skip to content
ახალი ამბები

COVID-19 – ყველა სიახლე: ნოემბერი 2020 / არქივი

კოვიდ-19-ის შესახებ მიმდინარე სიახლეებისათვის ეწვიეთ ამ ბმულს.

30 ნოემბერი, ორშაბათი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 167 გამოჯანმრთელდა, კიდევ 3 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 87-ით – 5 970-მდე გაიზარდა. 167-ით – 3 845-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 84 გახდა, აქტიური შემთხვევები კი – 2 041-ის ტოლია.

13:00 – რუსთავში გარემოვაჭრეებმა დაწესებულ შეზღუდვები გააპროტესტეს

ქალაქ რუსთავში გარემოვაჭრეებმა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობის ან ხელისუფლებისგან ფინანსური დახმარების მიღების მოთხოვნით, მათ რამდენიმე წუთით ქალაქის ცენტრალური გზაც გადაკეტეს. ისინი მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

მედიის ცნობით, ადგილზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუაც იმყოფებოდა.

12:50 ეკონომიკის მინისტრის თქმით, ჟანგბადის მომარაგების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება დაახლოებით სამჯერ გაიზარდა და დღეში 80 ტონას აჭარბებს. თუმცა, მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და მარაგების შექმნაში ჩართულია და ამ მიმართულებით პრობლემა არ შეიქმნება.

„მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება“, – განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ „პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება“. მისივე განცხადებით, მთავრობამ ჟანგბადის დიდი სიმძლავრის 10 გენერატორი თავისი კომპრესორით თურქეთისგანაც შეისყიდა, საიდანაც 2 დანადგარი უკვე ჩამოვიდა, კიდევ 6-ის ჩამოტანა კი – დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.

12:45 – ოკუპირებულ ცხინვალში 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 56 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 39-ით – 1 787-მდე გაიზარდა. 56-ით – 723-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რიცხვი 27-ს შეადგენს, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 037-ია.

12:10 – შსს-მ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1 244 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 1 244 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების განმარტებით, პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 67, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 1 177 პირი დააჯარიმა.

11:05 – კიდევ 37 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 37 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 1 267 გახდა.

11:00 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 937 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 216-ით – 135 584-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 937 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 113 986 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 1 622 თბილისში გამოვლინდა, 517 იმერეთში, 313 აჭარაში, 187 ქვემო ქართლში, 161 კახეთში, 160 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 82 შიდა ქართლში, 77 მცხეთა-მთიანეთში, 74 სამცხე-ჯავახეთში, 19 გურიაში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

29 ნოემბერი, კვირა

11:05 – კიდევ 35 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 35 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 1 230 გახდა.

11:00 – 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 721 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 4 426 -ით – 132 368-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 721 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 110 049 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 1 802 თბილისში გამოვლინდა, 637 იმერეთში, 554 აჭარაში, 400 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 268 ქვემო ქართლში, 258 შიდა ქართლში, 219 კახეთში, 119 გურიაში, 108 მცხეთა-მთიანეთში, 50 სამცხე-ჯავახეთში, 11 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

28 ნოემბერი, შაბათი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 7 გამოჯანმრთელდა, კიდევ 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის შემთხვევები 85-ით – 5 883-მდე გაიზარდა. 7-ით – 3 678-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაიცვალა კიდევ 2 ადამიანი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რიცხვი 81 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 2 124-ია.

16:00 – თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაწერეს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაწერეს. ცერცვაძეს კოვიდ-19 17 ნოემბერს დაუდგინდა. თავდაპირველად, იგი სახლში მკურნალობდა, მოგვიანებით, მდგომარეობის გაუარესების გამო კი – იგი კლინიკაში გადაიყვანეს.

13:00 – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ თალაკვაძე პოსტიდან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე წავიდა. ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი შემცვლელის ვინაობა უცნობია.

ავთანდილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა. მანამდე, 2015-2017 წლებში, იგი ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, 2014-2015 წლებში კი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე და დირექტორი იყო.

12:45 – ოკუპირებულ ცხინვალში 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა კიდევ 38 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-სი დადასტურებული შეთხვევები 23-ით – 1 748-მდე გაიზარდა. 38-ით – 667-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების ჯამური რაოდენობა 27-ის შეადგენს, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი – 1 054-ია.

11:05 – კიდევ 34 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 34 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 1 195 გახდა.

11:00 – 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 4 058 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 4 472 -ით – 127 942-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 058 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 106 328 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 1 784 თბილისში გამოვლინდა, 683 აჭარაში, 662 იმერეთში, 292 ქვემო ქართლში, 247 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 228 კახეთში, 192 შიდა ქართლში, 127 მცხეთა-მთიანეთში, 123 გურიაში, 93 სამცხე-ჯავახეთში, 41 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

27 ნოემბერი, პარასკევი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 66 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 10 გამოჯანმრთელდა, კიდევ 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 66-ით – 5 798-მდე გაიზარდა. 10-ით – 3 671-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 79 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი – 2 048-ს შეადგენს.

