იანვარში წლიური ინფლაცია 9.4% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9.4% იყო, წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო კი – ფასები 0.8%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (15%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (13.1%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (5.2%-იანი ზრდა).
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.5%); პური და პურპროდუქტები (22.8%); ყავა, ჩაი და კაკაო (17.1%); რძე, ყველი და კვერცხი (16.7%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (16.5%); თევზეული (13%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.4%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.7%); ზეთი და ცხიმი (4.7%).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.4%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (2.5%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.3%-იანი კლება).
ასევე წაიკითხეთ:
- 06/01/2023 – დეკემბერში წლიური ინფლაცია 9.8% იყო
- 02/12/2022 – ნოემბერში წლიური ინფლაცია 10.4% იყო
- 03/11/2022 – საქსტატი: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 10.6% იყო
- 03/10/2022 – საქსტატი: სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5% იყო
- 02/09/2022 – აგვისტოში წლიური ინფლაცია 10.9% იყო
- 03/08/2022 – ივლისში წლიური ინფლაცია 11.5% იყო
- 04/07/2022 – ივნისში წლიური ინფლაცია 12.8% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)