აშშ-ის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტსა და სებ-ის შესახებ საუბრობს
საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებსა და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა.
„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტები
„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე საუბრისას, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტები განსხვავდება ამერიკული კანონისგან.
- 29/12/2022 – FARA დამდეგი ავტორიტარიზმის ფარად
„ეს კანონპროექტები მიზნად ისახავს იმ ქართველების დაბლოკვას, რომლებიც სხვა ქართველებსეხმარებიან. ესენი არიან ქართველები, რომლებიც ცდილობენ მოაგვარონ თავიანთ თემებში არსებული პრობლემები და გაუწიონ მომსახურება, იქნება ეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ბიზნეს ასოციაციებისთვის, ახალგაზრდებისთვის, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, იურიდიული დახმარება მათთვის, ვისაც ზოგ შემთხვევაში ეს საშინლად სჭირდება“, – განაცხადა მან.
ელჩმა დეგნანმა პარალელები გაავლო ამ კანონპროექტებით სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციასა და რუსეთში არსებულ რეალობას შორის, სადაც მთავრობა აქტიურად ახშობს განსხვავებული ხმებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან სერიოზულად იბრძოდა იმისთვის, რომ დაკარგოს მთელი თავისი პროგრესი დემოკრატიისა და დასავლეთისკენ. „ეს არის მიზეზი, რის გამოც გაერო, ევროკავშირი და აშშ-ის წარმომადგენლები აქტიურად გამოხატავენ შეშფოთებას შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების გამო“, – აღნიშნა ელჩმა.
- 27/02/2023 – „ხალხის ძალამ“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა
- 15/02/2023 – „ხალხის ძალამ“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა
ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ საუბრისას, ელჩმა დეგნანმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ცვლილებებზე ვეტოს დადების შესახებ. „არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის სანდოობისთვის, ვიდრე მისი დამოუკიდებლობა. ვეთანხმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“.
ელჩს მიაჩნია, რომ სტრუქტურულ ცვლილებას არ უნდა დაექვემდებაროს გუნდი, რომელმაც კარგად იმუშავა პანდემიისა და უკრაინის ომის ზეწოლის პირობებში და საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა მოუტანა. „ცვლილებები ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვშიშობ, რომ ისინი საფრთხეში აყენებენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ინსტიტუტს ამ ძალიან მღელვარე პერიოდში საქართველოს სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მან.
აშშ-ის ელჩმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე შეაქო და განაცხადა, რომ „საქართველო უნდა ამაყობდეს იმით, რომ კობას დონის პრეზიდენტი ჰყავს ეროვნულ ბანკს: მისი გამოცდილებით, მისი პროფესიონალიზმით და ერთგულებით, რათა უზრუნველყოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა პოლიტიკური თუ სხვა გავლენისგან“.
კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა მარტის დასაწყისში ეწურება. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)