვადა დღეს 14:00 საათზე იწურებოდა.

13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 – მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია.

11:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 64-ით – 623-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 23 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 238 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 824-ით გაიზარდა, კიდევ 1 262 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 824-ით 32 127–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი, ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 12 632 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 712 თბილისში გამოვლინდა, 545 აჭარაში, 305 იმერეთში, 63 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 56 შიდა ქართლში, 48 ქვემო ქართლში, 24 გურიაში, 23 კახეთში, 22-22 მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, 4 რაჭა-ლეჩხუმში.

26 ოქტომბერი, ორშაბათი

18:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 გამოჯანმრთელდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 100-ით – 3 839-მდე გაიზარდა. 2-ით – 1 464-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, ხოლო 1 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. სულ პანდემიის დაწყებიდან ოკუპირებულ რეგიონში 36 პაციენტია გარდაცვლილი, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი 2 339-ს აღწევს.

17:30 – ცესკომ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გაახანგრძლივა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა.

15:30 – გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმი 

გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული და თბილისში, „ჯერარსის“ კლინიკაში მკურნალობდა.

„ჯერარსის „კლინიკის სამედიცინო დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, 69 წლის ქალი ახალქალაქიდან გადმოიყვანეს, რომელსაც კოვიდ-19-ით განპირობებული მძიმე პნევმონია, ფილტვის მძიმე დაზიანება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, რასაც თან სდევდა თანმხლები დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა.

ეს ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

12:30 – ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მოუწოდებს გადასატანი ყუთის მომსახურება მოითხოვონ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს „იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“. მოთხოვნის დარეგისტრირების ვადა დღეს, 22:00 საათზე იწურება.

ცესკოს ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, საარჩევნო ყუთი უკვე 1 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა მოითხოვა და ზარების მიღება კვლავაც გრძელდება.

„სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში“, – აცხადებენ ცესკოში.

11:30 – მსუბუქ სიმპტპმებიან პაციენტების მართვაში სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების მართვაში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან.

11:20 – ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვევები 78-ით გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 78-ით – 559-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 14 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 215 გახდა.

არსებული ინფორმაციით, 8 პაციენტი თბილისში გარდაიცვალა, 4 იმერეთში, 2 კი – აჭარაში.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 872-ით გაიზარდა, კიდევ 603 გამოჯანმრთელდა

ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1 872-ით – 30 303-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 11 370-ს მიაღწია.

ახალი შემთხვევებიდან 913 თბილისში გამოვლინდა, 337 იმერეთში, 296 აჭარაში, 90 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 89 ქვემო ქართლში, 54 შიდა ქართლში, 32 გურიაში, 30 მცხეთა-მთიანეთში, 13 კახეთში, 11 სამცხე-ჯავახეთში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

25 ოქტომბერი, კვირა

18:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 107 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 172-ით – 3 739-მდე გაიზარდა. 107-ით – 1 462-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 2 პაციენტი გარდაიცვალა გუდაუთის ჰოსპიტალში, სულ 35 პანდემიის დაწყებიდან. ოკუპირებულ რეგიონში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 242-ს აღწევს.

11:05 – კიდევ 8 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვილი პაციენტების საერთო რაოდენობამ 201-ს მიაღწია.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 928-ით გაიზარდა, კიდევ 604 გამოჯანმრთელდა

კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1 928-ით -28 431-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 604 ადამიანი, ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 10 767-ს მიაღწია.

ახალი შემთხვევებიან 788 თბილისში გამოვლინდა, 551 აჭარაში, 245 იმერეთში, 87 ქვემო ქართლში, 93 სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, 42 კახეთში, 35 გურიაში, 33 შიდა ქართლში, 27 სამცხე-ჯავახეთში, 20 მცხეთა-მთიანეთში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

24 ოქტომბერი, შაბათი

18:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 17 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 117-ით – 3 567-მდე გაიზარდა. 17-ით – 1 355-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ოკუპირებულ რეგიონში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 179-ს, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი – 33-ს შეადგენს.

13:30 – ოკუპირებულ ცხინვალში რეკორდული 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 114-ით – 481-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 10 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 193 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 941-ით გაიზარდა, კიდევ 412 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვვები 1 941-ით – 26 503-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 10 163-ს მაღწია.

ახალი შემთხვევებიდან 1 034 თბილისში გამოვლინდა, აჭარაში 320, 258 იმერეთში, 107 ქვემო ქართლში, 68 შიდა ქართლში, 49 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 37 კახეთში, 36 მცხეთა-მთიანეთში, 18 სამცხე-ჯავახეთში, 12 გურიაში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

23 ოქტომბერი, პარასკევი

18:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 5 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 144-ით – 3 450-მდე გაიზარდა. 5-ით – 1 294-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ოკუპირებულ რეგიონში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 133-ს, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი – 33-ს შეადგენს.

15:00 – ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობას ვერ ასაბუთებს

არასამთავრობო ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „ღია საზოგადოების ფონდისა“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიშში სახელწოდებით – „დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ – ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლება ვერ ადასტურებს თუ რატომ იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალი“.

