skip to content
ახალი ამბები

დეკემბერში წლიური ინფლაცია 9.8% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 9.8% იყო, წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო კი – ფასები 0.3%-ით შემცირდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (16.3%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (15.8%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (9.3%-იანი ზრდა); ტრანპორტი (5.5%-იანი ზრდა);

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: ბოსტნეული და ბაღჩეული (27.4%); პური და პურპროდუქტები (22.1%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.4%); ყავა, ჩაი და კაკაო (18.4%); რძე, ყველი და კვერცხი (17.5%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1%); თევზეული (13.4%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7%); ზეთი და ცხიმი (6.8%), ხილი და ყურძენი (6.4%).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (1.2%-იანი მატებ); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (0.8%-იანი მატება); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.4%-იანი მატება); ტრანსპორტი (2.7%-იანი შემცირება).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button