ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის მკურნალობაზე 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და მისი მკურნალობის მიმართ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად უმკურნალოს, მათ შორის, უზრუნველყოს მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, როგორც ამის თაობაზე სახალხო დამცველის დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტებმა ურჩიეს მას. ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და იმ მზრუნველობის მიღება, რომელიც მას სჭირდება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ მორიგი სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button