არასამთავრობოების განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება რამდენიმე წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, „საგანგებო მდგომარეობა უნდა იყოს აუცილებელი, უალტერნატივო ზომა“. ანგარიშის თანახმად, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ხელისუფლების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ნაცვლად, გარკვეული ზომების გამკაცრება საკმარისი იქნებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე განმარტავენ, რომ 21 აპრილისთვის, როდესაც ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის ვადა გაახანგრძლივა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადი იყო.

„21 აპრილს ხელისუფლების ორგანოები არ იყვნენ მოკლებული კონსტიტუციური უფლებამოსილებების ნორმალურად განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად არ იდგა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების წინაპირობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

13:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 367-მდე გაიზარდა.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 – მესამე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 45 წლის მამაკაცია, რომელსაც ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

12:20 – დიაგნოსტირებისთვის ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებსაც გამოიყენებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან, კოვიდ-19-ის დიაგნოსტირებისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენებაც დაიწყება. მისივე თქმით, აღნიშნული ტესტები პასუხს დაახლოებით 20 წუთში ადგენს და მისი PCR ტესტით გადამოწმება საჭირო აღარ არის.

იმნაძის თქმით, მოცემული მომენტისთვის, ქვეყენაში 150 000-მდე ასეთი სწრაფი ტესტი გვაქვს და 500 000 უკვე შეკვეთილია.

11:15 – საქართველო პრეპარატ რემდისივირს შეისყიდის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში, პრეპარატი რემდისივირი გამოვიყენოთ. „დაწყებულია შესყიდვის პროცედურები და საქართველოში მივიღებთ რემდისივირს, როგორც კვლევაში ჩასართავ პრეპარატს“, – დასძინა მან.

11:10 – მკურნალობის პროცესში კიდევ 5 კლინიკა ჩაერთვება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდ-19-ის კლინიკური მართვის პროცესში კიდევ 5 კლინიკა ჩაერთვება. კლინიკები საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაიისში, ახალციხესა და ლანჩხუთში დაემატება. „ეს იქნება ცხელების ცენტრები, [რომლებიც] მიიღებენ ცხელებიან პაციენტებს და გაუწევენ მათ საჭირო მკურნალობას და მომსახურებას“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ ამით ქვეყანაში კიდევ 442 საწოლის მობილიზება მოხდება.

11:10 – მთავრობამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში პირბადის ტარების „მკაცრი რეკომენდაცია“ გასცა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის თქმით, სამ ქალაში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც „ეპიდემიოლოგიური მდგომარება ამას მოითხოვს“, მთავრობის, საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს „მკაცრი რეკომენდაციაა“, რომ მოქალაქეებმა პირბადეები ღია სივრცეებშიც ატარონ. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით იმ ადგილებს ეხება, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია (მაგალითად ტრანსპორტი გაჩერებები). მეზვრიშვილის განცხადებით, პროცესს შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებენ.

11:05 – კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 5 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 183 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 759-ით გაიზარდა, კიდევ 350 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 759-ით – 24 562-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 9 751-ს მიაღწია.

ახალი შემთხვევებიდან 686 თბილისში გამოვლინდა, 487 აჭარაში, 356 იმერეთში, 69 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 36 ქვემო ქართლში, 35 შიდა ქართლში, 30 სამცხე-ჯავახეთში, 24 კახეთში, 17 გურიაში, 12 მცხეთა-მთიანეთში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

22 ოქტომბერი, ხუთშაბათი

18:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 11 გამოჯანმრთელდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 134-ით – 3 306-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 289 გახდა. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რითაც აფხაზეთში ვირუსის მქონე პაციენტების გარდაცვალების შემთხვევებმა 33-ს მიაღწია, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 984-ია.

14:30 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფთა მონაწილეობისთვის ცესკოს მიერ შემუშავებულ წესებს აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 19 ოქტომბერს მიღებული დადგენილება „რიგ ხარვეზებს“ შეიცავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, პრობლემურია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ზემოთ ხსენებული პირები გადასატანი ყუთით მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუკი ისინი ცესკოს 24-26 ოქტომბრის პერიოდში მიმართავენ. „მიგვაჩნია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ცესკომ ავტომატურად უნდა შეიყვანოს აღნიშნული პირები და მათ მიეცეთ უფლება, მიმართვის საფუძველზე, ამოეწერონ აღნიშნული სიიდან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ასევე პრობლემურად მიიჩნევენ, ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ გადასატანი ყუთით არის შესაძლებელი. ამის ალტერნატივად ორგანიზაცია სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია, სპეციალური საარჩევნო უბნების შექნას ასახელებენ. „[ეს] უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას და მასზე დაკვირვების უკეთეს შესაძლებლობას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით“ უმჯობესია, თუკი გადასატან ყუთებზე მიმაგრებული საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების, ასევე პრესის წარმომადგენლების რაოდენობა თითოდან მინიმუმ ორამდე გაიზრდება, „რათა შესაბამის ჩართულ მხარეებს უკეთ შეძლებოდათ საკუთარი ფუნქციების განხორციელება“.

აგრეთვე, ორგანიზაციის განცხადებით, ცესკოს დადგენილებით ნათლად არც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენის წესი იკვეთება და ბუნდოვანია სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს ერთი და იგივე საარჩევნო ყუთი მოემსახურებათ თუ სხვადასხვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დადგენილების მიღების პროცესსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის „პრობლემური იყო როგორც დროის სიმცირის, ასევე მხარეების მოსაზრებების გაზიარების კუთხით“.

12:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 25-ით – 272-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 6 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 6 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 178 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 595-ით გაიზარდა, კიდევ 398 გამოჯანმრთელდა

კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1 595-ით – 22 803-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 9 401 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 563 თბილისში გამოვლინდა, 389 აჭარაში, 335 იმერეთში, 77 ქვემო ქართლში, 69 შიდა ქართლში, 53 გურიაში, 42 სამეგრელო და ზემო სვანეთში, 26 მცხეთა-მთიანეთში, 24 სამცხე-ჯავახეთში, 17 კახეთში.

21 ოქტომბერი, ოთხშაბათი

20:30 – ოკუპირებული ცხინვალი რუსეთს საველე ჰოსპიტლის მოწყობაში დახმარებას სთხოვს

ოკუპირებული ცხინვალის „თავდაცვის სამინისტრო“ რუსეთის თავდაცვის უწყებას 150 საწოლიანი საველე ჰოსპიტლის მოწყობაში დახმარებას სთხოვს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსადმი მიწერილ წერილში ოკუპირებული ცხინვალის „თავდაცვის მინისტრი“ იბრაგიმ გასეევი 150 საწოლიან საველე ჰოსპიტალსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, მათ შორის, სამედიცინო პერსონალს, სპეციალურ აღჭურვილობას, საჭირო მედიკამენტებსა და PCR ტესტებს ითხოვს.

19:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 11 გამოჯანმრთელდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 136-ით – 3 172-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 1 278-ს მიაღწია. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. ამით აფხაზეთში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 32 გახდა, აქტიური შემთხვევები რაოდენობა კი – 1 862-ია.

11:05 – კიდევ 14 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 14 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 172 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 351-ით გაიზარდა, კიდევ 337 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 351-ით – 21 208-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 9 003 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში გამოვლინდა, 369 აჭარაში, 295 იმერეთში, 76 ქვემო ქართლში, 66 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 23-23 შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში, 20 კახეთში, 18 სამცხე-ჯავახეთში, 15 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

20 ოქტომბერი, სამშაბათი

19:45 – ოკუპირებულ ცხინვალში კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 84 წლის კაცია, რომელსაც ვირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. არსებული მონაცემებით ცხინვალში ვირუსით ინფიცირებული სულ 2 პაციენტია გარდაცვლილი.

19:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 133-ით – 3 036-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 33 ადამიანი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 1 267-ს მიაღწია. გუდაუთის ჰოსპიტალში გარდაიცვალა სამი პაციენტი – სულ 31 პანდემიის დასაწყისიდან. ამ დროისთვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში 1 738-ს უტოლდება.

19:00 – ნოემბრიდან რეგულარული ფრენების ეტაპობრივად აღდგება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქუთაისიდან და თბილისიდან რეგულარული ფრენების განახლებული განრიგი გამოაქვეყნა.

ნოემბრის დასაწყისიდან თბილისიდან რეგულარული ფრენები შემდეგი მიმართულებით აღდგება – დოჰა, მიუნხენი, ათენი, რიგა, პარიზი, ვარშავა, ვენა, მილანი და ბერლინი.

ქუთაისიდან ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით შესრულდება – ვილნიუსი, რიგა, დორტმუნდი და კატოვიცე.

12:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 305-მდე გაიზარდა.

11:35 – საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 ოქტომბრიდან, სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ ტესტის პასუხი არ ექნებათ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდებიან.

11:30 – მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენაზე ნოტა გამოსცა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ ახალი ნოტა გამოსცა, რომელიც ნოემბრის თვეში რეგულარული ფრენების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს განსაზღვრავს. მისივე თქმით, რეისები ეტაპობრივი გახსნა ძირითადად ევროპის მიმართულებით ფრენებს შეეხება და მათ შორის იქნებიან ისეთი ქვეყნები, სადაც ფრენები შეზღუდული რაოდენობით აქამდეც ხორციელდებოდა.

თურნავას განცხადებით, კომპანიებს, რომლებიც მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით დაფრინავენ სახელმწიფომ ფრენების სიხშირის გაზრდა შესთავაზა. რაც შეეხება შემდეგ მიმართულებებს: ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე და მილანი კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით დაფრინავდნენ, რეგულარული ფრენების დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ფრენების დაწყების დრო და სიხშირე დიდწილად თავად ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ კონტექსტში მთავრობის „მიდგომებიც“ მნიშვნელოვანია.

„ყველა რისკი უნდა იყოს დაბალანსებული. თუმცა, ჩვენი არჩევანი არის ადაპტაცია, რომ ისე ვებრძოლოთ პანდემიას, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი“, – დასძინა მავნე.

11:25 – სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია, 28, 29 და 30 ოქტომბერს სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადავა

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმ სკოლებში, რომლებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28, 29 და 30 ოქტომბერს სწავლების პროცესი დროებით დისტანციურ რეჟიმს დაუბრუნდება.

11:20 – მცხეთაში ახალი რეგულაციები წესდება

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, იმერეთისა და აჭარის მსგავსად, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათზე დაიკეტება.

