
აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ელჩები „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტს ეხმიანებიან
აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ელჩებმა საქართველოში პირველ მარტს კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტთან დაკავშირებით.
აშშ-ის ელჩი
„ნათელია, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი. ასევე ნათელია, რომ ნებისმიერი, ვინც მის რომელიმე ვერსიას მისცემს ხმას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის“, – უთხრა ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს რეპრესირებული მწერლების გამოფენის მუზეუმის გახსნაზე.
„ამრიგად, ჩემი კითხვაა, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? რა არის ამ კანონის რეალური მიზანი? რას ემსახურება იმ კანონის მიღება, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის იმ ფონზე, როდესაც ქართველების უმრავლესობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მათი არჩევანი და მათი პრიორიტეტია?“ – აღნიშნა ელჩმა.
ევროკავშირის ელჩი
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდნენ.
„არ იყო მარტივი საუბარი. ჩვენი მხრივ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ეს ინიციატივა 12 პრიორიტეტიდან სულ ცოტა ორს ეწინააღმდეგება. მოვისმინეთ არგუმენტები პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კანონის მიღების საჭიროებაზე“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„საუბარი გაგრძელდება. როგორც მესმის, ეს კანონპროექტიც არაა, ეს მხოლოდ ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ განვითარდება ეს ინიციატივა. ვიმედოვნებთ, რომ ის არ გარდაიქმნება კანონად,“ – დასძინა მან.
ბრიტანეთის ელჩი
ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა კანონპროექზე თავის ქვეყნის შეშფოთება Twitter-ზე გამოხატა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მომდევნო ნაბიჯების განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შენიშვნები გაითვალისწინოს.
1/4
Today, I spoke at the event on the adoption of the 4th National Action Plan of ?? for the implementation of the UNSC Resolution on Women, Peace & Security.
I am pleased that the UK supported @unwomengeorgia to work with the government of Georgia and..
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) March 1, 2023
ასევე წაიკითხეთ:
- 02/03/2023 – ბიზნესასოციაციები: „აგენტებზე“ კანონი უარყოფით აღქმას ჩამოაყალიბებს უცხოური მხარდაჭერის პროგრამებზე
- 27/02/2023 – გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში „შეშფოთებულია“ უცხოელი გავლენის აგენტებზე კანონპროექტით
- 25/02/2023 – ბორელის პრესსპიკერმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა
- 23/02/2023 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: საქართველომ არ უნდა მიიღოს „უცხოელ აგენტებზე“ კანონი
- 22/02/2023 – მმართველი გუნდი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის დადებით მხარეებზე საუბრობს
- 21/02/2023 – „ხალხის ძალა“ უცხოური გავლენების აგენტების შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებს
- 20/02/2023 – პრეზიდენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
- 17/02/2023 – ომბუდსმენი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
- 17/02/2023 – საქართველოზე PACE-ის მომხსენებლები მოუწოდებენ პარტიებს არ მიიღონ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)