ახალი ამბები

აგვისტოში წლიური ინფლაცია 10.9% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, აგვისტოში წლიური ინფლაცია 10.9% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ფასები 0.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა ფასების ცვლილებას შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (15.8%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (15.6%-იანი ზრდა); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (14.9%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (12.4%-იანი ზრდა).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: პური და პურპროდუქტები (32.4%); რძე, ყველი და კვერცხი (20.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (20.3%); ზეთი და ცხიმი (19.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (18.7%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.6%); თევზეული (13.6%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.1%), ხილი დაყურძენი (2.5%). ამასთან, ფასები 9.6%-ით შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (2.3%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.9%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (3.1%-იანი კლება).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button