16:00 – სავაჭრო ცენტრები მთავრობისგან ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებას ითხოვენ

სავაჭრო ცენტრები – „სითი მოლი“, „თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „თბილისი ცენტრალი“ და „ქარვასლა“ მთავრობის მიერ დაწესებულ ორთვიან შეზღუდვებს ერთობილივი განცხადებით ეხმიანებიან და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობას სთხოვენ, რომ ტურისტული სექტორის მსგავსად, ანტიკრიზისული პაკეტი მათთვისაც შემუშავდეს.

„ფაქტიურიად ყველა სავაჭრო ცენტრს ექმნება მიმდინარე საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემა და დღის წესრიგში დგას სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა“, – აცხადებენ ისინი და დასძენენ, რომ „ამოწურულია ყველა ის ლიმიტი“, რა გათვლაც მათ წლის ბოლომდე ჰქონდათ. მათივე თქმით, „ოპერირების შეზღუდვის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნებას ბიზნესი ვერ შეძლებს“.

სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები მთავრობას შემდეგი თხოვნებით მიმართავენ: გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშულაბა 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით; გაუქმდეს 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადი; 750 ლარამდე ხელფასზე დაწესებული საშემოსავლო გადასახადზე არსებული შეღავათი 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე გაგრძელდეს; ბანკებთან საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს ეროვნული ბანკი და მათ სესხების 12 თვიანი საშეღავათო პერიოდით რეფინანსირებისა და 6 თვის საპტოცენტო ხარჯის სუბსიდირებაზე შეთანხმების მიღწევაში დაეხმაროს.

14:40 – „საია“ საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვების კონსტიტუციურობის დაჩქარებულად შესწავლისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ „დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობა“.

„საია“-ს შეფასებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ საქმიანობაზე; ღამის საათებში ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას; ბაზრობებისა და სავაჭრო ობიექტების დაკეტვა კი – ზღუდავს ამ ობიექტების მფლობელთა საკუთრების უფლებას, რაც იწვევს აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების შრომის თავისუფლებაში ჩარევას.

ორგანიზაციის განმარტებით, გადაადგილების თავისუფლება მხოლოდ კანონით უნდა შეიზღუდოს, შრომის თავისუფლება კი – ორგანული კანონით რეგულირდება. „შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ“, – აცხადებენ „საია“-ში.

2020 წლის 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ ცვლილებები მიიღო, რომელთა თანახმადაც, მთავრობას საკარანტინო ზომების ამოქმედება პარლამენტის გვერდის ავლით შეუძლია. მაშინ ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

13:20 – ომბუდსმენის თქმით, კომენდანტის საათი, „შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს“

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მასშტაბით, ორი თვის განმავლობაში, 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე დაწესებული კომენდანტის საათი, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ახალი წლისა (31 დეკემბერი) და შობის ღამეებზე (6 იანვარი) მოიხსნება, „შესაძლოა, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს“.

„ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამის თევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის“, – ამბობს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, „განიხილოს ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამისთევას ითვალისწინებს“.

12:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 45 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 18-ით – 1 725-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 45 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 629 გახდა. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო ჯამი 27-ს შეადგენს, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი – 1 069 არის.

11:05 – კიდევ 37 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 37 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 1 161 გახდა.

11:00 – 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 489 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 4 780 -ით – 123 470-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 489 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 102 270 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 1 863 თბილისში გამოვლინდა, 664 აჭარაში, 648 იმერეთში, 385 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 319 ქვემო ქართლში, 280 კახეთში, 259 შიდა ქართლში, 128 მცხეთა-მთიანეთში, 102 გურიაში, 89 სამცხე-ჯავახეთში, 43 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

26 ნოემბერი, ხუთშაბათი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 7 გამოჯანმრთელდა, კიდევ 3 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 84-ით – 5 732-მდე გაიზარდა. 7-ით 3 661-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაიცვალა კიდევ 3 ადამიანი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 77 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 994-ია.

14:45 – მთავრობამ 8 დიდ ქალაქში ორთვიანი შეზღუდვების გეგმა წარადგინა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 8 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი ორთვიანი მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე იმოქმედებს, რესტორნები დაკვების ობიექტები სრულად გადავლენ მიტანის სერვისზე.

  • სხვა შეზღუდვების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

12:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 18-ით – 1 707-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 37 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 584 გახდა. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო ჯამი 27-ს შეადგენს, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი – 1 096-ია.

