საქსტატი: სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ფასები 0.8%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (17.6%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (14.1%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (12.2%-იანი ზრდა).
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: პური და პურპროდუქტები (32.8%); რძე, ყველი და კვერცხი (23.3%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5%); ზეთი და ცხიმი (21.2%); ყავა, ჩაი და კაკაო (18.9%); თევზეული (16.5%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8%); ხილი და ყურძენი (9.6%).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: განათლება (7%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (2%-იანი კლება); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.7%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.3%-იანი კლება).
ასევე წაიკითხეთ:
- 02/09/2022 – აგვისტოში წლიური ინფლაცია 10.9% იყო
- 03/08/2022 – ივლისში წლიური ინფლაცია 11.5% იყო
- 04/07/2022 – ივნისში წლიური ინფლაცია 12.8% იყო
- 03/06/2022 – მაისში წლიური ინფლაცია 13.3% იყო
- 03/05/2022 – აპრილში წლიური ინფლაცია 12.8% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)