
უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აფრთხილებენ
ორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ – Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა – მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ არ დაუჭიროს მხარი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტებს, რომელთაგანც ერთიც დეპუტატებმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღეს.
ორგანიზაციების თქმით, ორივე კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და სტანდარტებს, რომლებიც იცავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. მათ მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, რომ გაიწვიოს კანონპროექტები და უზრუნველყოს მათი შესაბამისობა საერთაშორისო სამართალთან და სტანდარტებთან.
Human Right Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ ვილიამსონმა განაცხადა, რომ კანონპროექტების მიზანია დამოუკიდებელი, უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფებისა და მედიის მარგინალიზაცია და დისკრედიტაცია. უილიამსონმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტები მიზნად ისახავს შეზღუდოს კრიტიკული ჯგუფები და მედია, არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და სერიოზული მსუსხავი ეფექტი ექნება იმ ჯგუფებსა და ინდივიდუალურ პირებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე მუშაობენ.
ორგანიზაციებმა მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ თვალი ადევნონ საქართველოში არსებულ სიტუაციას და ხმა აღიმაღლონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ნემისმიერ მცდელობაზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/03/2023 – „აგენტებზე“ კანონპროექტების განხილვა პარლამენტში პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე განახლდა
- 02/03/2023 – აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ელჩები „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტს ეხმიანებიან
- 02/03/2023 – „აგენტებზე“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე 36 პირი დააკავეს
- 02/03/2023 – განახლება: პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტებს
- 27/02/2023 – საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა
- 27/02/2023 – აშშ-ის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტსა და სებ-ის შესახებ საუბრობს
- 27/02/2023 – გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში „შეშფოთებულია“ უცხოელი გავლენის აგენტებზე კანონპროექტით
- 25/02/2023 – ბორელის პრესსპიკერმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
- 15/02/2023 – „ხალხის ძალამ“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)