11:05 – კიდევ 15 გარდაიცვალა 

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 15 პაციენტი. ამით ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები 158 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 194-ით გაიზარდა, კიდევ 328 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 194-ით 19 857-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდებ 328 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 8 666 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 425 თბილისში გამოვლინდა, 193 აჭარაში, 372 იმერეთში, 53 ქვემო ქართლში, 64 შიდა ქართლში, 21 გურიაში, 27 სამეგრელო-ზემო სვანეთი, 18 მცხეთა-მთიანეთში, 9-9 სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, 3 კახეთში.

19 ოქტომბერი, ორშაბათი

17:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 გამოჯანმრთელდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 107-ით – 2 903-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 1 197-ს მიაღწია. გუდაუთის ჰოსპიტალში გარდაიცვალა 28-ე პაციენტი. სულ აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონში 1 678-ს უტოლდება.

13:10 – პრემიერის თქმით, არჩევნები არ გადაიდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში „პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება“ და ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნები არ გადაიდება.

„[ჩვენ] ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსფარენტულად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები“, – თქვა გიორგი გახარიამ.

13:00 – რუსეთის მობილური მულტიდისციპლინური სამედიცინო ჰოსპიტალი უკვე აფხაზეთშია

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მობილური მულტიდისციპლინური ჰოსპიტალი უკვე აფხაზეთშია. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონში მობილური ჰოსპიტალი აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, რეგიონის ხელმძღვანელობის თხოვნით გაგზავნა.

11:35 – უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა აუდიტორიებში განახლდა

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა, თუმცა ძალაშია საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომ სწავლება შეძლებისდაგვარად დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდეს.

11:30 – აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. რეგიონში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტრანსპორტის მოძრაობა 25 სექტემბრიდან შეიზღუდა.

11:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 12-ით – 296-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 7 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 143 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 186-ით გაიზარდა, კიდევ 278 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 186-ით – 18 663-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 8 338.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში გამოვლინდა, 360 აჭარაში, 99 იმერეთში, 78 ქვემო ქართლში, 73 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 46 კახეთში, 25 გურიაში, 15 შიდა ქართლში, 14 მცხეთა მთიანეთში, 7 კი – სამცხე-ჯავახეთში.

18 ოქტომბერი, კვირა

11:05 – კიდევ 8 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 136 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, დანარჩენების შესახებ ინფორმაციას კი – იგი მოცემული მომენტისთვის არ ფლობს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 192-ით გაიზარდა, კიდევ 233-ით გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 192-ით -17 477-მდე აიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 8 060-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში გამოვლინდა, 343 აჭარაში, 211 იმერეთში, 45 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 37 შიდა ქართლში, 39 ქვემო ქართლში, 18 გურიაში, 14 სამცხე-ჯავახეთში, 13 მცხეთა-მთიანეთში, 11 კახეთში.

17 ოქტომბერი, შაბათი

14:00 – ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 57-ით – 284-მდე გაიზარდა. ამასთან, ოკუპირებულ რეგიონში ვირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 88 წლის ქალია, რომელსაც ვირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

13:00- რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს 100 საწოლიანი საველე ჰოსპიტლის მოწყობაში დაეხმარება

ოკუპირებული აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროს“ თხოვნის საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის უწყება ოკუპირებულ რეგიონს 100 პაციენტიანი საველე ჰოსპოტლის მოწყობაში დაეხმარება.

სამხრეთის სამხედრო ოლქის მობილური მულტიდისციპლინური ჰოსპიტალი ქალაქ ბუდიონოვსკიდან სოხუმისკენ უკვე დაიძრა. სამედიცინო განყოფილება 112 სამხედრო მოსამსახურისა და 30 ერთეული სპეციალური სამხედრო აღჭურვილობისგან შედგება.

11:05 – კიდევ 4 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი. რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 128 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, 2 პაციენტი თბილისში გარდაიცვალა, ორი კი – ბათუმში.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 958-ით გაიზარდა, კიდევ 214 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 958-ით – 16 285-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 7 827-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 397 თბილისში გამოვლინდა, 226 აჭარაში, 232 იმერეთში, 27 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 20 ქვემო ქართლში, 14 შიდა ქართლში, 15 მცხეთა-მთიანეთში, 13 კახეთში, 8 სამცხე-ჯავახეთში, 6 გურიაში.

16 ოქტომბერი, პარასკევი

18:00 – სოხუმმა ენგურის გამშვები პუნქტი პენსიონერებისთვის გახსნა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურის გამშვები პუნქტი საქართველოს მოქალაქე პენსიონერებისთვის და სოციალური დახმარებით მოსარგებლეებისთვის გახსნა.

მოქალაქეების ტრანსპორტირებას კვირაში სამჯერ (ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) გაუძღვება.

სოხუმმა COVID-19-ის გამო გამშვები პუნქტი 14 მარტს ჩაკეტა.

17:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 8 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 93-ით – 2 672-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 ადამიანი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 1 175-ს მიაღწია, აქტიურ შემთხვევა რიცხვი კი 1 470-ია.

11:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 30-ით – 227-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 11 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 11 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 124 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, მათგან 5 თბილისში გარდაიცვალა, 3 ბათუმში, 2 იმერეთში და 1 გორში.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 887--ით გაიზარდა, კიდევ 246 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 887-ით – 15 327-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 246 ადამიანი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 7 613-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 თბილისში, 198 იმერეთში, 22 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 12 შიდა ქართლში, 11 გურიაში, 10 მცხეთა-მთიანეთში, 7 კახეთში, 3-3 ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, 2 რაჭა-ლეჩხუმში.

