მარტში წლიური ინფლაცია 5.3% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის მარტში წლიური ინფლაცია 5.3% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით შემცირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.8%-იანი მატება); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (11.1%-იანი მატება); ჯანმრთელობის დაცვა (9.1%-იანი კლება); ტრანსპორტი (8%-იანი კლება).
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: ბოსტნეული და ბაღჩეული (28.8%); პური და პურპროდუქტები (16.8%); რძე, ყველი და კვერცხი (13.6%); თევზეული (10.9%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.1%); ყავა, ჩაი და კაკაო (8.7%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-2.4%).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტრანსპორტი (2.3%-იანი მატება); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1.6%-იანი მატება); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (1.1%-იანი მატება); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (1.3%-იანი კლება).
ასევე წაიკითხეთ:
- 02/03/2023 – თებერვალში წლიური ინფლაცია 8.1% იყო
- 03/02/2023 – იანვარში წლიური ინფლაცია 9.4% იყო
- 06/01/2023 – დეკემბერში წლიური ინფლაცია 9.8% იყო
- 02/12/2022 – ნოემბერში წლიური ინფლაცია 10.4% იყო
- 03/11/2022 – საქსტატი: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 10.6% იყო
- 03/10/2022 – საქსტატი: სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5% იყო
- 02/09/2022 – აგვისტოში წლიური ინფლაცია 10.9% იყო
- 03/08/2022 – ივლისში წლიური ინფლაცია 11.5% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)