skip to content
ახალი ამბები

ივნისში წლიური ინფლაცია 12.8% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 4 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ივნისის თვეში წლიური ინფლაცია 12.8% იყო. წინა თვესთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით გაიზარდა.

წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (21.8%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (19.4%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (13%-იანი ზრდა).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ასე გაიზარდა: პური და პურპროდუქტები (35.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 %), ხილი და ყურძენი (31.8 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.0 %), რძე, ყველი და კვერცხი (19.5 %), ყავა, ჩაი და კაკაო (18.0 %), თევზეული (17.9 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.0 %), ზეთი და ცხიმი (14.9 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 %);

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ჩამოყალიბებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: (2.3%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.1%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (0.7%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button