We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სირიასთან პირდაპირი საზღვაო კავშირების დამყარებას განიხილავს

სოხუმი სირიის პორტებთან პირდაპირი საზღვაო კავშირების დამყარებას განიხილავს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა, თეიმურაზ მიქვაბიამ, კრემლის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ ორივე მხარე სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კავშირებზე მუშაობს.

„ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი რიგ ხელშეკრულებებს [სირიის არაბთა რესპუბლიკასთან] როგორც სამთავრობო, ასევე უწყებების დონეზე და ჩვენს კოლეგებთან სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კავშირების საკითხებს ვამუშავებთ“, – განუცხადა მიქვაბიამ TASS-ს 23 სექტემბერს და დასძინა: „მომავალში, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საჰაერო კავშირების საკითხს, რადგან დამასკოში აეროპორტი ფუნქციონირებს“.

This post is also available in: English

Back to top button