
კომისიის კრიტიკული ანგარიშის შემდეგ, ევროკავშირმა გაფართოების ფორუმზე „ქართულ ოცნება“ არ მიიწვია
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბრიუსელში 18 ნოემბერს დაგეგმილ ევროკომისიის გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში საქართველო მკვეთრადაა გაკრიტიკებული „სერიოზული დემოკრატიული უკუსვლის“ გამო. ამავე დოკუმენტში ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“.
ფორუმში, რომელსაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი მასპინძლობს, „მონაწილეთა ფართო და მრავალფეროვანი სპექტრი“ მიიღებს მონაწილეობას.
ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, „ევროკავშირის, ეროვნული და რეგიონული ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმეები, ხელოვანები, ახალგაზრდული ხმები და პოლიტიკის ექსპერტები ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, წევრი სახელმწიფოებიდან და გაფართოების ქვეყნებიდან დიალოგში ჩაერთვებიან“.
This post is also available in: English
