
ბორელის პრესსპიკერმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერმა 24 თებერვალს უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა. კანონპროექტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
- 29/12/2022 – FARA დამდეგი ავტორიტარიზმის ფარად
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ეს ამავე დროს არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ იმ პრიორიტეტებისა, რომლებიც მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება „შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“. ის მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. მოძრაობა „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებს აერთიანებს, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან. კვირის დასაწყისში მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოხატა კანონპროექტის მიმართ და განაცხადა, რომ ხმას მისცემს მას. მმართველი პარტია კანონპროექტის მხარდასაჭერად აქტიურ კამპანიას ახორციელებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/02/2023 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: საქართველომ არ უნდა მიიღოს „უცხოელ აგენტებზე“ კანონი
- 22/02/2023 – მმართველი გუნდი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის დადებით მხარეებზე საუბრობს
- 21/02/2023 – „ხალხის ძალა“ უცხოური გავლენების აგენტების შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებს
- 20/02/2023 – პრეზიდენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
- 17/02/2023 – ომბუდსმენი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
- 17/02/2023 – საქართველოზე PACE-ის მომხსენებლები მოუწოდებენ პარტიებს არ მიიღონ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)