ევროკავშირი „ყურადღებით აკვირდება“ ნიკა გვარამიას საქმეს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2 ნოემბერს ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესპიკერის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი „ყურადღებით აკვირდება“ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს.
- 02/11/2022 – აშშ-ის საელჩო: ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალს
- 02/11/2022 – ქართული ოცნება და ოპოზიცია ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმიანებიან
აღნიშნულია რა, რომ „ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს“, ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან“.
„უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებაში, დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობაზე და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად.
„ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში, რათა ქვეყანამ გაამართლოს თავისი მოქალაქეების იმედები ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)