skip to content
ახალი ამბები

ნოემბერში წლიური ინფლაცია 10.4% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 10.4% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ფასები 0.5%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (16.8%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (15.4%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (8.2%-იანი ზრდა).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: ბოსტნეული და ბაღჩეული (26%); პური და პურპროდუქტები (23.8%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22%); ყავა, ჩაი და კაკაო (19.5%); რძე, ყველი და კვერცხი (18.3%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.7%), თევზეული (13.6%), ზეთი და ცხიმი (10.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1%), ხილი და ყურძენი (6.9%).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (1.7%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.5%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.4%-იანი კლება).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button