11:05 – კიდევ 39 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 39 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 1 124 გახდა.

11:00 – 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 200 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 801 -ით – 118 690-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 200 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 98 781 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 1 293 თბილისში გამოვლინდა, 793 იმერეთში, 475 აჭარაში, 371 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 270 ქვემო ქართლში, 232 შიდა ქართლში, 129 კახეთში, 80 გურიაში, 70 მცხეთა-მთიანეთში, 62 სამცხე-ჯავახეთში, 26 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

25 ნოემბერი, ოთხშაბათი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 90-ით – 5 648-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 654-ია. 1-ით – 74-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 920-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 1 689-მდე გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 27-ია.

11:05 – კიდევ 34 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 34 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 1 085 გახდა.

11:00 – 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 366 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 071-ით – 114 889-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 366 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 95 581 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 1 314 თბილისში გამოვლინდა, 523 აჭარაში, 264 იმერეთში, 232 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 214 კახეთში, 165 მცხეთა-მთიანეთში, 106 გურიაში, 104 ქვემო ქართლში, 84 სამცხე-ჯავახეთში, 44 შიდა ქართლში, 21 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

24 ნოემბერი, სამშაბათი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 166-ით – 5 558-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 630-ია. 3-ით – 73-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 855-ია.

20:00 – სოხუმი შეზღუდვებს ახანგრძლივებს

ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს 2021 წლის 21 იანვრამდე ახანგრძლივებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში ახალი შეზღუდვებიც ამოქმედდა, რომლითაც მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალა. ამასთან, თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და რეკრეაციული ტიპის ობიექტები დროებით დაიხურა.

15 ოქტომბრიდან, საჯარო სამსახურებში მომუშავე 60 წელს ზემოთ მოქალაქეები ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ, საჯარო საბავშვო ბაღებიდან დაითხოვეს 1-4 წლამდე მოსწავლეებიც. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართაც.

15:00 – დიდ ქალაქებში სასკოლო სწავლების პროცესი სემესტრის ბოლომდე დისტანციურად გაგრძელდება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასში დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. გადაწყვეტილება ეხება, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს.

უწყებისვე ცნობით, სასწავლო პროცესი დისტანციურად გრძელდება აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.

11:05 – კიდევ 39 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 39 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 1 051 გახდა.

11:00 – 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 045 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 128-ით – 111 818-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 045 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 92 215 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 1 504 თბილისში გამოვლინდა, 576 აჭარაში, 212 იმერეთში, 189 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 129 ქვემო ქართლში, 116 კახეთში, 105 მცხეთა-მთიანეთში, 101 შიდა ქართლში, 97 სამცხე-ჯავახეთში, 87 გურიაში, 12 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

23 ნოემბერი, ორშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 62-ით – 5 442-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 623-ია. 2-ით 70-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი 1 696-ია.

11:05 – კიდევ 36 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 36 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 1 012 გახდა.

11:00 – 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 531 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 958 -ით – 108 690-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 531 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 89 170 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 2 157 თბილისში გამოვლინდა, 537 იმერეთში, 417 აჭარაში, 190 ქვემო ქართლში, 159 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 140კახეთში, 137 შიდა ქართლში, 89 მცხეთა-მთიანეთში, 78 გურიაში, 40 სამცხე-ჯავახეთში, 14 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

22 ნოემბერი, კვირა

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 22-ით – 1 684-მდე გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების ჯამური რაოდენობა 27-ია.

11:05 – კიდევ 49 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 49 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 976 გახდა. 49 პაციენტიდან 24 თბილისში გარდაიცვალა,13 აჭარაში, 7 იმერეთში, 3 ქვემო ქართლში, 1-1 სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში.

11:00 – 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 856 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 4 048 -ით – 104 732-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 856 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 85 639 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 602 თბილისში გამოვლინდა, 772 იმერეთში, 447 აჭარაში, 389 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 241 შიდა ქართლში, 223 ქვემო ქართლში, 164 კახეთში, 114 გურიაში, 48 მცხეთა-მთიანეთში, 44 სამცხე-ჯავახეთში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

21 ნოემბერი, შაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 68-ით – 5 380-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 616-ია, გადაცვლილთა რიცხვი 68-ს შეადგენს, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი 1 696-ია.

11:05 – კიდევ 33 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 33 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 927 გახდა. 33 პაციენტიდან 17 თბილისში გარდაიცვალა, 8 იმერეთში, 5 აჭარაში, 1-1 ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში.

