ახალი ამბები

თებერვალში წლიური ინფლაცია 8.1% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 8.1% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით შემცირდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (14%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (12.4%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (7.6%-იანი შემცირება).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (21%); რძე, ყველი და კვერცხი (17.2%); ყავა, ჩაი და კაკაო (14.5%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.2%); თევზეული (12.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.8%); ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-0.3%).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.2%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (4.9%-იანი კლება); ტრანსპორტი (1.5%-იანი კლება).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button