15 ოქტომბერი, ხუთშაბათი

19:50 – შსს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიმართული წესების აღსრულებას გააკონტროლებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულებას უწყების თანამშრომლები გააკონტროლებენ.

„თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებულნი იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეების გაკეთებასა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ“, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს მოუწოდებს მოქალაქეებს – ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

14:00 – ინფიცირებულთათვის თბილისში კიდევ 1 200 საწოლო დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღის ბოლომდე კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება, რის შედეგადაც, „მხოლოდ თბილისში გვექნება კიდევ 1 200 თავისუფალი საწოლი“.

მინისტრისვე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ საავადმყოფოებში 4 000-მდე საწოლია მობილიზებული. 3 900-მდე საწოლი კი კოვიდ-19-ით ინფიცირებულთათვის განკუთვნილ სასტუმროებშია მობილიზებული.

13:30 – 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 19 ოქტომბრიდან სტუდენტები სწავლას აუდიტორიებში განაახლებენ. თუმცა, მანვე დაამატა, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის დისტანციური სწავლების მოდელის შენარჩუნებაც ძალაში დარჩება.

13:25 – ოქტომბრის ბოლოდან საჰაერო მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან საჰაერო მიმოსვლა ეტაპობრივად გაიხსნება. პირველ ჯერზე ფრენები ჯერ უკვე არსებულ რეისებს დაემატება, ნოემბრის ბოლოდან კი მიმოსვლა ევროპის სხვადასხვა მიმართულებითაც ნელ-ნელა აღდგება.

მანვე დაამატა, რომ ფრენების გახსნის შემდეგ, ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, თუკი მათ PCR ტესტის პასუხი ექნებათ, საკარანტინო სივრცეში აღარ გადავლენ და 12 დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.

13:22 – აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 19 ოქტომბრიდან განაახლებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აჭარის რეგიონში ვირუსის გავრცელების „მეტ-ნაკლები სტაბილიზაციის“ ფონზე, 19 ოქტომბრიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 24 სექტემბერს შეიზღუდა.

13:20 – თბილისსა და იმერეთში ახალი შეზღუდვები წესდება

ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევები მკვეთრი ზრდის ფონზე, მთავრობის გადაწყვეტილებით 16 ოქტომბრიდან თბილისსა და ქუთაისში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. კერძოდ, რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მომხმარებლებს მხოლოდ 22:00-მდე მოემსახურებიან.

11:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვეები 24-ით 197-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 4 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტები რაოდენობა 113 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ორი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, მათგან ერთი 87 წლის ქალი, მეორე კი – 65 წლის მამაკაცია. დანარჩენი ორის შესახებ ინფორმაციას იგი არ ფლობს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 919-ით გაიზარდა, კიდევ 208 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 919-ით – 14 440-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 ადამიანი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 7 367 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 366 თბილისში დადასტურდა, 286 აჭარაში, 104 იმერეთში, 57 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 44 ქვემო ქართლში, 21 შიდა ქართლში, 13-13 კახეთსა და გურიაში, 11 მცხეთა-მთიანეთში, 3 სამცხე-ჯავახეთში, 1 რაჭა ლეჩხუმში.

14 ოქტომბერი, ოთხშაბათი

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 21-ით – 173-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 7 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 7 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობამ 109-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ვირუსის მქონე პაციენტები თბილისსა და აჭარაში გარდაიცვალნენ და მათი ასაკობრივი მაჩვენებლები 66-დან 90 წელს შორის მერყეობდა. 7 გარდაცვლილებიდან 4 ქალია, სამი კი – მამაკაცი. „ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი ძირითადად მძიმე თანმხლები დაავადებების არსებობა იყო“, – დასძინა ენდელაძემ.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 680-ით გაიზარდა, კიდევ 292 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 680-ით – 13 521-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 292 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 7 159-სმიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 297 თბილისში გამოვლინდა, 189 აჭარაში, 150 იმერეთში, 12 შიდა ქართლში, 11 ქვემო ქართლში, 9 მცხეთა მთიანეთში, 6 გურიაში, 3 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 2 კახეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.

13 ოქტომბერი, სამშაბათი

19:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 10 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევები 87-ით – 2 430-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 087 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი – 1 320-ია.

19:00 – ანკარა თბილისს სამედიცინო აღჭურვილობითა და მედიკამენტებით დაეხმარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კოვიდ-19-თან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მათ შორის, სუნთქვის აპარატები, PCR ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა.

საგარეო უწყების ცნობით, „ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული“.

„აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – დასძენენ სამინისტროში.

18:00 – ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს საველე ჰოსპიტალის მოწყობაში დახმარებას სთხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ოკუპირებული რეგიონის „თავდაცვის მინისტრმა“ რუსეთის თავდაცვის მინისტრს 500 საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობაში დახმარება სთხოვა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

სერგეი შოიგუსადმი მიწერილ წერილში ვლადიმირ ანუა მას 500 საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობისთვის საჭირო აპარატურით, სამედიცინო პერსონალითა და მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს.