11:00 – 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 851 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 824-ით – 100 684-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 851 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 81 783 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 247 თბილისში გამოვლინდა, 742 აჭარაში, 609 იმერეთში, 319 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 214 ქვემო ქართლში, 197 შიდა ქართლში, 157 გურიაში, 150 კახეთში, 96 მცხეთა-მთიანეთში, 63 სამცხე-ჯავახეთში, 30 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

20 ნოემბერი, პარასკევი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 34-ით – 5 312-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 611-ია. 1-ით – 68-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 633-ია.

12:50 – 20-22 ნოემბერს კომენდანტის საათი უქმდება

21 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების გამო 20-22 ნოემბერს, 22:00-05:00 საათებში, გამონაკლისის სახით, თბლისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში დაწესებული კომენდანტის საათი უქმდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება“.

შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში უკვე შევიდა.

11:30 – ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი), რომელიც კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ეპისკოპოსს კორონავირუსის პარალელურად თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

11:05 – კიდევ 41 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 41 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 894 გახდა. 41 პაციენტიდან 19 თბილისში გარდაიცვალა, 12 იმერეთში, 5 აჭარაში, 3 მცხეთა-მთიანეთში, 2 ქვემო ქართლში.

11:00 – 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 4 055 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 768 -ით – 96 860-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 055 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 77 932 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 443 თბილისში გამოვლინდა, 676 აჭარაში, 541 იმერეთში, 363 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 183 ქვემო ქართლში, 165 შიდა ქართლში, 130 კახეთში, 96 მცხეთა-მთიანეთში, 95 სამცხე-ჯავახეთში, 52 გურიაში, 24 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

19 ნოემბერი, ხუთშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 65-ით – 5 278-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 608-ია. 2-ით – 67-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 603-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 25-ით – 1 650-მდე გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 27-ს შეადგენს.

11:05 – კიდევ 38 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 38 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 853 გახდა. 38 პაციენტიდან 16 თბილისში გარდაიცვალა, 8-8 აჭარასა და იმერეთში, 3 ქვემო ქართლში, 2 კახეთში, 1 შიდა ქართლში.

11:00 – 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 409 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 697 -ით – 93 092-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 409 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 73 877 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 256 თბილისში გამოვლინდა, 664 აჭარაში, 538 იმერეთში, 304 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 243 ქვემო ქართლში, 238 კახეთში, 175 შიდა ქართლში, 127 გურიაში, 91 მცხეთა-მთიანეთში, 55 სამცხე-ჯავახეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

18 ნოემბერი, ოთხშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 39-ით – 5 213-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 488-ია. 1-ით – 65-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 660-ია.

 12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 13-ით – 1 625-მდე გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 27-ს შეადგენს.

11:05 – კიდევ 37 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 37 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 815 გახდა. 37 პაციენტიდან 19 თბილისში გარდაიცვალა, 9 აჭარაში, 6 იმერეთში, 1-1 კი – შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში.

11:00 – 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 539 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 443-ით – 89 395-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 539 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 71 468 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 318 თბილისში გამოვლინდა, 562 იმერეთში, 512 აჭარაში, 368 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 178 შიდა ქართლში, 163 ქვემო ქართლში, 106 სამცხე-ჯავახეთში, 85 კახეთში, 64 გურიაში, 54 მცხეთა-მთიანეთში, 33 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

17 ნოემბერი, სამშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 75-ით – 5 174-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 483-ია. 2-ით – 64-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 627-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის შემთხვევები 26-ით – 1 612-მდე გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 27-ია.

11:15 – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს კოვიდ-19 დაუდასტურდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ცენტრის ცნობით, ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები და სახლში მკურნალობს.

11:05 – კიდევ 45 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 45 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 778 გახდა. 45 პაციენტიდან 18 თბილისში გარდაიცვალა, 9-9 იმერეთსა და აჭარაში, 5 ქვემო ქართლში, 2 შიდა ქართლში, 1-1 კი – კახეთსა და სამცხე ჯავახეთში.

11:00 – 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 638 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 117 -ით – 85 952-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 638 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 68 929 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 202 თბილისში გამოვლინდა, 469 აჭარაში, 355 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 302 იმერეთში,259 ქვემო ქართლში, 173 შიდა ქართლში, 117 კახეთში,86 მცხეთა-მთიანეთში, 65 სამცხე-ჯავახეთში, 61 გურიაში, 28 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

16 ნოემბერი, ორშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის შემთხვევები 34-ით – 5 101-მდე გაიზარდა. გამოჯანრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 470-ია. 1-ით – 62-მდე გაიზარდა ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობაც, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი – 1 567-ია.

15:00 – ოჯახის ექიმზე ინფორმაციის მისაღებად ახალი პორტალი ამოქმედდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „112-ში ზარების შემცირების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების“ მიზნით, პირადი ოჯახის ექიმისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ახალი საინფორმაციო პორტალი – ambulatoria.moh.gov.ge – ამოქმედდა. შესაბამის ინფორმაციას მოქალაქე პორტალზე პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მიიღებს.

„თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

სამინისტროსვე ცნობით, თუ მოქალაქე არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარია და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, მან ინფორმაციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) უნდა დარეკოს.

11:05 – კიდევ 30 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 34 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 733 გახდა. 30 პაციენტიდან 15 თბილისში გარდაიცვალა, 7 იმერეთში, 5 აჭარაში, 2 შიდა ქართლში, 1 კი – ქვემო ქართლში.

11:00 – 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 230 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 157 -ით – 82 835-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 230 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 65 291 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 249 თბილისში გამოვლინდა, 516 აჭარაში, 477 იმერეთში,212 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 178 ქვემო ქართლში, 181 შიდა ქართლში, 121 მცხეთა-მთიანეთში, 82 გურიაში, 70 კახეთში, 60 სამცხე-ჯავახეთში, 11 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

15 ნოემბერი, კვირა

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტრურებული შემთხვევები 35-ით – 1 582-მდე გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 27-ია.

11:05 – კიდევ 34 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 34 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 703 გახდა. 34 პაციენტიდან 18 თბილისში გარდაიცვალა, 8 აჭარაში, 6 იმერეთში, 1-1 კი – ქვემო ქართლსა და კახეთში.

11:00 – 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 387 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 020-ით – 79 678-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 387 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 62 061 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 354 თბილისში გამოვლინდა, 410 აჭარაში, 398 იმერეთში, 248 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 198 ქვემო ქართლში, 153 შიდა ქართლში, 126 კახეთში, 60 გურიაში, 41 მცხეთა-მთიანეთში, 26 სამცხე-ჯავახეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

14 ნოემბერი, შაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 41-ით – 5 065-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 466-ს შეადგენს. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 61 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 538-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 30-ით – 1 547-მდე გაიზარდა. ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა კი 27-ია.

11:05 – კიდევ 33 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 33 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 669 გახდა.

11:00 – 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 163 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 504-ით – 76 658-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 163 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 58 674 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 232 თბილისში გამოვლინდა, 619 იმერეთში, 603 აჭარაში, 397 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 140 შიდა ქართლში, 122 ქვემო ქართლში, 102 კახეთში, 97 მცხეთა-მთიანეთში, 94 გურიაში, 76 სამცხე-ჯავახეთში, 22 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

13 ნოემბერი, პარასკევი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 73-ით – 5 024-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 452-ს შეადგენს. 2-ით – 60-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 512-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 6 გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 57-ით – 1 517-მდე გაიზარდა. 6-ით – 27-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც.

11:05 – კიდევ 37 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 37 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 636 გახდა.

11:00 – 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 342 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 473-ით – 73 154-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 342 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 55 511 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 493 თბილისში გამოვლინდა, 513 იმერეთში, 448 აჭარაში, 287 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 190 ქვემო ქართლში, 175 შიდა ქართლში, 119 მცხეთა-მთიანეთში, 98 კახეთში, 72 სამცხე-ჯავახეთში, 55 გურიაში, 23 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

12 ნოემბერი, ხუთშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 53-ით – 4 951-მე გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 3 369-ის ტოლია, გარდაცვლილთა რიცხი 58-ს შეადგენს, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 524-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 55-ით – 1 460-მდე გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილ პაციენტთა საერთო რაოდენობა 21-ია.

11:05 – კიდევ 33 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 33 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 599 გახდა.

11:00 – 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 358 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 3 120-ით – 69 681-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 358 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 52 169 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 033 თბილისში გამოვლინდა, 517 იმერეთში, 502 აჭარაში, 332 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 192 ქვემო ქართლში, 126 შიდა ქართლში, 107 მცხეთა-მთიანეთში, 100 კახეთში, 95-95 სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში, 21 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

11 ნოემბერი, ოთხშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 67-ით – 4 898-მდე გაიზარდა. 2-ით – 58-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი – 3 227-ს შეადგენს. ოკუპირებულ რეგიონში აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 1 658-ის ტოლია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 44-ით – 1 400-მდე გაიზარდა. 1-ით – 21-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც.

11:30 – გიორგი გახარია კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კოვიდ-19-ისგან განიკურნა. პრემიერს კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდგინდა.

11:05 – კიდევ 45 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 45 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 566 გახდა.

11:00 – 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 421 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 2 911-ით – 66 561-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 421 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 49 811 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში გამოვლინდა, 476 აჭარაში, 469 იმერეთში, 294 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 201 ქვემო ქართლში, 134 შიდა ქართლში, 92 სამცხე-ჯავახეთში, 76 გურიაში, 69 კახეთში, 25 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 19 მცხეთა-მთიანეთში.

