ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“: „ამ წუთიდან არ გექნებათ არანაირი მოსვენება“
მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა და არც სასჯელი გადაუვადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას წყვეტენ.
მისი თქმით, 7 თებერვლიდან პარტია „საგანგებო რეჟიმზე“ გადადის. ხაბეიშვილმა ენმ-ის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და საკრებულოებში ფრაქციების თავმჯდომარეებს მიმართა და უთხრა: „ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი“.
„ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება, ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ამას პრემიერი ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს“, – დასძინა მან.
ბრიფინგის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქცია გამართეს და მოსამართლის გადაწყვეტილება იქ გააპროტესტეს. მორიგი აქცია, დღეს, 7 თებერვალს, მთავრობის კანცელარიასთან არის დაგეგმილი.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/02/2023 – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლა, არც სასჯელი გადაუვადა
- 21/01/2023 – მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა 23 იანვარს ჩატარდება
- 04/01/2023 – SaveMisha – საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართა
- 29/12/2022 – იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა
- 21/12/2022 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის მკურნალობაზე
- 20/12/2022 – ვოლოდიმირ ზელენსკი ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)