17:00 – კოვიდ-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ 5 კლინიკური ჯგუფი შეიქმნება

ქვეყანაში კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესს მობილური ჯგუფები გააკონტროლებენ, რისთვისაც 5 კლინიკური ჯგუფი შეიქმნება. თითოეული კლინიკური ჯგუფის შემადგენლობაში ერთი ინფექციონისტი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთიც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შევლენ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, 5 მობილური ჯგუფიდან 3 თბილისში იმუშავებს, 1 აჭარის რეგიონში გაემგზავრება (ამ ჯგუფში დამატებით 3 ექიმიც შევა), 1 კი – ქუთაისში გაემგზავრება.

მობილური ჯგუფები მონიტორინგისა და ზედამხედველობის პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში პაციენტების მკურნალობის პროცესშიც ჩაერთვებიან.

16:00 – ოკუპირებული აფხაზეთი ახალ შეზღუდვებს აწესებს

კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების დადასტურების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალ შეზღუდვებს აწესებს.

15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე ოკუპირებულ რეგიონში მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვა იკრძალება. მეტიც, დროებით დაიხურება – თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საბავშვო ბაღები და რეკრეაციული დაწესებულებები.

60 წელს ზემოთ დასაქმებულები, ასევე 1-4 წლის ბავშვები საჯარო დაწესებულებებსა და ბაღებში სიარულისგან თავისუფლებიდან. იგივე რეკომენდაციაა კერძო სექტორის მიმართაც.

15:00 – UNICEF-მა აფხაზეთში დახმარება ჩაიტანა

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) სოხუმში „განათლებისა და ენის პოლიტიკის სამინისტროს“ დახმარება გადასცა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ტვირთში შედის – სადეზინფექციო საშუალებები, უკონტაქტო თერმომეტრები და დისპენსერები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სასწავლო დაწესებულებებზე გადანაწილდება.

UNICEF-ის სოხუმის ოფისის ხელმძღვანელმა, ვილიამ ჰენლონმა აღნიშნა, რომ ჰიგიენური საშუალებების გადაცემის მიზანი სკოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რათა ბავშვებმა სწავლის გაგრძელება შეძლონ.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 139-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 9 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 9 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 102 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ყველა გარდაცვლილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, მათგან 5 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, დანარჩენი გარდაცვლილების შესახებ კი – იგი ამ მომენტისთვის ინფორმაციას არ ფლობს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 569-ით გაიზარდა, კიდევ 329 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 569-ით – 12 841-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 6 867-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, დადასტურებული შემთხვევების ყველა მაღალი რაოდენობა – 207 კვლავ აჭარაში გამოვლინდა, თბილისში 168, 117 იმერეთში, 25 შიდა ქართლში, 24 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8 გურიაში, 7 ქვემო ქართლში, 5-5 კახეთსა და მცხეთა მთიანეთში, 3 კი – სამცხე-ჯავახეთში.

12 ოქტომბერი, ორშაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 25 გამოჯანმრთელდა, კიდევ 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 86-ით – 2 343-მდე გაიზარდა. პარალელურად, გამოჯანმრთელდა კიდევ 25 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 854 გახდა. 2-ით – 23-მდე გაიზარდა ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობაც. აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 1 467-ია.

17:00 – საქართველოში შემოსავალი 100 000-მდე ადამიანმა დაკარგა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ევროპული საქართველოს საპარლამენტო ფრაქციას 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გააცნო. პანდემიის მიერ გამოწვეულ ეკონომიკური პრობლემების განხილვისას, კაკაურიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დახმარების ფარგლებში, კომპანიების მიერ მოწოდებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში შემოსავალი დაახლოებით 100 000-მდე ადამიანმა დაკარგა. მინისტრის მოადგილის თქმით, უფრო ზუსტი სტატისტიკა ცნობილი წლის ბოლოს გახდება.

14:40 – კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 6 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 6 პაციენტი. ამით ვირუსის მქონე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 91 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 3 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, 2 თბილისში, 1 კი – საჩხერეში.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები დადასტურებული შემთხვევები 478-ით გაიზარდა, კიდევ 211 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 478-ით – 12 272-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 211 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 6 538-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 196 აჭარაში გამოვლინდა, 178 თბილისში, 65 იმერეთში, 15 ქვემო ქართლში, 13 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში 4, 1 გურიაში.

10:00 – „საერთაშორისო კომპანიები“ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

საქართველოს მთავრობამ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ კომპანიებს აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსი და ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებითა და კომფორტული სამუშაო პლატფორმით.

საგადასახადო შეღავათების ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიაში დასაქმებულის შემოსავალი 5%-ით დაიბეგრება (20%-ის ნაცვლად); საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის შემოსავალში არ ჩაითვლება; საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის 5% იქნება.

ამასთან, საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის გამოიყენება ან ამ საქმიანობის განხორციელებისთვის არის გამიზნული.

„იქმნება შესაძლებლობა საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზით კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

11 ოქტომბერი, კვირა

11:05 – 7 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 7 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 85 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, მათგანპაციენტი 2 აჭარაში გარდაიცვალა, 1 იმერეთში, დანარჩენების შესახებ კი – იგი ამ ეტაპზე ინფრომაციას არ ფლობს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 523-ით გაიზარდა, კიდევ 208 გამოჯანმთელდა

დადასტურებული შეთხვევები 523-თი – 11 794-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთ საერთო რაოდენობამ 6 327-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვვებიდან 194 თბილისში გამოვლინდა, 172 აჭარაში, 117 იმერეთში, 16 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7-7 გურიასა და შიდა ქართლში, 4 ქვემო ქართლში, 3 კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, 1 მცხეთა მთიანეთში.