10 ნოემბერი, სამშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 8 გამოჯანმრთელდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 59-ით – 4 831-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 3 061 გახდა. 1-ით – 56-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 759-ია.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 77-ით – 1 359-მდე გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში ჯამში ვირუსის მქონე 20 პაციენტი გარდაიცვალა.

11:05 – კიდევ 22 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 22 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 521 გახდა.

 11:00 – 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 348 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 2 970 -ით – 63 650-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 348 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 47 390 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 130 თბილისში გამოვლინდა, 653 აჭარაში, 463 იმერეთში, 202 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 105 შიდა ქართლში, 94 კახეთში, 93 მცხეთა მთიანეთში, 90 ქვემო ქართლში, 67 გურიაში, 49 სამცხე-ჯავახეთში, 24 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

9 ნოემბერი, ორშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 4 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 52-ით – 4 772-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2 929-ის ტოლია. 4-ით – 55-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 788-ის ტოლია.

14:00 – კომენდანტის საათის დროს მოქალაქეებს ერთჯერადი დროებითი საშვების მოთხოვნა შეუძლიათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე“, მოქალაქეებს 22:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში გადაადგილებისთვის ერთჯერადი დროებითი საშვების მიღება შეეძლებათ. შესაბამისი ნებართვისთვის მათ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ (144-1), რომელიც დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 61-ით – 1 347-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 24 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 24 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 499 გახდა.

11:00 – 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 470 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 2 927-ით – 60 680-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 470 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 45 042 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 033 თბილისში გამოვლინდა, 782 იმერეთში, 411 აჭარაში, 150 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 133 კახეთში, 130 ქვემო ქართლში, 79 მცხეთა-მთიანეთში, 74 შიდა ქართლში, 59 სამცხე-ჯავახეთში, 53 გურიაში, 23 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

8 ნოემბერი, კვირა

11:05 – კიდევ 34 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 34 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 475 გახდა.

11:00 – 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 799 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 2 901 -ით – 57 753-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 799 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 42 572 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 060 თბილისში გამოვლინდა, 461 აჭარაში, 369 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 340 იმერეთში, 199 შიდა ქართლში, 181 ქვემო ქართლში, 94 კახეთში, 78 მცხეთა-მთიანეთში, 68 გურიაში, 45 სამცხე-ჯავახეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

7 ნოემბერი, შაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 71-ით – 4 720-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 2 831 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი – 1 838-ია.

15:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 41-ით – 1 286-მდე გაიზარდა.

14:15 – 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში კერძო და მუნიციპალური საბავშვო ბაღები დაიხურება

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეჩერდება როგორც კერძო, ისე მუნიციალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება.

„ამავე ქალაქებში უკვე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შემოღებულ იქნას გარკვეული ღონისძიებები, რათა მუნიპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში, მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა და გადაადგილება იქნება შეზღუდული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

14:10 – 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში 22:00-დან 05:00 სთ-მდე გადაადგილება იკრძალება

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, 9 ნოემბრიდან, ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება აიკრძალება. აკრძალვა შეეხებათ, როგორ ქვეითად, ისე ავტომობილით მოსიარულეებს.

მისივე თქმით, აკრძალვა არ შეეხება საერთაშორისო საავტომობილი გადაზიდვებს და საოპერაციო შთაბთან შეთანხმებით იმ პირებსა და საავტომობილო საშუალებებს, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფურნქციონიებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედიადაწესებულებების ფუნქციონირებისა და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.

11:05 – კიდევ 18 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 18 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 441 გახდა.

11:00 – 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 754 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 2 859-ით – 54 852-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 754 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 39 773 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 197 თბილისში გამოვლინდა, 620 აჭარაში, 438 იმერეთში, 138 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 109 ქვემო ქართლში, 94 კახეთში, 72 სამცხე-ჯავახეთში, 63 გურიაში, 62 შიდა ქართლში, 38 მცხეთა-მთიანეთში, 28 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

6 ნოემბერი, პარასკევი

20:00 – Wizz Air-ი და AirBaltic-ი რეგულარულ ფრენებს დროებით აუქმებენ

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გამო ავიაკომპანია Wizz Air-ი 19 დეკემბრამდე რიგა-ქუთაისი-რიგის, 18 დეკემბრამდე დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის, ხოლო 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით განახლებულ ფრენებს დროებით აუქმებს.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების გამო 28 ნოემბრამდე დანიშნული რეგულარული ფრენები გააუქმა ავიაკომპანია AirBaltic-მა, თუმცა ის საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით ფრენებს კვლავაც შეასრულებს.

19:55 – ოკუპირებულ ცხინვალში 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 10 გამოჯანმრთელდა, კიდევ 3 გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვევები 68-ით – 4 649-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 2 500 გახდა. 3-ით – 50-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 2 099-ია.

