ახალი ამბები

2025 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.2% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.2% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.6%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.7%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (8.9%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5.6%-იანი ზრდა); კავშირგაბმულობა (4.2%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (8.2%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (1.2%-იანი ზრდა); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (1.2%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.3%-იანი ზრდა). განათლების, ასევე დასვენების, გართობისა და კულტურის კატეგორიებში ფასები 0.4%-ით შემცირდა.

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.2%), თევზეული (2.9%), პური და პურპროდუქტები (2.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.0%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-8.4%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.6%), ზეთი და ცხიმი (-0.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4%).

This post is also available in: English

Back to top button