10 ოქტომბერი, შაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 15 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 87-ით – 2 257-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 829-ს მიაღწია, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი – 1 407-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 129-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 78 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, მათგან 4 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. 65, 76, 80 და 90 წლის ქალებს ვირუსთან ერთად, მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. ენდელაძის განცხადებით, დანარჩენი 2 გარდაცვლილის შესახებ იგი ინფორმაციას არ ფლობს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 519-ით გაიზარდა, კიდევ 253 გამოჯანმრთელდა

კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 519-ით – 11 271-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთ საერთო რაოდენობამ 6 119-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 222 აჭარაში გამოვლინდა, 137 თბილისში, 99 იმერეთში, 31 ქვემო ქართლში, 10-10 გურიასა და მცხეთა-მთიანეთში, 7 შიდა ქართლში, 5 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 კახეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში. მისივე თქმით, 4 ახალი შემთხვევა უცხეთიდან არის შემოტანილი.

9 ოქტომბერი, პარასკევი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 99-ით გაიზარდა, კიდევ 3 გამოჯანმრთელდა, კიდევ 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 99-ით – 2 170-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 814-ს მიაღწია. 2-ით – 21-მე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 335-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 119-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 72 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, მათგან ერთი – 58 წლის ქალი გორში გარდაიცვალა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა; ერთიც ბათუმში – 68 წლის პაციენტი, ასევე თანმხლები დაავადებებით; 55 და 61 წლის ქალები ქობულეთში და 81 წლის ქალი კი – ქუთაისში. ენდელაძის განცხადებით, ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი მძიმე პნევმონია და მიღებული ღონისძიებების მიუხედავად, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 527-ით გაიზარდა, კიდევ 313 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 527-ით – 10 752-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 313 ადამიანი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 5 866-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 190 აჭარაში გამოვლინდა, 179 თბილისში, 91 იმერეთში, 28 ქვემო ქართლში, 10 შიდა ქართლში, 11 კახეთში, 3-3 გურიასა და მცხეთა-მთიანეთში, 1 კი – სამცხე ჯავახეთში.

8 ოქტომბერი, ხუთშაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 13 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 95-ით – 2 071-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 811 გახდა. 3-ით – 19-მდე გაიზარდა ვირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობაც. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 241-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შეთხვევები 12-ით – 123-მდე გაიზარდა.

11:30 – პრემიერი რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა და რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, პროცესი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობითა და მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 472-ით გაიზარდა, კიდევ 318 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა

დადასტურებული შემთხვევები 472-ით – 10 225-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 5 553-ს მიაღწია. გარდაიცვალა 3 პაციენტი, რითაც სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 66 გახდა. ამ დროისთვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 4 580-ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 თბილისში, 68 იმერეთში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8 გურიაში, 8 ქვემო ქართლში, 6 შიდა ქართლში, 5 კახეთში, 5 მცხეთა-მთიანეთში.

7 ოქტომბერი, ოთხშაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 976-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 668-ს მიაღწია. პანდემიის დასაწყისიდან აფხაზეთში სულ 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1 292-ია.

14:40 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობამ 63-ს მიაღწია.

13:30 – კოვიდ-19-ის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალი 50%-იან სახელფასო დანამატს მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც კოვიდ-19-ის მართვის პროცესში არიან ჩართულნი, 50%-იან სახელფასო დანამატს მიიღებენ.

მისივე თქმით, ესენი არიან – ექიმ-რეანიმატოლოგები, უმცროსი ექიმები, ექთნები, ინფექციონისტები და თერაპევტები.

13:00 – უცხოელ ვიზიტორებს სწრაფ ტესტებს ჩაუტარებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამიერიდან, კარანტინში მყოფ უცხოეთიდან ჩამოსულ ვიზიტორებს მერვე დღეს მაღალი ხარისხის, ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტებს ჩაუტარებენ.

მისივე თქმით, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების შესაძლებლობა იქნება, საეჭვო შემთხვევაში კი – მათ PCR ტესტიც ჩაუტარდებათ.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შეთხვევები 5-ით – 111-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონდე კიდევ 4 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილლი პაციენტების საერთო რაოდენობამ 62-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, 2 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, მათგან ერთი 70 წლის მამაკაცი, მეორე 65 წლის ქალი იყო, რომლებსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. აგრეთვე, თერჯოლაში გარდაიცვალა 88 წლის და ერთიც თბილისში.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 508-ით გაიზარდა, კიდევ 348 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 508-ით – 9 753-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 5 235-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში გამოვლინდა, 111 თბილისში, 91 იმერეთში, 25 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8 გურიაში, 5-5 ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში, 2-2 შიდა ქართლსა და კახეთში.

6 ოქტომბერი, სამშაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 868-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 655-ს მიაღწია. პანდემიის დასაწყისიდან აფხაზეთში სულ 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1 198-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შეთხვევები 2-ით – 106-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 4 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 4 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 58 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 549-ით გაიზარდა, კიდევ 268 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 549-ით – 9 245-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 4 887-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში გამოვლინდა, 99 თბლისში, 59 იმერეთში, 19 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 მცხეთა-მთიანეთში, 4 შიდა ქართლში, 3-3 კახეთსა და გურიაში, 1-1 კი – რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

5 ოქტომბერი, ორშაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, მე-15 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა – 1 765-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 640-ს მიაღწია. გუდაუთის ჰოსპიტალში გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, სულ 15 პანდემიის დასაწყისიდან. ამ დროისთვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1 110-ია.