14:35 – ტიკარაძის თქმით, მთავრობა ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ხელისულება მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. მანვე პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩებში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამო პროტესტს გამოხატავენ, მოუწოდა არ შეუწყონ ხელი ვირუსის გავრცელებას.

„ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად, [ისე, რომ] არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები და არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში “, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

14:30 – კოვიდ-19-ის მართვაში, შესაძლოა, პენსიაზე გასული ექიმებიც ჩაერთონ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდ-19-ის მართვაში, შესაძლოა, პენსიაზე გასული ექიმებიც ჩაერთონ. დღეს გამართულ ბრიფინგზე ტიკარაძემ თქვა, რომ გამოხმაურება და მზაობა მათი მხრიდანაც არის. ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დამატებით ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების მობილიზებაზეც მუშაობს, „რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა“.

12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 61-ით – 1 245-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 22 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 22 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 423 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 2 775-ით გაიზარდა, კიდევ 3 560 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 2 775-ით – 51 993-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 560 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 37 019 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 1 044 თბილისში გამოვლინდა, 526 იმერეთში, 503 აჭარაში, 207 ქვემო ქართლში, 177 შიდა ქართლში, 117 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 89 გურიაში, 36 კახეთში, 25 სამცხე-ჯავახეთში, 8 რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

5 ნოემბერი, ხუთშაბათი

20:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 76-ით – 4 581-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთოა რაოდენობა 2 490 გახდა. სულ რეგიონში ინფექციით 47 ადამიანი გარდაიცვალა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 2 044-ია.

14:00 – მთავრობა ახალი შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან საუბრისას თქვა, რომ „ქუჩის აქციები პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან“ და ქუჩებში მიმდინარე პოლიტიკური აქტივობები კოვიდ-19-ის პიკს „მნიშვნელოვნად დააჩქარებს“. „უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით“, – დასძინა მანვე. პრემიერმა ყველა უწყებას სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა. გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვირუსთან ადაპტაციის სტრატეგია არ იცვლება, თუმცა ხელისუფლებამ „წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზეც“ უნდა იფიქროს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, „კიდევ უფრო ეფექტური იქნება“.

პრემიერ-მინისტრმა კრიზისის „გადალახვის“ მიმართულებით ჰოსპიტალიზაციის 26%-დან 15%-მდე დაწევის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საპროტესტო აქციების დროს, პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების მხრიდან კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის აუკრძალავს“, მაგრამ ეს ისე უნდა გვაკეთოთ, რომ „არ ვავნოთ სხვას, დავიცვათ თანამოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანდაცვის სისტემა და ქვეყნის ეკონომიკა“.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სხვადასხვა სახის შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს – ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა; კვირის რომელიმე დღეს ან სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება; სავაჭრო ცენტრების ან ბაზრობებისა და ბაზრების მუშაობის შეჩერება და სხვ.

11:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შეთხვევები 68-ით – 1 184-მდე გაიზარდა.

11:05 – კიდევ 20 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 20 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 401 გახდა.

11:00 – 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 2 289 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 2 401-ით – 49 218-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 33 459 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 976 თბილისში გამოვლინდა, 368 იმერეთში, 328 აჭარაში, 380 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 135 შიდა ქართლში, 70 კახეთში, 62 გურიაში, 61 ქვემო ქართლში, 55 სამცხე-ჯავახეთში, 35 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

4 ნოემბერი, ოთხშაბათი

20:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 79-ით – 4 505-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთოა რაოდენობა 2 440 გახდა. 2-ით – 47-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 2 018-ია.

14:30 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობს

ოკუპირებულ აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტროს“ ინფორმაციით, სოხუმს 10 დღიანი სადამკვირვებლო მისიით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციის წევრები ოკუპირებულ რეგიონში სამედიცინო დაწესებულებებს შეამოწმებენ და ყურადღებას კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საჭიროებებსა და შესაძლო ჰუმანიტარულ დახმარებაზე გაამახვილებენ.

14:30 – სალომე სამადაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, სალომე სამადაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

11:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვევები 63-ით – 1 116-მდე გაიზარდა.

11:10 – 5 ნოემბრიდან თბილისში საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 5 ნოემბრიდან თბილისში საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება.

11:05 – კიდევ 19 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 19 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 381 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 2 295-ით გაიზარდა, კიდევ 2 537 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 2 295-ით – 46 817-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 პაციენტი, ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 31 170 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 989 თბილისში გამოვლინდა, 387 აჭარაში, 166 ქვემო ქართლში, 133 შიდა ქართლში, 97 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 47 კახეთში, 33 მცხეთა-მთიანეთში, 29 სამცხე-ჯავახეთში, 27 გურიაში.

3 ნოემბერი, სამშაბათი

20:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 17 გამოჯანმრთელდა, კიდევ 2 გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 77-ით – 4 426-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 2 430 გახდა. 2-ით 45-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 951-ია.

17:10 – ნათია თურნავას კოვიდ-19 დაუდასტურდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას კოვიდ-19 დაუდასტურდა. სამინისტროს ცნობით, იგი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში განაგრძობს.

13:10 – სკოლების ნაწილში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

პირველი ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, დაგეგმილი მეორე ტურების ფონზე, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის იმ სკოლებში, რომლებშიც საარჩევნო უბნები იყო მოწყობილი, სწავლის პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ამასთან, სწავლის პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს აჭარაშიც.

13:05 – რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის, მცხეთის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად, რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ.

13:00 – პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცქიტიშვილმა თქვა, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული მაღალი აქტივობისა და მოსალოდნელი მეორე ტურების გათვალისწინებით, შესაძლოა, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დადებითი დინამიკა ნარჩუნდება და ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად არ იზრდება, მთავრობა ვალდებულია, რომ ვირუსის გავრცელება შეანელოს და მისი სწრაფი ზრდა არ დაუშვას.

მანვე დასძინა, რომ პირბადეების ტარება დღეისთვის „არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალაქებს ინფიცირებისა და დაავადების გავრცელებისგან“.

11:05 – კიდევ 20 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 20 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 362 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 943-ით გაიზარდა, კიდევ 1 833 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შეთხვევები 1 943-ით – 44 522-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 833 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 28 633 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 650 თბილისში გამოვლინდა, 506 აჭარაში, 324 იმერეთში, 200 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 100 შიდა ქართლში, 47 გურიაში, 46 ქვემო ქართლში, 39 მცხეთა-მთიანეთში, 23 კახეთში, 4-4 სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

2 ნოემბერი, ორშაბათი

21:30 – მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კოვიდ-19 დაუდასტურდა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა. მეზვრიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ იგი სახლში მკურნალობს.

20:35 – პრემიერ-მინისტრს კოვიდ-19 დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კოვიდ-19 დაუდასტურდა და იგი მკურნალობას სახლში განაგრძობს.

პრემიერი პრესსამსახურის ცნობით, დაცვის თანამშრომელთან „ხანგრძლივი კომუნიკაციის“ გამო, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, გიორგი გახარია თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა.

20:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 6 გამოჯანმრთელდა, კიდევ 1 გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვეები 47-ით – 4 349-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 2 413 გახდა. 1-ით – 43-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 1 893-ია.

15:25 – ოკუპირებული ცხინვალი ახალ შეზღუდვებს აწესებს

კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების ზრდის ფონზე, ოკუპირებულ ცხინვალში ახალი შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

სხვა შეზღუდვებთან ერთად, 15 ნოემბრამდე დაიხურა საშუალო, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო, აგრეთვე გასართობი დაწესებულებები.

12:25 – მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

11:50 – ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ-19-ის მქონე პირთან ახლო კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. სამინისტროს ცნობით, თურნავას ამ მომენტისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.

11:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 137-ით – 1 053-მდე გაიზარდა. არსებული მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, ჯამში, ვირუსის მქონე 11 პაციენტი გარდაიცვალა.

11:05 – კიდევ 7 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 7 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 342 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 852-ით გაიზარდა, კიდევ 1 696 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 852-ით – 42 579-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 696 პაციენტი, ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 26 800 გახდა.

ახალი შემთხვევებიდან 650 თბილისში გამოვლინდა, 441 იმერეთში, 389 აჭარაში, 114 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 69 ქვემო ქართლში, 51 შიდა ქართლში, 51 მცხეთა-მთიანეთში, 28 გურიაში, 27 სამცხე-ჯავახეთში, 20 კახეთში, 13 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

1 ნოემბერი, კვირა

20:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 69-ით გაიზარდა, 5 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 69-ით – 4 302-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 2 314 გახდა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 42-ია, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი – 1 946-ს უტოლდება.

19:30 – გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. „სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, – წერს პრემიერი Facebook-ზე.

11:05 – კიდევ 28 გარდაიცვალა

გარდაიცვალა კოვიდ-19-ის მქონე კიდევ 28 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტები რაოდენობა 335 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 1 791-ით გაიზარდა, კიდევ 2 413 გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევები 1 791-ით – 40 727-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 პაციენტი, რითაც ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 25 104 გახდა.

კოვიდ-19-ის ნოემბრამდელი საარქივო მასალებისათვის ეწვიეთ ბმულებს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)