13:45 – 54-ე პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 54 გახდა.

13:30 – ინფიცირებულთან კონტაქტები თვითიზოლაციაში ტესტირების გარეშე გადავლენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტირებულები ტესტირების გარეშე თვითიზოლაციის რეჟიმს დაექვემდებარებიან.

ამასთან, თუკი მათ 12 დღის განმავლობაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოივლინდებათ, შეეძლებათ, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ტესტირების გარეშე დაუბრუნდნენ.

13:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი შეზღუდვები დაწესდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 5 ოქტომბერს დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

შეზღუდვების თანახმად, იკრძალება მასობრივი სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ასევე იზღუდება სამგლოვიარო და მემორიალურ ღონისძებებზე დამსწრეთა რაოდენობაც. აგრეთვე სხვადასხვა ობიექტებს რეკომენდაციების მკაცრი დაცვის მითითება მიეცათ.

12:30 – კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 578-ით გაიზარდა, კიდევ 375 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა

დადასტურებული შემთხვევები 578-ით – 8 696-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 375 ადამიანი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 4 619-ს მიაღწია. გარდაიცვალა 2 პაციენტი, რითაც სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 3 999-ს აღწევს.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 416 აჭარაში გამოვლინდა, 72 თბილისში, 23 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 44 იმერეთში, 10 ქვემო ქართლში, 1 კახეთში, 8 გურიაში, 1 შიდა ქართლში და 1 სამცხე-ჯავახეთში. ასევე, ენდელაძის განცხადებით, 45 კრიტიკულად მძიმედ მყოფ პაციენტთაგან 43 მართვით სუნთქვაზეა, მათ შორის 9 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

4 ოქტომბერი, კვირა

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა – 1 716-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 621-ს მიაღწია. პანდემიის დასაწყისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 13 პაციენტი გარდაიცვალა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1079-ია.

11:05 – კიდევ 2 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 2 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 50 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ერთი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. მეორე გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია კი – მას ჯერჯერობით არ აქვს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 554-ით გაიზარდა, კიდევ 252 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 554-ით – 8 118-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 252 ადამიანი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 4 244-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევეყბის ყველაზე დიდი წილი კვლავ აჭარაში მოდის, აქ ვირუსის 370 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 65 თბლისიში, 63 იმერეთი, 28 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11 ქვემო ქართლში, 6-6 შიდა ქართლსა და გურიაში, 4 მცხეთა მთიანეთში და 1 კახეთში.

3 ოქტომბერი, შაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, მე-13 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა – 1 659-მდე გაიზარდა. გუდაუთის ჰოსპიტალში გარდაიცვალა 1 ინფიცირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 602-ს მიაღწია. პანდემიის დასაწყისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 13 პაციენტი გარდაიცვალა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1044-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შეთხვევები 2-ით – 104-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ – 48-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ასაკოვანი მამაკაცი აჭარაში გარდაიცვალა, რომელსაც ვირუსის პარალელურად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე განცხადებით, იგი მეორე გარდაცვლილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 471-ით გაიზარდა, კიდევ 278 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 471-ით – 7 564-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 ადამიანი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 3 392-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 360 აჭარაში გამოვლინდა, 57 თბილისში, 22 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11 იმერეთში, 6-6 ქვემო ქართლსა და კახეთში, 5 გურიაში, 3 მცხეთა-მთიანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.

2 ოქტომბერი, პარასკევი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა 

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა – 1 590-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 590-ს მიაღწია. პანდემიის დასაწყისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი გარდაიცვალა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 955-ია.

13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირების ახალი შემთხვევები კი არ გამოვლენილა. რეგიონში ამ დროისთვის კოვიდ-19-ის 102 დადასტურებული შემთხვევაა.

11:55 – კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 3 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 46-ს მიაღწია.

11:05 – კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 2 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 43 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 453-ით გაიზარდა, კიდევ 295 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 453-ით – 7 093-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 3 714-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შეთხვევებიდან 297 აჭარაში გამოვლინდა, 78 თბილისში, 52 იმერეთში, 6-6 სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში, 3 კახეთში, 2-2 ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში, 1 – სამცხე-ჯავახეთში.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 8 გამოჯანმრთელდა, მე-12 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 67-ით – 1 525-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 28 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 558-ს მიაღწია. 1-ით – 12-მდე გაიზარდა, ვირუსის მქონე გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 955-ია.

14:50 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 41 გახდა.

11:30 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 40 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 448-ით გაიზარდა, 299 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 448-ით – 6 640-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 299 ადამიანი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 3 419-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 241 აჭარაში გამოვლინდა, 98 იმერეთში, 62 თბილისში, 15 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 სამცხე-ჯავახეთში, 7-7 გურიასა და შიდა ქართლში, 6 უცხოეთიდან შემოტანილია, 2 ახლი შემთხვევა კი – კახეთში დაფიქსირდა.

10:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 102-მდე გაიზარდა.

09:00 – IVI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ.

კოვიდ-19-ის ოქტომბრამდელი საარქივო მასალებისათვის ეწვიეთ ბმულებს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button